in

სახლი სრულიად ხის ინტერიერით – FMD Architects-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

Ripple House ავსტრალიაში, კერძოდ, მელბურნში მდებარე სახლია. მის ექსტერიერში ყურადღებას იქცევს თეთრი აგურების ფასადი, ინტერიერში კი – ხის სიჭარბე. ობიექტის მთლიანი ფართობი 365 კვ.მ-ია, უშუალოდ შენობას კი 160 კვ.მ უკავია.

სივრცე ოთახებად ბუნებრივადაა დაყოფილი – გამყოფებს ამ შემთხვევაში ხის ბარიერები წარმოადგენს. სახლის ფართობი დიდი ნამდვილად არ არის და, როგორც ჩანს, სივრცის დაზოგვის მიზნით სასადილო და მისაღები ოთახები გაერთიანებულია. რაც შეეხება სამზარეულოს, ის საკმაოდ მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და თეთრადაა მოპირკეთებული.

მთავარ საძინებელს დიდი კარი აქვს, რომლიდანაც აღმოსავლეთით მდებარე ბაღის ხედი მოჩანს. როდესაც ეს კარი დახურულია, მთავარი საძინებელი ხდება მეტად ინტიმური და მყუდრო.

Ripple House შექმნილია მდგრადი მშენებლობის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. ბეტონის ფენა უზრუნველყოფს ეფექტურ თერმულ მასას ჩრდილოეთის მზის ენერგიით. კედლები და ჭერი იზოლირებულია, ხოლო ფანჯრები ორმაგი მინისაა, რაც ეფექტურად აკონტროლებს თერმულ და აკუსტიკურ მუშაობას. სახლის მოპირკეთებისას უპირატესობა მიენიჭა ბუნებრივ და ადგილობრივ მასალებს, როგორებიცაა: ლამინატი, ხე და აგური. ავეჯი ავსტრალიური დიზაინითაა დამზადებული და გაფორმებულია ვინტაჟური ნაჭრებით.

სახლის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს ასევე ტალღოვანი ჭერი, რომელიც შეკრულია ხის ფიცრებით. მსგავსი განლაგების ჭერი განათებას ორიგინალურსა და სასიამოვნოს ხდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახლის მთლიანი ინტერიერი ხის ერთ ფერშია გადაწყვეტილი და აქ  სხვა ფერები მინიმალისტურადაა შერეული.

არქიტექტურული სტუდია: FMD Architects

ფოტოგრაფი: Peter Bennetts

პატარა ბინის მოწყობის 5 მთავარი საიდუმლო

არქიტექტურა როგორც ყველაზე მრავალფეროვანი და ამოუწურავი სფერო – ინტერვიუ თორნიკე დადიანთან