in

რა არის საჭირო შენობის დემონტაჟის ნებართვის მისაღებად? – Homeis.ge-ს გიდი

როცა ახალი სახლის აშენების მიზნით სამოსახლო მიწას ვყიდულობთ, მას ხშირად ძველი შენობა მოყვება, რაც მის დემონტაჟს საჭიროებს. დღეს გვინდა ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ ის პროცედურები, რომლებიც ამ პროცესს კანონის ფარგლებში მოაქცევს.

დემონტაჟი მშენებლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად მისი განხორციელებისთვის ნებართვაა საჭირო. ასეთ ნებართვას ადგილობრივი თვითმმართველობის ქალაქის არქიტექტურული სამსახური გასცემს.

არქიტექტურული სამსახურების მიერ შენობა-ნაგებობები სირთულის მიხედვით 5 კლასად იყოფა. ყველაზე მარტივი 1-ლი კლასისთვის (მაგ. 60 კვ.მ. – მდე ფართის სახლი, რომლის ჭერის სიმაღლე არ აღემატება 5 მეტრს და სიღრმე მიწიდან 2 მეტრს პირველ კლასში გადის) მშენებლობის ნებართვა გამარტივებული ფორმით გაიცემა და მხოლოდ ინფორმაციული მასალის წარდგენით შემოიფარგლება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში დემონტაჟის განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვაა მოსაპოვებელი, ამისათვის თქვენ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გააკეთოთ:

I ნაბიჯი:

თუ დემონტაჟი თბილისში ხდება, ისარგებლეთ თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის ვებ გვერდით: tas.ge, სადაც გაივლით რეგისტრაციას. აქ თვალსაჩინოდ არის დახარისხებული მომსახურების ტიპები. „ელექტრონულ განაცხადებში“ ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი “მშენებლობის ნებართვების” ველი და შემდგომ ნაბიჯ-ნაბიჯ შეავსეთ გამოტანილი ველები.

II ნაბიჯი:

სპეციალისტების მეშვეობით უნდა მომზადდეს „დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი“, სადაც მუხლობრივად იქნება ჩაშლილი ყველა პროცედურა: სამშენებლო მოედნისა და ობიექტის დახასიათებით დაწყებული, მასზე სადემონტაჟო სამუშაოების წარმოების დეტალური აღწერა- ვადებით დასრულებული.

III ნაბიჯი:

შესაძლებელია დაგჭირდეთ მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული დასკვნა, რომლის მომზადებაც ასევე სპეციალისტების დახმარებით შეიძლება.

IV ნაბიჯი:

დაამზადებინეთ საინფორმაციო დაფა, ანუ „ბანერი“. მისი “pdf” ვერსიის ატვირთვა ზემოხსენებულ საიტზეც მოგიწევთ.

დოკუმენტაციის გაგზავნის შემდგომ დაელოდეთ არქიტექტურული სამსახურის პასუხს, რომელსაც ასევე ვებ გვერდის საშუალებით მიიღებთ. თანხმობის შემდგომ თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ დემონტაჟის პროცესი.

სახლები რომლებსაც ლეგენდარული ჯანი ვერსაჩე ფლობდა

დუპლექსი თბილისში – Lemon Studio-ს პროექტი