in

სახლები რომლებსაც ლეგენდარული ჯანი ვერსაჩე ფლობდა

Banner M2
Banner M2

ჯანი ვერსაჩეს ნეოკლასიკურ გარემოში განაწილებული ექსტრავაგანტული ნივთები უყვარდა. ვერსაჩე კლასიკის აპოლოგეტია. მართალია, ამ სიტყვის ეკლექტური გაგებით: მოოქროვილი კვეთით, ძვირფასი ბეწვით, ლუდოვიკოს ავეჯით, რენესანსითა და ბაროკოს სტილით.

სასახლე მაიამიში

მაიამის სასახლე ჯანის საყვარელი ადგილი იყო. ვერსაჩემ ეს სასახლე  მის გვერდით განთავსებულ ნაკვეთთან ერთად 1992 წელს შეიძინა. აქ მას ტროპიკული ბაღის გაშენება უნდოდა. 1930 წელს აშენებულ სასახლეს პირველსახე შეუნარჩუნეს და მხოლოდ ერთი ფრთა დაამატეს. სახლის წინა პატრონი როკფელერის მემკვიდრე, ნავთობის მაგნატი იყო. მან ამ სასახლის სახით კოლუმბის ოჯახის კერად აღიარებული ლათინოამერიკული სასახლის ასლი ააშენა. ინტერიერი კი ვერსაჩემ მთლიანად გადააკეთა და მისთვის ჩვეული ბრწყინვალება შესძინა. გადამეტებული არ იქნება, თუ ვერსაჩეს ამ სასახლეს სიტყვა „გლამურულის“ ილუსტრაციას დავარქმევთ.

ოთახები ლუდოვიკოს ავეჯითა და ნეოკლასიკურ სტილშია გაფორმებული. აქ უამრავი ანტიკვარია, მაგრამ სასახლეს სახელი ოქროს უნიტაზებმა და ლეოპარდის გადასაფარებლებმა გაუთქვა. დიზაინერს უყვარდა ექსტრავაგანტული ნივთების გარემოცვაში ყოფნა.

ამჟამად “კაზა კასუარინასში” ბუტიკ-ოტელია განთავსებული, რომელიც ვიქტორ ჰოტელს-ის ქსელს ეკუთვნის და მასში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაჩერება. თუმცა, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. აქ სამი წლის წინ ამერიკაში პოპულარული სერიალი „დანაშაულის ამერიკულ ისტორია“ -ს იღებდნენ, რომელიც ვერსაჩეს მკვლელობას მიეძღვნა.

სახლის ექსტერიერის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ელემენტი 24 კარატიანი ოქროს ფილით მოპირკეთებული ღია აუზია. მოზაიკის პანო, რომელიც პატარა ეზოს ამშვენებს, ვერსაჩეს სახლის ლოგოს – მედუზა გორგონას თავს გამოსახავს. ამჟამად აქ სტუმრებისთვის სასაუზმე ზონაა.

ვილა კომოს ტბაზე

ფანტანელეს ვილა ჯანიმ მისი კარიერის დასაყწისში შეიძინა და მას თითქმის 20 წელი ფლობდა. ამ ხნის განმავლობაში მეზობლად ჯორჯ კლუნი და რიჩარდ ბრენსონი დასახლდნენ. ექვსი წლის წინ კი ის 40 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ვილა მე-19 საუკუნის დასაწყისში, კომოს ტბით მოხიბლული ინგლისელი არისტოკრატის მიერაა აშენებული. ინტერიერი დიზაინერმა ჩვეულებისამებრ თავისი გემოვნებით გადააკეთა. აქაც ნეოკლასიკური სტილი გვხვდება, თუმცა უფრო თავშეკავებული. ვილას სტუმრობდნენ ელტონ ჯონი და სტინგი, პრინცესა დიანა, ჰელმუტ ნიუტონი და ნაომი კემპბელი.

სახლში ბევრი შედევრის ორიგინალი ინახებოდა. მაგალითად, კანოვას თაბაშირი და 1820-იანი წლების ტონდოს სტილის ფერწერა. დიზაინერის სიკვდილის შემდეგ ისინი აუქციონზე გაიყიდა.

მილანის სასახლე

მილანის ფეშენებელური უბნის ცენტრში, განთქმული იტალიური ფეშენ ბუტიკების გარემოცვაში, ვია ჯეზუზე მდებარე ისტორიული შენობა, დიდი ხნის განმავლობაში ჯანის სახელოსნოს წარმოადგენდა. მილანში ყოფნის დროს ის აქ ცხოვრობდა და მუშაობდა. ეს სახლი ოჯახს 1980 წლიდან ეკუთვნის.

ჯანი ვერსაჩეს შემდეგ აქ ბევრი არაფერი დარჩა. მილანური სასახლე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქონებას შორის, რომელიც ოჯახმა არ გაყიდა. სწორედ ამ სახლშია შენახული ჯანის ფერფლი, რომელიც კომოს სასახლის გაყიდვის შემდეგ აქ გადმოიტანეს.

აპარტამენტები ნიუ-იურკში

მე-5 ავენიუზე მდებარე ტაუნჰაუსი, რომელიც 4000 კვადრატულ მეტრზე მეტია, მრავალი წლის განმავლობაში ჯანნის საცხოვრებელი სახლი იყო. დიზაინერი ბევრს მოგზაურობდა, მაგრამ 1990-იან წლებში უმეტესად შტატებში იმყოფებოდა.

კლასიკური სასახლე კვლავინდებურად ბრწყინავს მარმარილოთი, სხვადასხვა ხით, მოზაიკითა და ფრესკებით. ინტერიერი უპირატესად ანტიკვარული ბუტიკებიდან და აუქციონებიდან შეძენილი ნივთებით მოირთო. ბორდოსფერი, აქტიური ორნამენტები, აღორძინების ხანაზე მინიშნება, ონიქსის ჰიდრომასაჟის აბაზანა – ყველაფერი მარადისობაში გადაბარგებულ ჯანი ვერსაჩეს მოგვაგონებს.

ხუთსართულიანი სახლი 17 ოთახს ითვლის. შიდა ეზოში ლამაზი ბაღია მოწყობილი. ეს სახლი 2000-იანი წლების დასაწყისში შვედ ინვესტორზე გაიყიდა. ბოლო ხუთი წელი აპარტამენტები ქირავდება და ქირა თვეში 100 000 აშშ დოლარს აჭარბებს.

Z House – ლორა ზინკის პროექტი არგენტინაში

რა არის საჭირო შენობის დემონტაჟის ნებართვის მისაღებად? – Homeis.ge-ს გიდი