in

თანამედროვე ხის კოტეჯი შვეიცარიაში – Lionel Ballmer-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

არავისთვისაა ახალი ის, რომ შვეიცარია არამხოლოდ ულამაზესი ბუნებით, ასევე ულამაზესი, მყუდრო სახლებით ხასიათდება. 2021 წელს სოფელ ნენდაზის ტყეში ხეებს შორის ერთი ასეთი მყუდრო სახლი, უფრო სწორად კი, კოტეჯი აშენდა. 80 კვ.მ ფართობის შენობა Lionel Ballmer-ს ეკუთვნის და მისი დიზაინი სიძველისა და სიახლის გზაგასაყარზეა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი მართლაც განსხვავებულია – ის ხუთ ერთმანეთისგან განსხვავებულ სივრცეს აერთიანებს შიდა კიბეებით. აქ ვხვდებით ბიბლიოთეკასა და სამუშაო ოთახს, სამზარეულოს, სასადილო ოთახს, ასევე მოსასვენებელ, ბუხრის ზონას და საძინებელს. ერთი სიტყვით, ეს ერთი შეხედვით პატარა კოტეჯი ყველა იმ ფუნქციურ სივრცეს აერთიანებს, რაც ყოველდღიურად გვჭირდება.

რაც შეეხება ინტერიერს, ის ძალიან მინიმალისტურია. დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ ექსტერიერიც და ინტერიერიც ერთნაირი ყოფილიყო და კედლები პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული შიდა სივრცეშიც. შესაბამისად, სახლში იქმნება ხის თბილი გარემო, რომელსაც ასევე ამშვენებს ხის ავეჯი.

პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ სახლი უშუალოდ ხეებს შორის დგას და მისი გარშემო სივრცე ბუნებრივად ქმნის ბაღს, რომელიც რელაქსაციისთვის იდეალური ადგილია.

არქიტექტორი: Lionel Ballmer

ფოტოგრაფი: Julie Masson

2021 წლის ტრენდული მასალები

მხიარული ფერებით დატვირთული სახლი ნიუ ორლეანში