in

როგორ გავწმინდოთ მარტივად ტანსაცმელი და ავეჯი შინაური ცხოველების ბეწვისგან

იმისათვის, რომ ტანსაცმლის ბეწვისგან გაწმენდას ნაკლები დრო დასჭირდეს, შეარჩიეთ ქვემოთ მოცემული მეთოდებიდან ერთ-ერთი, რომელსაც შინაური ცხოველების მფლობელები წარმატებით იყენებენ.

ორთქლის უთო + გორგოლაჭი

ბეწვი ნაკლებად დარჩება თქვენს ტანსაცმელზე ან დივანზე, თუ გაწმენდამდე ნივთს რამდენიმე წუთით აბაზანაში ცხელი წყლის ორთქლით დაატენიანებთ ან ორთქლის უთოს გამოიყენებთ. ამის შემდეგ, ჯაგრისის ან გორგოლაჭის საშუალებით ბეწვის მოშორება ბევრად უფრო ადვილი იქნება.

ანტისტატიკი + ხელსახოცი

ბეწვის მოცილების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა ასევე ტანსაცმლის ანტისტატიკით დამუშავება, შემდეგ კი ხელსახოცით გაწმენდაა. სხვათა შორის, ამ პროდუქტის მაღაზიაში შეძენა არ არის აუცილებელი — ანტისტატიკური სითხის სახლში, დამოუკიდებლად დამზადება საკმაოდ მარტივია. შეურიეთ წყალი და ქსოვილის დამარბილებელი 1/1 თანაფარდობით და საფრქვევის მქონე ბოთლში ჩაასხით. ბეწვის საწინააღმდეგო იარაღი მზად არის!

სპეციალური ჯაგრისი

ძაღლების ან კატების მოყვარულთათვის სავალდებულოა სპეციალური ჯაგრისის ქონა, რომელიც სპეციალურად ზედმეტი ბეწვის მოსაშორებლად არის შექმნილი.

რეზინის ხელთათმანი

თუ ბევრი დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ მარტივი ხერხი გამოიყენოთ — მოირგეთ რეზინის სქელი ხელთათმანი და დაგროვილი ბეწვი ზედაპირზე ხელის გადასმით მოაგროვეთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ ხელთათმანი უბრალოდ წყლით გარეცხოთ. თუმცა, ზოგიერთი უპირატესობას ოდნავ ნესტიანი ხელთათმანებით მუშაობას ანიჭებს — მისი საშუალებით შეგიძლიათ ქსოვილს ჭუჭყი სწრაფად მოაშოროთ.

წებოვანი ლენტი

წებოვანი ზედაპირის მქონე ტანსაცმლისთვის სწრაფ ალტერნატივას წებოვანი ლენტი წარმოადგენს. თუ მცირე ადგილის გაწმენდაა საჭირო და ხელთ სპეციალური ხელსაწყოები არ გაქვთ, შეგიძლიათ ბეწვი ზედაპირს მხოლოდ წებოვანი ლენტის საშუალებით მოაშოროთ.

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

კიდევ ერთი ხერხია ჭურჭლის ჩვეულებრივი ღრუბლის გამოყენება. დაბინძურებულ ადგილს მშრალი ღრუბლის მყარი ზედაპირი გადაუსვით, ხოლო დარჩენილი ბეწვის მოსაშორებლად ღრუბელი ოდნავ დაასველეთ და ტანსაცმელი ხელახლა დაამუშავეთ.

National Geographic-ის ტელესკოპები ასტრომოყვარულებისთვის

სახლი, რომელიც ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ – Trika Arquitetura-ს პროექტი