in

როგორ განვაახლოთ ინტერიერი საღებავის გამოყენებით – 10 მარტივი ხერხი

სახლის გაფორმების რადიკალური გადააზრება საკმაოდ ადვილია საღებავის გამოყენების მეშვეობით. დღეს სწორედ ამ ტექნიკის რამდენიმე საინტერესო იდეას წარმოგიდგენთ:

1. ცალი მხრიდან შეფერილი

ნეიტრალური სივრცის გაცოცხლება ნახატის ჩარჩოს უფრო ნათელი ელფერით შეღებვის გზითაა შესაძლებელი. ეს დიდ დროს, ძალისხმევასა და საღებავს არ მოითხოვს, სამაგიეროდ ბრწყინვალე შედეგს იძლევა.

2. შექმენით ფორმები

გეომეტრიული ფიგურების მეშვეობით თქვენი კედლების ხელოვნების ნიმუშად გადაქცევაა შესაძლებელი. გააკეთეთ მონახაზი ფანქრით, შემდეგ კი წებოვანი ლენტი გამოიყენეთ, რათა საღებავის დატანისას ნამუშევარი აკურატული გამოვიდეს.

3. ყურადღება მიაქციეთ ჭერს 

არ ღირს მხოლოდ კედლებზე გადართვა, ყურადღება ჭერსაც დაუთმეთ. კედლებთან შედარებით კონტრასტული ელფერის საღებავისგან ჭერის დრამატული ეფექტი შეიქმნება. ოთახი ვიზუალურად დაპატარავდება, რაც სასადილოსა და საძინებელში ინტიმური გარემოს შექმნისთვის იდეალური ხერხია. თუ თქვენ ოთახის მთლიან გადაღებვას გეგმავთ, ეს ჭერიდან დაიწყეთ, რომ შემდეგ კედლები არ დაისვაროს.

4. ფერი ზღურბლიდან

როცა საქმე მოპირკეთებამდე მივა, კარს გვერდს ნუ აუვლით. ამ შემთხვევაში ფერთა “მოულოდნელი აფეთქების” მოწყობა ჯობია. ზედაპირი და ჩარჩო კონტრასტული ელფერით შეღებეთ. ეს სივრცეების ზონირების მომხიბვლელი ხერხია.

5. კარის ჩარჩო და კედლები

კლასიკური დეტალების ხაზგასმა თანამედროვე საშუალებებითაც არის შესაძლებელი. შეღებეთ ჩარჩოები და კარი, კედლებზე კი კონტრასტული ელფერი დაიტანეთ. ამგვარი დიზაინი თქვენს სივრცეს სრულიად განახლებულ ელფერს შესძენს.

6. სახლის გული

საკუთარ სახლს, როგორც გალერეას, ისე შეხედეთ და დაფიქრდით, თუ როგორ შეუძლია კედლების ფერსა და არქიტექტურულ ელემენტებს (მაგალითად, ქვის თაროს) თქვენი ნახატების უკეთესი რაკურსით წარმოჩენა. ფოტოზე თვითმყოფადი თანამედროვე ხელოვნება ლურჯ ფონზეა გამოფენილი

7. ზონირება

როდესაც სივრცის ფართი შეზღუდულია, საღებავი ზონირების მშვენიერ საშუალებად გამოგვადგება. ფოტოზე ნაჩვენები კიბის ქვეშ არსებული მოუხერხებელი ადგილი სასადილო ზონად გარდაიქმნა. ჩაშენებული სკამები ნივთების სათავსოს ფუნქციასაც ასრულებს. ხის ნაკეთობები, რომლებიც კედლების კონტრასტულ ელფერშია შესრულებული, აქაურობას სიღრმეს მატებს, თეთრი ჭერი კი ვრცელი სივრცის ილუზიას ქმნის.

8. მკვეთრად გამოხატული იატაკი

ნათელი კორიდორის იატაკის მუქი ტონით შეღებვით სივრცე უფრო მკვეთრად გამოხატული გახდება. ამისთვის ზეთის ფუძეზე დამზადებული იატაკის სპეციალური საღებავი გამოიყენეთ და ღებვა ძირითადი ოთახებიდან, უშორესი წერტილიდან დაიწყეთ. საღებავი ჯერ პატარა ფართზე გამოცადეთ და მოწონების შემთხვევაში, დანარჩენი ფართობიც შეღებეთ.

9. ოვალური ორნამენტები

საძინებლის შედარებით ეკონომიური გარდასახვისთვის, საწოლის სათავე „მდფ“- სგან დაამზადეთ და ავეჯის საღებავის მეშვეობით, ორნამენტები დაამატეთ. ოვალური დეკორატიული ლენტის მეშვეობით ფორმები უკანა კედელზეც დაიტანეთ. ფერების შერჩევისთვის თქვენი საყვარელი ხელოვნების ნიმუშის ფერთა პალიტრა გამოიყენეთ.

10. ორი ტონი

მოაჯირების ეფექტის მისაღებად კედლებზე ორი სხვადასხვა ტონი გამოიყენება, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი წესია გასათვალისწინებელი: მუქი ქვევით, ღია – ზევით. ქვედა ნაწილის სიმაღლე კედლის დაახლოებით მესამედს უნდა შეადგენდეს. ღია ელფერი სივრცის ჰაეროვნების შეგრძნებას აძლიერებს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბინა საინტერესო აქცენტებით შოტლანდიაში

23 კვ/მ ბინა საგარდერობო ოთახით