in

5 ნივთი VELI.Store-დან, რომლებიც თქვენი სახლის გადახალისებაში დაგეხმარებათ

სახლისთვის ახალი პროდუქციის შეძენა და მისი გადახალისება ყოველთვის კარგია, განსაკუთრებით კი ახალი წლის პერიოდში. ნივთები, ახალ სიცოცხლესა და ხალისს შესძენს თქვენს საცხოვრებელს, გაამრავალფეროვნებს ინტერიერს და ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.

დაჩქარებული ცხოვრების ტემპში, მაშინ როდესაც ერთდროულად სხვადასხვა საქმის მოგვარება გიწევთ, ყველაზე ძვირფასი, რაც გჭირდებათ, არის დრო. ამ რეალობაში განსაკუთრებით მოსახერხებელი სხვადასხვა ტიპის პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენაა, მითუმეტეს თუ ამის გაკეთება მარტივად, ონლაინ ხდება და უმცირეს ვადებში ახლად შეძენილი ნივთი უკვე სახლში გაქვთ. ეს გიმსუბუქებთ მდგომარეობას და დიდი დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს ციფრული გაყიდვების პლატფორმა VELI.Store, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, დახარჯოთ თქვენი დრო თქვენთვის, გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და ის მეტად მოხერხებული, თქვენზე მორგებული გახადოთ. კამპანიის მთავარი გზავნილია, რომ ველიზე დაზოგილი დროით, ეს იქნება რამდენიმე წუთი თუ საათი, ადამიანებმა შეძლონ დაკავდნენ სხვადასხვა, უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო აქტივობებით და დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმონ. VELI.Store-ზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა საჭირო ნივთი ერთ კომფორტულ სივრცეში. ამასთანავე, შერჩეული პროდუქციის მიღება თბილისის ფარგლებში იმავე დღეს, სამ საათში ხდება, საქართველოს მასშტაბით კი 2-5 დღეში. პლატფორმაზე უამრავი სხვადასხვა კატეგორიის ნივთია ხელმისაწვდომი, ჩვენი ყურადღება კი დღეს სახლის აქსესუარებმა მიიქცია. ვფიქრობთ, ქვემოთ მოცემული ნივთები საუკეთესო გზაა ინტერიერის გადახალისებისთვის და ახალი წლის განახლებული ენერგიით დაწყებისთვის.

ტოსტერი

Swan-ის ბრენდის ტოსტერი ძალიან კარგი და ფუნქციური პროდუქტი იქნება თქვენი სამზარეულოს გასაახლებლად. მარტივად სამართავი ტოსტერით შეგეძლებათ გემრიელი საუზმის მომზადება და სტუმრების გამასპინძლება. მას გააჩნია გალღობის, ტემპერატურის თანაბარი გადანაწილებისა და ხელახალი გათბობის რეჟიმი; დაბრაწვის დონის კონტროლი; მაღალი ამწევი პურის პატარა ნაჭრებისთვის და ნამცეცების ლანგარი ადვილი გასუფთავებისთვის. თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, დახვეწილი დიზაინის მქონე მოდელი ნამდვილად გადაახალისებს და დაამშვენებს თქვენს სამზარეულო სივრცეს.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

დინამიკი

Aiwa-ს ბრენდის პორტატიული დინამიკი, ძლიერი ბასებითა და მკაფიო ჟღერადობით თქვენი მისაღები სივრცის გამორჩეული და განსაკუთრებული აქსესუარი გახდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მელომანი ხართ და საათობით გიყვართ მუსიკის მოსმენა. თქვენი საყვარელი მელოდიების მოსმენას მეგობრებთან ერთად ან განმარტოებით მაღალი ხარისხის დინამიკით შეძლებთ, რომელსაც მოჰყვება მიკროფონისა და გიტარის შესაერთებელი პორტები, Bluetooth 5.0 კავშირი. HyperBass სისტემა უზრუნველყოფს ძლიერ, დინამიკურ, დაბალანსებულ და მოცულობით აუდიოს. ვინტაჟური და უნიკალური დიზაინის მქონე მეტალის კორპუსი კი იდეალურად შეეხამება ნებისმიერი ტიპის ინტერიერს.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

მინის ჭიქების კომპლექტი

Karaca-ს მინის დეკანტერი და ჭიქების 25 ცალიანი კომპლექტი თქვენი სასადილო სივრცისთვის ძალიან კარგი არჩევანი იქნება. დახვეწილი, ნაზი და ორიგინალური დიზაინის ჭიქები, სიახლესა და მრავალფეროვნებას შემატებს თქვენს სახლს. ამასთანავე, განსაკუთრებული საჩუქარი იქნება მათთვის, ვისაც გამორჩეულად უყვარს ელეგანტური და მიმზიდველი ჭურჭელი. VELI.Store-ის პლატფორმაზე, სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და დროის დახარჯვის გარეშე, უმოკლეს ვადებში სახლში მიიღებთ შენაძენს და თქვენს სასადილო სივრცეს ახალი ელემენტებით გაამდიდრებთ.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

პირსახოცი

Madame Coco-ს, 100%-იანი ბამბის პირსახოცი თქვენი აბაზანის განახლებისა და კომფორტისთვის იდეალური გადაწყვეტილება იქნება. თუ განსაკუთრებით გიზიდავთ მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის მქონდე ტექსტილი, მაშინ ეს პროდუქტი გამორჩეულ ადგილს დაიკავებს სააბაზანოს ინტერიერში. ტექსტურა საკმაოდ რბილი და ფაფუკია, რაც ვიზუალურ უპირატესობასთან ერთად, გამოყენების თვალსაზრისითაც საკმაოდ სასიამოვნო და კომფორტულია. აღნიშნული პროდუქტი ახალი წლის დღეებში კარგი საჩუქარია მათთვისაც, ვისთვისაც საკუთარ თავზე ზრუნვა და ესთეტიკური მხარე მნიშვნელოვანია.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

თეთრეულის ნაკრები

Karaca-ს ერთსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები თქვენს საძინებელს ახალ განწყობასა და ხალისს შემატებს. განსაკუთრებით წინა საახალწლოდ, თეთრეულის განახლება და მისი შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ახალი ნივთი ახალი სიცოცხლითა და ენერგიით აგავსებთ და საძინებელი ოთახის ატმოსფეროს მრავალფეროვნებასა და სიმყუდროვეს შემატებს.

პროდუქტის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

სასაჩუქრე იდეები 100 ლარამდე – Homeis.ge-ს რჩეული ნივთები თბილისის მაღაზიებიდან

ტყით გარშემორტყმული სახლი საფრანგეთში – Plan Común-ის პროექტი