in

პატარა საძინებელი: 7 პრაქტიკული გადაწყვეტა

ოთახის მცირე ფართობი სულაც არ არის კომფორტის დათმობის მიზეზი. რა თქმა უნდა, ცოტა გარჯა მოგიწევთ იმისთვის, რომ სივრცე ერთდროულად ფუნქციონალური და ლამაზი გახდეს, მაგრამ, თუ კრეატიულად იაზროვნებთ, ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს გონივრულად გამოიყენებთ და მიმართავთ სხვადასხვა ხრიკებს, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად აფართოებს, ელეგანტური, პრაქტიკული და კომფორტული ინტერიერის შექმნა არც ისე გაგიჭირდებათ. ამ თვალსაზრისით სტატიაში მოცემული 7 დეკორაციული გადაწყვეტა დაგეხმარებათ.

  1. ალტერნატიული შესანახი სივრცე

პატარა საძინებლებში ნივთების შენახვის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია და აქ ნებისმიერი თავისუფალი ზედაპირი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. საკიდები კედლებზე, თაროები, კომპაქტური საკიდები – ეს ყველაფერი პატარა სივრცეებში მისასალმებელია. პრაქტიკული გამოსავალია დეკორატიული კიბე: ის იატაკზე მინიმალურ ადგილს იკავებს და, იმავდროულად, ჭერის სიმაღლეს მაქსიმალურად ათვისების საშუალებას გაძლევთ. შავი კიბე ნათელ ოთახში კარგად გამოიყურება და მოქმედებს, როგორც გრაფიკული აქცენტი.

  1. ნაცრისფერი ელფერი

ნათელი ელფერი ჰაერისა და სივრცის ილუზიას ქმნის, მაშინაც კი, თუ თავად ოთახი არც ისე დიდია. თუ თეთრის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ ღია ნაცრისფერი ელფერი გამოიყენოთ. მთავარია, აირჩიოთ მქრქალი საღებავი, რომელიც დღის სინათლეს უკეთ ირეკლავს. ინტერიერი ნაცრისფერი დეტალებით და პატარა ფერის აქცენტებით შეავსეთ – თქვენ მიიღებთ სანახაობრივ საძინებელს, სადაც დასვენება სასიამოვნო იქნება.

  1. დამატებითი სათავსოები

შესაძლოა, პატარა საძინებელში ფართო გარდერობისთვის ადგილი ყოველთვის არ იყოს. თუმცა, მაშინაც კი, თუ გარდერობი გაქვთ, დამატებითი სათავსო არასოდესაა ზედმეტი. ამიტომ, აუცილებელია, რომ საწოლის ქვეშ არსებული სივრცე გონივრულად გამოიყენოთ.

  1. ზონირება

ერთოთახიან ბინებში საძინებელი, ხშირად მისაღებ ოთახთან არის შერწყმული. მაგრამ არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც სივრცის ზონირებაში და იზოლირებული საძინებლის გამოყოფაში, დაგეხმარებათ, ამასთან, ყოველგვარი ხელახალი კაპიტალური დაგეგმარების გარეშე. კედლების საუკეთესო ალტერნატივა არის შუშის ტიხარი, რომლის დამონტაჟებაც სირთულეს არ წარმოადგენს და ამასთანავე, შუქის გავრცელების საშუალებას იძლევა. ასევე, შეგიძლიათ ჭერიდან იატაკამდე სიგრძის ფარდები გამოიყენოთ.

  1. მრავალფუნქციური ავეჯი

პატარა ოთახში გასაშლელი დივანი, შეიძლება, კარგი ალტერნატივა იყოს. ასევე, საწოლის დივნად გამოყენებაც შესაძლებელია, თუ მას კედელთან დადგამთ და ლამაზი დეკორატიული ბალიშებით დაამშვენებთ (ისინი საზურგის როლს შეასრულებს).

  1. თარო

სივრცის ზონირებას შეგიძლიათ ტიხრების გარეშეც მიაღწიოთ. საკმარისია, მაგალითად, მაღალი თაროების სისტემა დადგმა: ის საძინებელ ოთახსა და დანარჩენ სივრცე შორის მკაფიო საზღვარს შექმნის, მაგრამ, იმავდროულად, სინათლეს გაატარებს და ინტერიერს არ გადატვირთავს.

  1. სარკეები

ერთი კარგი, ძველი ხრიკი, რომელიც სივრცეს ვიზუალურად აფართოებს, არის სარკეების გამოყენება. ანარეკლები ნებისმიერ პატარა ოთახს უფრო დიდად წარმოაჩენს. გარდა ამისა, სარკისებური მინა დღის სინათლეს ირეკლავს და ოთახს უფრო ნათელს ხდის. მეტი ეფექტის მისაღწევად, სარკე ფანჯრის მოპირდაპირედ მოათავსეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

საინტერესო ფაქტები ანტონიო გაუდის შესახებ

ბინა ჭავჭავაძეზე ფრანგული ესთეტიკით – სტუდია Objects-ის ნამუშევარი