in

„მაქსთერმის“ ორგანიზებით ქართველი დიზაინერებისთვის იტალიაში საინფორმაციო ტური მოეწყო

კომპანია „მაქსთერმის“ ორგანიზებით, თბილისსა და ბათუმში მოღვაწე ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორებისათვის იტალიაში საინფორმაციო ტური მოეწყო, სადაც მონაწილეებმა კერამიკის, კერამიკული სანტექნიკისა და შემრევების/საშხაპე სისტემების საწარმოები მოინახულეს.

ტურის ფარგლებში სტუმრებმა, პირველ რიგში, ქალაქ რომთან არსებული „Scarabeo Ceramica“-ს კერამიკული სანტექნიკის საწარმო და შოურუმი დაათვალიერეს, სადაც პრემიუმ-ხარისხის უნიტაზები, ბიდეები, ნიჟარები და სხვადასხვა აქსესუარი მზადდება. მონაწილეები გაეცნენ პროდუქტის შექმნის პროცესს  — დაწყებული მასალის შეგროვებიდან, მის საბოლოო დამზადების ეტაპამდე. ამასთანავე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ შეღებვის პროცესში და თავად შეეღებათ სააბაზანოს ნიჟარები.

ამის შემდგომ ქართველი დიზაინერები ქალაქ მოდენაში მდებარე „Caesar Ceramiche“-ს ესტუმრნენ, რომელიც კერამიკული ფილებისა და დიდი ფორმატის ფილების წარმოების მიმართულებით კომპანია „მაქსთერმის“ ახალი პარტნიორია. აღნიშნულ ლოკაციაზე სტუმრებმა საწარმო და შოურუმი დაათვალიერეს, მონაწილეობა მიიღეს საკმაოდ საინტერესო ინტერაქციაში, გაეცნენ ბრენდის ისტორიას, პროდუქციასა და ახალ კოლექციას, რომელიც პირველად 2023 წლის ბოლონიის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული მოდელები ნოემბრის ბოლოდან ექსკლუზიურად მხოლოდ „მაქსთერმის“ შოურუმში იქნება ხელმისაწვდომი და ქართველ მომხმარებელსაც შეეძლება მათი შეძენა. ღონისძიების გამორჩეული ნაწილი ხის პარკეტის იმიტაციის მქონე ფილების დამზადების ისტორიისა და სპეციფიკის დეტალური გაცნობა იყო. ქართველმა პროფესიონალებმა სპეციალისტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, ოფიციალური ნაწილის შემდგომ კი ფერარის მუზეუმს ესტუმრნენ.

მესამე საწარმო — „Remer Rubinetterie“, რომელიც დიზაინერებმა იტალიაში ყოფნისას მოინახულეს, მილანთან ახლოს, ქალაქ ბერგამოში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ  „Remer Rubinetterie“-ი უკვე რამდენიმე წელია „მაქსთერმის“ ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი ბრენდის ახალი კოლექცია, რომელიც ბოლონიის 2023 წლის გამოფენაზე იყო წარდგენილი, მონაწილეებმა „Remer Rubinetterie“-ის შოურუმში დაათვალიერეს. ასევე, იხილეს „Remer“-ის ჯგუფში შემავალი ყველა საწარმო, მათ შორის: „Mariani Rubinetterie“, „Danieli Rubinetterie“, „Flexitaly“ და სხვა. ტურის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს შემრევებისა და საშხაპე სისტემების დამზადების უმცირესი დეტალები გააცნეს და კარტრიჯების საწარმო დაათვალიერებინეს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ხარისხიანი და გამძლე შემრევების დასამზადებლად.

მრავალფეროვანი და შემეცნებითი ტური, რომელიც „მაქსთერმის“ ორგანიზებით ჩატარდა, ქართველი დიზაინერებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება იყო, რომელიც იტალიური პრემიუმ-კლასის პროდუქციის, მისი დამზადების მეთოდებისა და ახალი კოლექციების გაცნობას ისახავდა მიზნად.

[R]

„Mosaics“-ი — პრემიუმ-კლასის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი ყველაზე მრავალფეროვანი და გამორჩეული დიზაინის შესაქმნელად

ორქიდეა – რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენისა და მოვლის პროცესში?