in

ფერადი ლოფტი ამსტერდამში

Banner M2
Banner M2

დღეს დავათვალიერებთ ამსტერდამში მდებარე უნიკალურ სახლს, რომელიც სავსეა ფერებითა და მომხიბვლელობით. ლოფტის სტილის ბინა 1889 წლით დათარიღებული ისტორიული შენობის ბოლო სართულზეა განთავსებული, ამიტომ საცხოვრებელს დახრილი ჭერი აქვს და, ამასთან, ინტერიერს ბევრი ხის ძელი ამშვენებს.

ბინა შენობის კუთხეში მდებარეობს, რაც ნიშნავს, რომ მას ფანჯრები ორივე მხარეს აქვს, ეს კი სახლის ბუნებრივი სინათლით ავსებას უწყობს ხელს. მიუხედავად ხის ძელებისა და დახრილი ჭერისა, მაღალი სივრცის წყალობით, ოთახები ჰაეროვანი და ფართოა.

მთელი სახლი ფერებით არის მორთული, დაწყებული ღია ვარდისფერი დივნით, დამთავრებული ფერადი ზოლიანი კედლებით. დონეებად დაყოფილი სივრცეები ქმნის მხიარულ და დინამიკურ სახლს, რომელსაც უნიკალური ხასიათი გააჩნია.

წინა მხრიდან სახლი გადაჰყურებს დე ამსტელს და დე პიჯპს, ამსტერდამის გამორჩეულ ადგილებს.

ამსტერდამის ისტორიული ცენტრის ასეთი შესანიშნავი ხედიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ პროექტში ფანჯარასთან ჩამოსაჯდომი ადგილია დამატებული. აქ, ნავების საყურებლად ან წიგნების წასაკითხად, მშვენიერი ატმოსფეროა შექმნილი.

ვარდისფერი, ნარინჯისფერი და ყვითელი — სახლი რამდენიმე ძლიერ ელფერს აერთიანებს. ეს პროექტი არის მაგალითი იმისა, რომ თქვენთვის საყვარელი რამდენიმე ფერის გამოყენების არ უნდა შეგეშინდეთ.

რამდენიმე საფეხურით მაღლა განთავსებულია მყუდრო ნარინჯისფერი საკითხავი კუთხე/სახლის ოფისი.

ყვითელი კედელი სამზარეულოს მზიან ელფერს მატებს. დიდი სასადილო მაგიდა ვინტაჟური სკამებით ოჯახური სადილისთვის კიდევ უფრო ამშვენებს სივრცეს.

რა უპირატესობა აქვს დაბალსართულიან კორპუსში ცხოვრებას?

სამზარეულოს ზედაპირები – რომელი მასალა უფრო იაფი დამიჯდება?