in

სახლი თბილი ფერებით – Fox Johnston-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

ამ სტატიაში ავსტრალიაში მდებარე სახლზე უნდა გიამბოთ, რომელსაც საკმაოდ საინტერესო არქიტექტურული იერსახე აქვს. ესაა ვიწრო, თუმცა, საკმაოდ მასშტაბური შენობა, რომელიც,  ორიგინალური ექსტერიერით გამოირჩევა და ამასთანავე ურბანულ კონტექსტში იდეალურად ჯდება.

თავდაპირველად, კლიენტებს სურდათ პატარა, გამორჩეული, მდგრადი სახლი მათთვის და მათი დიდი ძაღლისთვის. არქიტექტორებმა გამოიყენეს ადგილის ტოპოგრაფია სამი განსხვავებული დონის, მასალების მოდულირებისა და ფორმის შესაქმნელად შენობის სიმტკიცის, ხასიათისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. სულ რაღაც 153 კვადრატული მეტრის ფართობზე, მათ შექმნეს 212 კვ.მ ფართობის სახლი, გარშემორტყმული ლანდშაფტური ფართებით. მცირე მიწისქვეშა მონაკვეთი ქმნის მყარ საყრდენს ზედა დონისთვის. იგი მოიცავს კერძო სახლის ოფისსა და სტუმრების მისაღებ ოთახს.

ძირითადი საცხოვრებელი სართული არის სინათლით სავსე. ამ სინათლეს კიდევ უფრო თბილს ხდის სივრცის ინტერიერი, რომლის ძირითად მასალად ხეა გამოყენებული. ინტერიერში ვხვდებით ღია, ნეიტრალურ ფერებსა და ავეჯს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ფორმებზეც – შენობას ორიგიალური, მომრგვალებული ფორმის ფანჯრები აქვს, რაც სივრცეს კიდევ უფრო მყუდროს ხდის.

“ჩვენ ნამდვილად გაგვიკვირდა, თუ როგორ გადაჭრეს არქიტექტორებმა კონფიდენციალურობის საკითხი: დახრილი კედლები ნიშნავს, რომ მეზობელ სახლებს ვერ ხედავთ. აქ ცხოვრება შვებულებაში ყოფნას ჰგავს. ზედა სართულზე ყოფნისას ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, გარეთ ხარ, რადგან ფანჯრებიდან პირდაპირ ხედავ ახლოს მყოფ ხეებს. ხოლო, ზამთრის პერიოდში, თუ მზე ანათებს, შიგნით ნამდვილად ზაფხულია,” – ამბობენ სახლის მესაკუთრეები.

სახლს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მისი ეზო, რომელშიც სამზარეულოდანაა გასასვლელი და რომელიც ოსტატურად უკავშირდება შიდა სივრცეს. სწორედ ამიტომ უჩნდებათ მესაკუთრეებს განცდა, რომ ამ სახლში ყოფნა ბუნებაში ყოფნას ჰგავს.

არქიტექტურული სტუდია: Fox Johnston 

ფოტოგრაფი: Brett Boardman, Dave Wheeler

მეტალის ავეჯი, როგორც ბრენდის იდენტობა – De Castelli-ს ისტორია

ზოლები ინტერიერში – რა უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენების შესახებ