in

არქიტექტორის სახლი ხის ელემენტებით ავსტრალიაში

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, არქიტექტორმა თავისი ხელებით შექმნა. ეს სახლი მდებარეობს ავსტრალიაში და იგი ერთგვარად ხაზს უსვამს ლამაზად დამუშავებული და ხელნაკეთი ავეჯისა და ნივთების ღირებულებას. ხის, როგორც პირველადი მასალისა, და ნეიტრალური ტონების გამოყენებამ, საშუალება მისცა სახლის მფლობელს, ხელოვნების დიდი კოლექცია თამამად გაენაწილებინა სახლში.

მისაღები ოთახი ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი. სივრცეს ავსებს ფერადი ხალიჩა და ხელოვნების ნიმუში. ასევე, მისაღებში ვხვდებით სხვადასხვა, ორიგინალურ დეკორებს, რომლებიც აქაურობას თანამედროვე იერს ანიჭებს.

როგორც ჩანს, სახლის მფლობელისთვის კერამიკული ნივთები დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ამიტომაც მის სამუშაო ოთახში თაროებზე მათ დიდი რაოდენობით ვხვდებით.

სასადილო ოთახშიც, ძირითადდ, ხის ელემენტებს ვხვდებით – ხის სკამები, მაგიდა, თაღი, თაროები.. ერთგვარად სივრცეს ეს ელემენტები სიმყუდროვეს ანიჭებს.

განსხვავებით მთლიანი სახლისგან, აბაზანა უფრო ცივ ფერებშია გაწყობილი. აქ სპეციფიკური კერამიკის ფილებია გამოყენებული, რაც თავისებურ ხასიათს ქმნის ამ ოთახში.

შენობა სამსართულიანია – მის პირველ სართულზე ფარეხი მდებარეობს, მეორეზე და მესამეზე კი საძინებელი, მისაღები, სასადილო სივრცეები და სამუშაო ოთახია განაწილებული.

სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კი ხის კიბეებია – რომლებიც მეორე და მესამე სართულს ერთმანეთთან აკავშირებს.

არქიტექტურული სტუდია: John Wardle Architects

ფოტოგრაფი: Trevor Mein, Sharyn Cairns

რომელია საუკეთესო სართული მრავალბინიან კორპუსში?

ორი ბინისა და რამდენიმე სტილის შერწყმით მიღებული ინტერიერი გამრეკელის ქუჩაზე