in

როგორ შევქმნათ კომფორტი სამზარეულოში? – საახალწლო საყიდლები VELI.store-სთან ერთად

ახალი წელი სეზონის განსაკუთრებული მოვლენაა, რომლის დროსაც სახლი სასიამოვნო ფუსფუსთა და მღელვარებით ივსება. ამ პერიოდს თან ახლავს სადღესასწაულო შეგრძნებები და მყუდრო ოჯახური თუ ხმაურიანი მეგობრული შეკრებები. შესაბამისად, საახალწლო სამზადისი ზოჯერ ცოტა დამღლელი და ქაოტურიც შეიძლება ოყოს. სწორედ ამიტომ, დიასახლისებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასიამოვნო გარემოს შექმნა, რომლის დახმარებითაც სამზარეულოში ფუსფუსი მხოლოდ დადებით ემოციებთან იქნება დაკავშირებული.

დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ Homeis.ge-ს 10 რჩეულ ნივთს VELI.store-ის შოპინგის ციფრული ველიდან, რომლებიც სამზარეულოში კომფორტული გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

Lodge-ს ქვაბი

Lodge-ს მიერ შემოთავაზებული ქვაბი იძლევა საშუალებას, რომ ის არა მხოლოდ კერძის მოსამზადებლად, არამედ სერვირებისთვისაც გამოვიყენოთ, რადგან მას საკმაოდ დახვეწილი ვიზუალური მხარე აქვს. ქვაბი იდეალურია მარინადის მოსამზადებლად და აუცილებლად დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ ხორცის წინასწარ გამზადებასა და დამარინადებას გადაწყვეტთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

joseph joseph – ის კონტეინერი

ეს ნივთი დაგეხმარებათ კერძების ორგანიზებაში, შენახვასა და განაწილებაში. კონტეინერი მზადდება მდგრადი მინისგან, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მისი საყინულეში, მიკროტალღურ ღუმელში და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება. ხოლო სპეციალური დიზაინი საშუალებას მოგცემთ ცარიელი კონტეინერები ერთმანეთში მოათავსოთ და სამზარეულოში სივრცე დაზოგოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Ariete -ს აეროგრილი

აეროგრილს შეუძლია თქვენი საყვარელი კერძების უმოკლეს დროში მომზადება, დამატებით კი ის აშრობს ცხიმს და საკვებს უფრო ჯანსაღს ხდის ისე, რომ გემოვნურ თვისებებს არ აკარგვინებს. აეროგრილის ტემპერატურის კონტროლი თავადვე შეგიძლიათ მასზე მოთავსებული სენსორული ეკრანის დახმარებით, შედეგად კი იდეალურ სადღესასწაულო კერძს მიიღებთ, რომლის მომზადებაზეც ძალისხმევას საგრძნობლად დაზოგავთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Patisse – ს საცხობი ფორმა

Patisse-ს პროდუქცია დაგეხმარებათ სადღესასწაულო ორცხობილების, კექსებისა და სხვა ტკბილეულის მომზადებაში, რომლებიც თქვენს საახალწლო სუფრას განსაკუთრებით დაამშვენებენ. კოლექციაში იპოვით საშობაო პუდინგის ფორმასაც, რომელიც საახალწლო დესერტებს შორის დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სამზარეულოს ტექსტილი

Mica Decorations-ის მაგიდის გადასაფარებელი თქვენს საახალწლო სუფრაზე მყუდროებას შემოიტანს. ქსოვილი ბამბის რბილი მასალისგანაა დამზადებული და გამოირჩევა სადა, დახვეწილი დიზაინით, რომელიც ელეგანტური შტრიხი იქნება ნებისმიერი სახის ინტერიერისთვის. შეგიძლიათ შეუხამოთ კონტრასტული ფერის ჭურჭელი და სადღესასწაულო დეკორაციები.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რანერი

საუცხოო და დახვეწილი დიზაინის წყალობით, Koopmanის რანერი სახლში სადღესასწაულო განწყობას უფრო აამაღლებს. შეარჩიეთ ისეთი ფერის რანერი, რომელიც სუფრასთან კონტრასტს შექმნის, რის ხარჯზეც თქვენი ჭურჭელი, კერძები თუ დეკორაციები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

დესერტის თეფში

გამორჩეული დიზაინის წყალობით, Yamazaki-ს დესერტისთვის განკუთვნილი თეფში სუფრას ელეგანტურ ელფერს შემატებს. ეს ნივთი გამოირჩევა მისი ფუნქციური თვისებებით, ტევადობითა და ვიზუალით, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. თეფშს აქვს მინიმალისტური დიზაინი და ის ნებისმიერი სტილის დეკორს იდეალურად ეხამება.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

დანა-ჩანგლის ნაკრები

Karaca-ს დანა- ჩანგლის ნაკრები გამოირჩევა როგორც მისი გარეგნობით, ასევე მაღალი ხარისხითა და ფუნქციური თვისებებითაც. გამორჩეული ვიზუალის წყალობით, ერგება ყველა სახის სუფრას და ქმნის დახვეწილ და მდიდრულ ხასიათს, რომლებიც კერძებს კიდევ უფრო ამშვენებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

თეფშების ნაკრები

Karaca-ს თეფშების ნაკრები განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევა. თეფშებზე გამოსახული ორნამენტები ქმნიან დახვეწილ, სადღესასწაულო გარემოსა და ხასიათს. ამას გარდა, Keraca პროდუქტის შესაქმნელად ნამდვილი მარგალიტის მასალას იყენებს, რომელიც ერთი მხრივ, მდიდრულ და დახვეწილ ხასიათს ატარებს, მეორე მხრივ კი აქვს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ჭიქების ნაკრები

Karaca-ს პლატინის ჭიქების ნაკრებს სუფრაზე კლასიკური სტილის ელემენტები შემოაქვს. ჭიქები განკუთვნილია გამაგრილებელი სასმელებისთვის, თუმცა მათი გამოყენება ღვინის ან ცქრიალა ღვინისთვსაც შეგიძლიათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

1913 წელს აშენებული სახლი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე — თათული ფარქოსაძის ინტერიერი

როგორ დავუბრუნოთ რეცხვის შედეგად დაპატარავებულ ქსოვილს პირვანდელი ზომა? – 5 მარტივი რჩევა