in

23 კვ/მ ბინა საგარდერობო ოთახით

როდესაც სტუდიოს ტიპის ბინაზე ვსაუბრობთ, ავტომატურად პატარა სივრცე წარმოგვიდგება თვალწინ. თუმცა, რამდენად პატარა? ამ ბინის მფლობელმა დაამტკიცა, რომ სრულფასოვანი საცხოვრებლის მოწყობა სულ რაღაც 23 კვადრატულ მეტრშიც კი შესაძლებელია.

ინტერიერში გამოყენებულია ულამაზესი ვარდისფერი საღებავი კედლებისთვის, რომელიც იდეალურად ეხამება ბინის თეთრ იატაკსა და ნაცრისფერ და ქვიშისფერ დეკორს. აქვეა მდოგვისფერი სკამებიც, რაც საკმაოდ სასიამოვნო კონტრასტს ქმნის საერთო ფონთან მიმართებაში.

ამ ბინის მთავარი ღირსება იზოლირებული საგარდერობო ოთახია, რომელიც ანტრესოლის მოწყობის ხარჯზე გაკეთდა. შესაბამისად, ზედა დონეზე საძინებელი გვხვდება, ქვემოთ კი სრულფასოვანი სათავსო, რაც ასე აუცილებელია განსაკუთრებით მცირე ზომის ბინებისთვის.

როგორ განვაახლოთ ინტერიერი საღებავის გამოყენებით – 10 მარტივი ხერხი

მხატვრობიდან არქიტექტურაში და პირიქით – ინტერვიუ თიკო სანიკიძესთან