in

მხიარული ფერებით დატვირთული სახლი ნიუ ორლეანში

სახლი, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, ნიუ ორლეანში მდებარეობს და მისი ფართობი 195 კვ.მეტრია. ყველაზე მეტად ამ სივრცეს მისი ფერთა გამა გამოარჩევს, რაც თავისებურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის ინტერიერში.

Tbc Insurance
Tbc Insurance

უშუალოდ სახლის კედლის ტონალობას რაც შეეხება, ძირითად შემთხვევაში ის თეთრია. რამდენიმე ოთახში ვხვდებით ერთ დომინანტ პრინტიან შპალერს, რაც საერთო ინტერიერში სრულყოფილად ჯდება.

როგორც ჩანს, ბინის დიზაინერმა და მფლობელებმა გადაწყვიტეს, ბინის სითეთრე ფერებით მაქსიმალურად შეევსოთ. ამიტომაც, აქ ვხვდებით მწვანე, ულამაზეს კარს, ჭრელ ნახატებს, ხალიჩებს, ზოგადად ტექსტურებს, სკამებსა და ა.შ

ამ ფერადოვნებასთან მშვენივრადაა შერწყმული ხის ავეჯი, რომელიც სახლს ერთგვარად ძველებურ იერს სძენს. სწორედ ამიტომ, სივრცე ძველისა და თანამედროვეს მშვენიერ კომბინაციას წარმოადგენს.

სახლში აქტიურად ვხვდებით მცენარეებსაც, რაც ამ ტიპის სივრცისთვის წესით აუცილებელიც კია. სახლს აქვს ასევე ძალიან გამწვანებული გარე სივრცეც, რომელიც ხის შავი ფიცრებითაა შემოღობილი. სწორედ ამ სივრცეში ვხვდებით რბილ თეთრ ტახტებს, რაც განტვირთვისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა.

ინტერიერის დიზაინი: Liz Strong

ფოტოგრაფი: Paul Costello

თანამედროვე ხის კოტეჯი შვეიცარიაში – Lionel Ballmer-ის ნამუშევარი

Lefform Concrete Georgia – ქართული წარმოების ბეტონის პროდუქცია ინტერიერისთვის