in

სასაჩუქრე იდეები 100 ლარამდე – Homeis.ge-ს რჩეული ნივთები თბილისის მაღაზიებიდან

დეკემბრის ბოლო დღეები განსაკუთრებით ქაოტური და დაძაბულია. ახალი წლის ღამე ახლოვდება, თქვენ კი უამრავი რამ გაქვთ მოსაგვარებელი და საყიდელი.  სადღესასწაულო სამზადისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების მოფიქრება და მომზადებაა. ყველას გვსურს ჩვენთვის ძვირფას მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს პატარა სიხარული მივანიჭოთ, რათა ეს დღე მათთვის დასამახსოვრებელი და ბედნიერების მომტანი აღმოჩნდეს. ზოგიერთ თქვენგანს ბევრი განსხვავებული და ორიგინალური იდეის მოფიქრება უწევს, შეიძლება კითხვაც კი გაგიჩნდეთ: „ამ წელს რა მოვიფიქრო?“ მითუმეტეს, თუ საჩუქრის გაკეთება გარკვეულ ფინანსურ შესაძლებლობებსაც გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ სასაჩუქრე იდეების ვარიანტებს, რომელთა ფასი 100 ლარამდე მერყეობს, რაც საშუალებას მოგცემთ ახალი შთაგონება მიიღოთ და საინტერესო, განსხვავებული საჩუქრებით გაახაროთ თქვენი გარშემომყოფები.

ლურჯი ფერის ჭიქების ნაკრები

დახვეწილი და ძალიან ნაზი, ღია ლურჯი ფერის ჭიქები, ნამდვილად განსაკუთრებული საჩუქარი იქნება მათთვის, ვისაც ესთეტიკური ჭურჭელი იზიდავს. ნაკრები ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს და მეტიც, როგორც დეკორატიული ნივთი, მიმზიდველობას შემატებს ინტერიერს. ჭიქების ღირებულება 90 ლარია და ის მაღაზია Mysa-ში შეგიძლიათ შეიძინოთ.

წითელი შანდალი

მინის წითელი შანდალი, განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ინტერიერში და ძალიან ორიგინალურ იერს მიანიჭებს მას. შანდლის ფერი განსაკუთრებით თვალშისაცემია, რაც გაძლევთ საშუალებას ამ პროდუქტით სივრცე გამოაცოცხლოთ და გააფერადოთ, მასში ახალი, ექსტრავაგანტური ხაზი შეიტანოთ. ნივთს COINCASA-ს მაღაზიაში შეიძენთ 46,20 ლარად.

აბაზანის ნაკრები

შუშის აბაზანის ნაკრები ძალიან გემოვნებიანი და ელეგანტური საჩუქარია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც საკუთარ თავზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, იდეურად ეს სეტი აერთიანებს სილამაზეს, სიამოვნებასა და კომფორტს, ამიტომ განსაკუთრებული საჩუქარი იქნება თქვენი საყვარელი ადამიანისათვის. ერთეულის ღირებულება 29 ლარია და მისი შეძენა ZARA HOME-ში შეგიძლიათ.

ნაძვის ხის სათამაშო 

ხელნაკეთი ნივთების ქართული მაღაზია White Studio სადა და დახვეწილ ნაძვის ხის სათამაშოს გთავაზობთ, რომელიც საახალწლო დეკორაციის გასაფორმებლად ძალიან კარგი საჩუქარი იქნება. შესაძლოა ამ აქსესუარმა ბავშვობაშიც დაგაბრუნოთ და ყველასათვის საყვარელი ანიმაცია „კურდღელი პიტერიც“ გაგახსენოთ, ამიტომ სათამაშო შობა-ახალი წლის გამორჩეული ნაწილი გახდება. პროდუქტის ფასი 55 ლარია.

სანთელი

 

სანთელი ნებისმიერ სივრცეში მყუდროების, სიმშვიდისა და ჰარმონიულობის შემომტანია. განსაკუთრებით კარგი საჩუქარია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარ თავთან განმარტოება, მედიტაცია, იოგა და სიწყნარე უყვარს. ეს არის პროდუქტი, რომელიც გაახარებს ნებისმიერს, ვისთვისაც საკუთარი თავის სიჯანსაღე და სტაბილურობა მნიშვნელოვანია. ნივთის შეძენა ICR HOME-ში შეგიძლიათ და მისი ღირებულება 25,20 ლარს შეადგენს.

აივნის შემინვა როგორც ბინის დათბობის მთავარი პრინციპი

5 ნივთი VELI.Store-დან, რომლებიც თქვენი სახლის გადახალისებაში დაგეხმარებათ