in

28 კვდრატული მეტრის ბინა საკურას ნოტებით

28 კვადრატული მეტრის ფართის სტუდია ჩაშენებული საძინებლითა და კარადაში განთავსებული კაბინეტით, დიზაინერ იანა ვოლკოვას შემოქმედებაა. ბოტანიკურ ბაღთან ახლოს მდებარე პატარა, მყუდრო სტუდია იანამ თავად დააპროექტა და გააფორმა.

Banner M2
Banner M2

დიზაინერი არაორდინალურ ბინაზე ოცნებობდა. მთავარი იდეა ისეთი სივრცის შექმნას გულისხმობდა, სადაც სასტუმროს ოთახის მსგავსად, ყველა საჭირო ნივთი ხელმისაწვდომ ადგილზე იქნებოდა.

აქ მოსაწყენი ყოფითი პრობლემების ადგილი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ დიასახლისი ორიგინალური გეგმარების მქონე სტუდიის არჩევას ცდილობდა.

არჩევანი იაპონური ბაღიდან 5 წუთის სავალზე მდებარე სახლზე გაკეთდა, რომლისთვისაც მომავალმა მფლობელმა საკურას ელფერში შესრულებული ლაკონიური ინტერიერი ჩაიფიქრა. ბინა ახალაშენებულია და ყველაფერი ნულიდანაა გაკეთებული.

აღნიშნულ ინტერიერს დიზაინერი ხუმრობით „ტოტზე შემომჯდარ ჩიტს“ უწოდებს. საკმაოდ პატარა ფართზე აქ დროის გატარების მრავალი ზონაა გათვალისწინებული. კონცეფციის მთავარი იდეა სასტუმროს ნომრის ეფექტია, რაც მეპატრონეს ძალიან მოსწონს.

მოგზაურობაში მხოლოდ საჭირო ნივთები დაგვაქვს, ამიტომაც დიზაინერის კომპაქტურ ინტერიერშიც მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები მონაწილეობს.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს საშხაპე, რომლის პალიტრა დილით ამხნევებს, საღამოს კი ადუნებს მის მეპატრონეს. აქაური გარემო სტუმარზე სპას ეფექტს ტოვებს.

ბინის თითოეულ ზონას დიზაინერი „ტოტს“ უწოდებს და ამბობს, რომ ყველა უყვარს. თუმცა, ყველაზე რომანტიკულად ფანჯრის ფართო რაფა მიაჩნია. აქ დიასახლისი თითქმის ყოველდღე ფინჯანი ყავით ხვდება რიჟრაჟს.

იასამნისფერი მრგვალი სარკე იანას საყვარელი იაპონური ესთეტიკის გამოძახილია და ამავე დროს ფილოსოფიურ დატვირთვასაც ატარებს. საკუთარი ანარეკლის ვარდისფერი ფილტრის ფონზე თვალიერება დიზაინერის ბავშვურ და პოზიტიურ ხასიათს უსვამს ხაზს.

ბინის მეპატრონის მეორე საყვარელი ნივთი მარმარილოს ზედაპირიანი მაგიდაა, რომელიც ასევე საკუთარი ესკიზების მიხედვითაა დამზადებული.

 

არქიტექტორ Norman Foster-ის ფორმისა და ესთეტიკის ფილოსოფია

ზღვის სანაპიროზე ცხოვრების უპირატესობები და “მზიური გარდენსი” როგორც ახდენილი ოცნება