in

Nathan Fell Architecture-ის მიერ შექმნილი საოჯახო სახლი ნიუ ორლეანში

Alliance Group
Alliance Group

ამ ოჯახს ზედმეტად დიდხანს უწევდა სახლში ყოფნა. მას შემდეგ, რაც დახურულ სივრცეში (სკოლა, სამსახური, სახლი) გატარებული დიდი დრო მათი ჯანსაღი ცხოვრებისთვის საფრთხის შემქმნელი გახდა, სახლის მფლობელებმა დაიწყეს გარეუბანში, საზოგადოებრივი პარკების სიახლოვეს დიდი ეზოს მქონე სახლში გადასვლაზე ფიქრი. თუმცა, საბოლოოდ, იმის ნაცვლად, რომ შორს წასულიყვნენ, მათ გაბედული ნაბიჯის გადადგმა და ახალი სახლის აშენება გადაწყვიტეს.

მიწის ნაკვეთის მაქსიმალური გამოყენების მიზნით შექმნილ დუპლექსს მრავალშვილიანი ოჯახისთვის შესაფერისი სივრცე გააჩნია. დიზაინის ცენტრალურ მიზანს ინტერიერის იმგვარად ორგანიზება წარმოადგენდა, რომ, მიუხედავად სივრცეების სიმჭიდროვისა, სახლი დღის შუქით ავსებულიყო და ჰაერს მაქსიმალურად ემოძრავა. უკანა მხარე შედგება ოთხი საძინებლისა და აბაზანისგან, ხოლო წინა ნაწილში, რომელიც მოკლევადიანი გაქირავებისთვის არის განკუთვნილი, სამი საძინებელი და ერთი აბაზანაა განთავსებული.

არქიტექტურული ფორმები კონფიგურირებულია იმისთვის, რომ პირველი სართულის ინტერიერსა და ექსტერიერს შორის გამჭვირვალობას გაუსვას ხაზი. ზედა სართული შეიცავს უფრო კერძო სივრცეებს და შეფუთულია გარე ზედაპირებით, რომლებიც შეკიდული კუბური ფორმების ეშელონს ქმნის. კუბური ფორმების საყრდენს წარმოადგენს მონოლითური, შიშველი ბეტონის კედლების სერია.

პირველი სართულის ინტერიერს დაუმუშავებელი შესახედაობა აქვს და ავეჯისთვის ფონის შექმნას ემსახურება. ბეტონის კედლები ნაჩვენებია ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. სამზარეულოს კარადები, რომლებსაც სახელურები ჰორიზონტალურ კიდეებში აქვს, კაკლისფრად არის შეღებილი. სამზარეულოსა და აუზის სივრცეს გამოყოფს მინის სრიალა კარები, რომლებიც როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის გაფართოებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება ზედა სართულს, აქ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა და ბევრად ფერადი დიზაინი გვხვდება. მრავალფეროვანი, აქცენტური კედლების სერია თითოეული განსხვავებული სივრცის გამოყოფას და განსხვავებული, უნიკალური ატმოსფეროს შექმნას უზრუნველყოფს.

ბინა ულამაზესი ხედით თაბორის მთის ქუჩაზე – მაგდა მერაბიშვილის ინტერიერი

10 გენიალური იდეა სახლში ინდივიდუალური დიზაინის შესაქმნელად