in

Courtyard Residence — მინისა და ბეტონისგან შექმნილი მართკუთხა ორიგამი

Alliance Group
Alliance Group

Courtyard Residence, რომელიც მინისა და ბეტონისგან შექმნილ მართკუთხა ორიგამს წააგავს, კრემორნეში, ავსტრალიაში მდებარეობს. FGR Architects-ის პროექტი მშვიდი ექსპრესიის, ამაღლებული გამოცდილებისა და სრულყოფილი ფუნქციის შექმნას ისახავს მიზნად.

ბეტონის გეომეტრია კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს და ეზოში აღმართული კედლების სერია, რომელიც სახლის უმეტეს ნაწილს ფარავს, ქუჩაში გამვლელებში ერთგვარ ინტრიგასა და მოზღვავებულ ინტერესს იწვევს. ამასთან, კედლების განლაგება სახლს ჩრდილითაც უზრუნველყოფს.

ეზოს ყურადღების ცენტრში ექცევა აუზი — წყლის ანარეკლი მქრქალი ბეტონის მონუმენტურ ენერგიასთან საინტერესო კონტრასტს ქმნის.

ინტერიერში გამოყენებული თავშეკავებული მასალების პალიტრა, განსაკუთრებით ხე და ფოლადის ფანჯრები ელეგანტური ატმოსფეროს შექმნასა და ნიუანსების გამოკვეთას უწყობს ხელს.

სახლი გალერეის მსგავს მასშტაბებს სცილდება და ლამაზი პროპორციებით შედგენილ საცხოვრებელი ფართების სერიას წარმოადგენს. მინის გასაგორებელი კარები ინტერიერის გახსნის და ირგვლივ არსებულ გარემოსთან ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

საბოლოო ჯამში, Courtyard Residence გვთავაზობს შთამაგონებელ ატმოსფეროს, რომელიც ოჯახური ცხოვრების კონცეფციას შესანიშნავად ერგება.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები – რჩევები კომპანია „დემაქს ჯგუფისგან“

საახალწლო ფასდაკლება „იდააფ არქიტექტორებისგან“- 10 გამორჩეული დიზაინ ობიექტი სააქციო ფასად