in

2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები – რჩევები კომპანია „დემაქს ჯგუფისგან“

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად  უკვე გახშირდა ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება 2023 წელს ყველაზე მოთხოვნადი, მოდური და ტრენდული. იმისთვის, რომ ამ მხრივ ჩვენი მკითხველების ინტერესი დავაკმაყოფილოთ, ჩვენ სამშენებლო კომპანია „დემაქს ჯგუფის“ დიზაინერს, ანი მაჭავარიანს მივმართეთ, რომელიც დღეს მომავალი წლის ტრენდებზე გვესაუბრება და კომპანიის მიერ დაგეგმილი გრანდიოზული საახალწლო შეთავაზების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის:

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ 2023 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრიობაა. სასურველია ყველაფერი მინიმალისტური და პრაქტიკული იყოს. დიზაინი უნდა გვაჩვენებდეს ადამიანის საკუთარ თავთან და ბუნებასთან სიახლოვეს.

ეს პერიოდი რეორგანიზაციის, განახლების წელია, მოგონებების წარსულში დატოვებისა და ახლის შეძენის. ამიტომ, სიახლესთან ერთად, წარსულის მოგონებების სახით, ინტერიერში შესაძლებელია ვინტაჟური ნივთების, ოჯახის უძველესი ავეჯის ფრაგმენტების ან საერთოდაც მუსიკალური ინსტრუმენტების შემოტანა. ეს ყველაფერი სახლს უფრო მრავალფეროვან, მყუდრო და განსაკუთრებულ ელფერს შესძენს.

სტილი

2023 წელს ყველაზე ტრენდული სკანდინავიური, მინიმალისტური, ქანთრი და ინდუსტრიული მიმართულებები იქნება.

სკანდინავიური სტილი
მინიმალიზმი

ინდუსტრიული

ასევე, ამ წელს განსაკუთრებით მოთხოვნადი ე.წ. “ჭკვიანი სახლია”, რაც გულისხმობს იმას, რომ მობინადრეებს ბინის მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლებათ. ეს კი, თავის მხრივ, მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტის განცდას შექმნის.

ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნება განათებების სწორად გამოყენება, რადგან ის განსაკუთრებულ განწყობას ქმნის ინტერიერში. ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელია ჭკვიანი ლედ (LED) ნათურების გამოყენება, რადგან მათი რეგულირება მარტივად არის შესაძლებელი.

აქვე უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ „დემაქს ვაკეში“ ჭკვიანი სახლის სისტემები გათვალისწინებულია, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მომხმარებლის კომფორტსა და დაცულობის შეგრძნებას.

მასალა

2023 წელს განსაკუთრებული ყურადღება მასალებს მიექცევა. ბუნებას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენს ქაოტურ ყოველდღიურობაში. შესაბამისად, ბუნებრივი მასალები და ბუნების ტონები აქტუალური იქნება.

პოპულარობა გაიზრდება ბუნებრივ ქვებზე, მცენარეებზე, ხესა და ვინტაჟურ აქსესუარებზე. შესაბამისად, ბუნებრივ მასალებზე აქცენტირება, რომლებიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, მნიშვნელოვანი და ყველაზე მოთხოვნადი იქნება 2023-ში.

ფერები

მომავალი წლის წამყვანი ფერები შავი, ვერცხლისფერი, ლავანდისფერი, შინდისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, ყვითელი და ლურჯია. შესაბამისად, ინტერიერში სწორედ ამ ფერთა პალიტრის გამოყენებაა რეკომენდებული.

აღსანიშნავია, რომ Pantone- პლატფორმამ. რომელიც ფერების გლობალურ ტენდენციებს წარმართავს, ჩვეულებისამებრ, წლის ბოლოს უკვე დაასახელა მომავალი, 2023-ის მთავარი ფერი. ეს გახლავთ ბორდოსფერისა და ლავანდისფერის ნაზავი, სახელწოდებით VIVA MAGENTA, რომელიც განსაკუთრებული ვიზუალური მიმზიდველობით გამოირჩევა და ნებისმიერ ინტერიერში იდეალურად ინტეგრირდება. შესაძლებელია კონკრეტული ფერით დეტალებზე აქცენტირება, ან მთლიანად სივრცის ამ ტონალობაში გადაწყვეტა.

ზემოთ მოცემული ტენდენციების გათვალისწინება თქვენს ინტერიერს ნამდვილად ახალი შთაბეჭდილებებით, ემოციებითა და სიახლეებით აავსებს,” – ანი მაჭავარიანი

აღსანიშნავია, რომ ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, კომპანია „დემაქს ჯგუფი” საკუთარ მომხმარებელს სადღესასწაულო სიურპრიზს ჰპირდება. თუ თქვენი ოცნება ახალი ბინის, ან საოფისე ფართის შეძენას უკავშირდება, „დემაქსში“ ეს ოცნება ხელშესახები ხდება და 2023 წლის 15 იანვრამდე „დემაქს ვაკესა“ და „დემაქს საბურთალოს“ პროექტებში ნებისმიერი ფართის შეძენისას, მობინადრე საჩუქრად ინტერიერის დიზაინის მომსახურებასა და ჩაშენებულ სამზარეულოს მიიღებს. ხოლო ოფისის შეძენის შემთხვევაში, „დემაქს ონიაშვილისა“ და „დემაქს საბურთალოს“ პროექტებში პირველ ეტაპზე მთლიანი ღირებულების მხოლოდ 10%-ს გადაიხდის, დანარჩენ 90%-ს კი რემონტის დასრულების შემდგომ.

ეს საინტერესო სიახლე შესაძლებლობას იძლევა, 2023 წელი განახლებული გარემოთი და განსხვავებული ინტერიერით დაიწყოთ, რაც თქვენი ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობას სასიკეთოდ წაადგება, აქტუალური ტენდენციების გათვალისწინება კი თქვენს სივრცეს განსაკუთრებულ იერსახეს მიანიჭებს.

[R]

„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ზღაპრული საახალწლო დეკორაცია

Courtyard Residence — მინისა და ბეტონისგან შექმნილი მართკუთხა ორიგამი