in

სახლი ლონდონში მრავალფეროვანი ინტერიერით

Banner M2
Banner M2

ეს ვილა ერთ-ერთი უნიკალური შენობაა ლონდონში. ამის მიზეზი კი ის არის, რომ იგი გეორგიანული ეპოქის მიწურულსა და ვიქტორიანული პერიოდის დასაწყისში აშენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლი აერთიანებს ორივე ეპოქის სტილს.

შენობა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება გარედან. აქ გვხვდება ულამაზესი ფრანგული ფანჯრები, თეთრი ფასადი და საუცხოო გეორგიანული სტილის შესასვლელი. თუმცა, აქ ყველაფერი არ მთავრდება, ვინაიდან სახლის ინტერიერი კიდევ უფრო საინტერესოა. შიდა სივრცე მდიდარია მკვეთრი ფერებით, ორიგინალური შტრიხებითა და ულამაზესი შპალერით, რომელიც ყველა ოთახში განსხვავდება და საერთო ჯამში, სრულიად ზღაპრულ გარემოს ქმნის სახლში.

სამზარეულოს ავეჯი მუქ მწვანე ფერშია გადაწყვეტილი. აქვეა სასადილო ზონაც, რომელშიც ხის ელემენტები გვხვდება. ეს ყველაფერი კი ძალიან ჰარმონიულად ერწყმის House of Hackney-ის ბრენდის ულამაზეს შპალერს ვარდისფერი ტონებით.

საინტერესოა მისაღები ზონა, რომელიც მუქ იასამნისფერშია შეღებილი. ეს ტონი სივრცეს მშვიდ და კომფორტულ აურას სძენს. სიმყუდროვის ეფექტს კი აქ განთავსებული ბუხარი აძლიერებს.

როგორც უკვე ვახსენეთ, ინტერიერში უხვად არის გამოყენებული ფერები და სხვადასხვა პრინტები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ოთახის კედელზე განსხვავებული ფერთა კომბინაცია გვხვდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, აქ არაფერია ზედმეტი ან თვალისთვის დამღლელი და უსიამოვნო.

დაბალი ჭერი და პატარა ფართი – როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია

#Homeisინსპირაცია: იდეები სასადილო ზონის მოსაწყობად