in ,

დუპლექსი თბილისში – Lemon Studio-ს პროექტი

Banner M2
Banner M2

ბინის მეპატრონის სურვილი იყო მყუდრო სივრცის შექმნა, სადაც იგი შეძლებდა როგორც ცხოვრებასა და დასვენებას, ასევე მეგობრების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის ავტორმა, მაკაკო დავითიძემ გამოყო ორი სივრცე – სტუმრების მისაღები ზონა პირველ სართულზე, ხოლო მეორე დონეზე – საძინებელი და პირადი სივრცე.

ყურადღებას იქცევს ბინის ზონირება, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად არის ათვისებული სივრცე და მოწყობილია სხვადასხვა ფუნქციის კუთხეები – საკითხავი, სამუშაო, მოსასვენებელი. პირველი სართულიდან გამავალი ერთი ტერასა მოწყობილია ზაფხულის სეზონისთვის, მეორე კი გრილი საღამოების ცეცხლთან გასატარებლად, ან მეგობრებთან ერთად სავახშმოდ.

ინტერიერში გამოყენებულია სახურავის ხის კონსტრუქცია, ხოლო სხვენის ფანჯრები მაქსიმალურად უწყობს ხელს ბუნებრივი განათების სიჭარბეს. ფერები და ტექსტურები ბინის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს და დასამახსოვრებელს ხდის.

პროექტის ავტორი: მაკაკო დავითიძე

დიზაინ სტუდია: Lemon Studio

ფოტოგრაფი: ელენე დავითიძე

რა არის საჭირო შენობის დემონტაჟის ნებართვის მისაღებად? – Homeis.ge-ს გიდი

nexe arquitectura-ს ევკალიპტის სახლი ესპანეთში