in

მონოქრომულ პალიტრაში გადაწყვეტილი დუპლექსი ამსტერდამში

Banner M2
Banner M2

ეს დუპლექსის ბინა, რომელიც ამსტერდამის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ცნობილ რეიკსმუზეუმს გადაჰყურებს. 188 მ2 ფართობის მქონე სახლი 2019 წელს მთლიანად გარემონტდა. იგი თანამედროვე ავეჯსა და ისტორიული შენობის პირვანდელ მახასიათებლებს აერთიანებს.

ისტორიული შენობა 1890 წელს აშენდა. ბინაში ჯერ კიდევ შეხვდებით პირვანდელ ელემენტებს: ულამაზეს სტუკოს, მაღალ ჭერსა და მომხიბვლელ ფანჯრებს. მათ ხაზგასასმელად მფლობელებმა მონოქრომულ პალიტრაში გაფორმებული თანამედროვე კლასიკური ინტერიერი შეარჩიეს.

სახლს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის 65 მ2-ზე გაშლილი გარე სივრცეები. მთავარ საძინებელსა და მისაღებ ოთახს ფართო აივანი აქვს, სახურავზე კი მოწყობილია ულამაზესი ტერასა ამსტერდამის პანორამული ხედებით.

ღია დაგეგმარების მქონე საცხოვრებელი მოსასვენებელ და სასადილო ზონებს აერთიანებს. მოსაკალათებელი სივრცე მოწყობილია შავი ბუხრის გარშემო, რომელშიც ახლა ტელევიზორია განთავსებული.

დივნის უკან სასადილო ზონაა მარმარილოს დიდი მაგიდითა და სკანდინავიური სასადილო სკამებით.

ორმაგი კარის მეშვეობით მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გახვალთ.

თანამედროვე სამზარეულოს მარმარილოს კუნძული ამშვენებს. ამ ოთახის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი ფანჯარასთან მოწყობილი მოსაკალათებელი სივრცეა.

მთავარი საძინებელი ღია ნაცრისფერი ტონითაა გაფორმებული. ოთახს საკუთარი გარდერობი და სააბაზანო აქვს.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

შავ-თეთრი ინტერიერის უპირატესობები და ნაკლოვანებები

Homeis.ge-ს 5 რჩეული ნივთი თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც ეზოს წვეულებებისთვის გამოგადგებათ