in

ფერადი სახლი ამსტერდამში – Benthem Crouwel Architects-ის ნამუშევარი

woonhuis Benthem Crouwel Architects Amsterdam
Banner M2
Banner M2

ვიჟელგრახტის სახლი არის ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც შექმნილია ფილიპს ვინგბუნსის მიერ დაახლოებით 1670 წელს, როგორც ქსოვის სახლი. სულ ცოტა ხნის წინ კი მას რესტავრირება ჩაუტარდა, თუმცა, განახლების შემდეგაც სახლმა შეინარჩუნა ორიგინალური განლაგება.

მაღალი დონის რემონტი მოიცავდა ტექნიკისა და მასალის ძალიან ფართო სპექტრს, რომელიც აჩვენებდა როგორც ოსტატობას, ასევე ინოვაციას. ამ ცვლილებების შედეგად, სახლი საკმაოდ თანამედროვეა დღესდღეობით, თუმცა, მას ასევე აქვს შემორჩენილი ბევრი ორიგინალური დეტალიც. მეოცე საუკუნეში უკანა ნაწილში შემავალი საცავის სტრუქტურამ შექმნა გზა ბაღისთვის. ახლად დამატებული სამსართულიანი კონსერვატორიa კი აძლიერებს კონტაქტს ამ ახალ ბაღთან.

სახლს ნამდვილად გააჩნია საკუთარი იდენტობა – თითოეულ ნათელ ოთახს, რომელიც ძალიან განსხვავდება ზომით, აქვს ინდივიდუალური ხასიათი. მათი ძველებური განლაგება, ორიგინალური ელემენტები იძენენ ადგილს ახალ ინტერიერში. გამოყენებული ფერთა პალიტრა აერთიანებს და აძლიერებს სხვადასხვა მასალას და სივრცეს. პალიტრა მერყეობს ქვედა სართულზე მუქი ტონებიდან, სხვენის დონეზე ნათელ ტონებამდე. ახალი დეტალები აერთიანებს მეჩვიდმეტე საუკუნის ორიგინალურ ელემენტებს, რაც ამ სახლს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

არქიტექტურული სტუდია: Benthem Crouwel Architects

ფოტოგრაფი: Jannes Linders

ვიგო ბოსენი – დანიის ჩრდილში მიმალული გენიალური დიზაინერი

სათიბი მინდვრებისგან აღმოცენებული “სათიბე” – დასახლება, რომელიც ოცნებას ჰგავს