in

Homeis.ge-ს 5 რჩეული ნივთი თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც ეზოს წვეულებებისთვის გამოგადგებათ

ზაფხული იდეალური დროა პიკნიკისა და ეზოში ბარბექიუს მოწყობისთვის. ამ დროს ტკბებით ბუნების მშვენიერებით, საყვარელ ადამიანებთან ყოფნითა და გემრიელი კერძების დაგემოვნებით. ამგვარი შეკრებები გეხმარებათ, სტრესი შეამციროთ, რაც, თავის მხრივ, თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. დღევანდელ სტატიაში შევეცდებით, ის საჭირო ნივთები გაგაცნოთ, რომლებიც პიკნიკისა და ბარბექიუს მოსაწყობად აუცილებლად დაგჭირდებათ.

1. ბარბექიუს გრილი

 

უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული დახვეწილი დიზაინის მქონე ბარბექიუს გრილი იდეალური ხელსაწყოა მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. მისი ორი განყოფილება საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა კერძი ერთდროულად მოამზადოთ. ამასთან ერთად, გრილის გადაადგილება საკმაოდ მარტივია, რაც კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს და საყვარელ ადამიანებთან ერთად დასამახსოვრებელი მომენტების შექმნაში დაგეხმარებათ. პროდუქტის შეძენა „VELI.store“-ზეა შესაძლებელი.

2. დასაკეცი სკამი

პიკნიკისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ მოსახერხებელი და კომპაქტური დასაკეცი სკამები, რომლებსაც ყველგან მარტივად წაიღებთ და საღამოს კომფორტულად გაატარებთ. დასაკეცი სკამები თქვენს სადღესასწაულო შეკრებებს უფრო მყუდროს გახდის, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც ბუნებაში კერძების მომზადება და მირთმევა გამორჩეულად სასიამოვნოა. მაღალი ხარისხის დახვეწილი დიზაინის სკამებს „Jysk“-ს შოურუმი გთავაზობთ.

3. ბალიში სკამისთვის 

სკამებთან ერთად დაგჭირდებათ ნაზი, ჰაეროვანი ბალიშები, რომლებიც თქვენს თავყრილობებს გაამრავალფეროვნებს და მეტ მყუდროებას შესძენს. ბალიშები, რომელთა შეძენა „Coincasa“-ში შეგიძლიათ, იდეალურია როგორც ინტერიერისთვის, ასევე ექსტერიერისთვის. ელეგანტური და მიმზიდველი წითელი ფერის ბამბის ბალიშები ხანგრძლივად უზრუნველყოფს თქვენს კომფორტსა და სასიამოვნო განწყობას, ამავდროულად კი, ზაფხულის საღამოებს გაგილამაზებთ.

4. ჭიქების კომპლექტი


ჭურჭელი სუფრის მთავარი ატრიბუტია. მას ადამიანების განწყობაზე დიდი გავლენა აქვს. დახვეწილი, ხარისხიანი და ორიგინალური დიზაინის მქონე ჭიქები იდეალური იქნება როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მაგიდის გასაფორმებლად. ისინი თქვენს სადღესასწაულო საღამოს ელეგანტურ შტრიხებს შესძენს. გამორჩეული დიზაინის ჭიქების კომპლექტის შეძენა „Zara Home“-ში შეგიძლიათ.

5. პორტატიული დინამიკი

მუსიკა მეგობრული თუ ოჯახური თავყრილობების ხასიათსა და განწყობას განსაზღვრავს. მუსიკა სადღესასწაულო გარემოს ქმნის და ადამიანებს აერთიანებს. პიკნიკის დროს აუცილებლად დაგჭირდებათ პორტატიული დინამიკი, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს გაგილამაზებთ და მათ დაუვიწყარ საღამოებად აქცევს. კარგი იქნება, თუ ამ რჩევასაც გაითვალისწინებთ და საღამოებს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებთ. აღნიშნულ პროდუქტს “ელიტ ელექტრონიქსში“ შეიძენთ.

მოცემული ნივთები დაგეხმარებათ, ბუნებაში დრო უფრო სასიამოვნოდ, კომფორტულად გაატაროთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად უამრავი დასამახსოვრებელი წამი შექმნათ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

მონოქრომულ პალიტრაში გადაწყვეტილი დუპლექსი ამსტერდამში

როგორ ავაწყოთ და დავამონტაჟოთ მწერებისგან დამცავი ბადე ჩვენი ხელით?