in

11 ადგილი თბილისში, სადაც სამზარეულოს ონკანს შეიძენთ

ონკანებს, ნიჟარებსა და მილსადენებს სამზარეულოში დიდი ფუნქციური მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც აუცილებელია, ხარისხიანი და მდგრადი პროდუქტი შეარჩიოთ, რომელიც მარტივად არ დაზიანდება და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. ამასთან ერთად, სასურველია, მისი იერსახეც დახვეწილი იყოს, რათა სამზარეულოში მიმზიდველი ინტერიერი შექმნათ. დღევანდელ სტატიაში იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც მრავალფეროვანი ონკანების შეძენას შეძლებთ.

1. იდეალი 

იდეალი“ ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ამ სივრცეში განსხვავებული დიზაინისა და ფასის უამრავი მოდელი დაგხვდებათ, რომელთა დახმარებით სამზარეულოს ახალ იერსახეს შესძენთ.

2. Teka 

თუ გსურთ, სამზარეულო თანამედროვე, უახლესი მოდელებით აღჭურვოთ, „Teka“-ს შოურუმს უნდა ეწვიოთ, სადაც თქვენთვის სასურველ, ხარისხიან შემრევ ონკანებს შეიძენთ.

3. ნოვა 

ნოვა“ ერთგულ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს, რომელიც დაგეხმარებათ, სახლი ხარისხიანი აქსესუარებით აღჭურვოთ და ინტერიერში საინტერესო აქცენტები შეიტანოთ.

4. Roxy Georgia

თანამედროვე მოდელებს გთავაზობთ „Roxy Georgia“-ც, რომელიც, გარდა იმისა, რომ პრაქტიკული სივრცის მოწყობაში დაგეხმარებათ, ინტერიერს მეტ მიმზიდველობასაც შესძენს.

5. VitrA Georgia 

ბრენდულ პროდუქციას გთავაზობთ „VitrA Georgia“-ს შოურუმი. აქ წარმოდგენილი ხარისხიანი პროდუქტები დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ და თქვენს სამზარეულოს ბევრად უფრო მომხიბვლელს გახდის.

6. აქვარუმი

აქვარუმი“ ცნობილი ბრენდის, „Grohe“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თუ განსხვავებული დიზაინის ხარისხიანი პროდუქციის შერჩევა გსურთ, „აქვარუმს“ უნდა ესტუმროთ.

7. გალერეა დემასი 

ნაზ, დახვეწილ მოდელებს გთავაზობთ „გალერეა დემასი“, რომელიც მუდმივად ზრუნავს კოლექციის განახლებასა და პროდუქციის მრავალფეროვნებაზე.

8. Bricorama

Bricorama“ მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, მათ შორის, ონკანების საინტერესო მოდელებსაც, რომლებიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ.

9. Mihouse 

„Mihouse“-ი სამზარეულოს განახლებაში დაგეხმარებათ და თქვენს ინტერიერს მეტ მიმზიდველობას შესძენს. ამიტომ, თუ ახალი ონკანის ყიდვას გადაწყვეტთ, ეს ადგილი არ უნდა გამოგრჩეთ.

10. გორგია 

გორგიაში“ შეძლებთ, სასურველ ფასად ონკანების მრავალფეროვანი მოდელები შეიძინოთ და სამზარეულოსაც ახალი ელფერი მიანიჭოთ.

11. დომინო

რემონტის პროცესში გირჩევთ, „დომინოს“ შოურუმიც მოინახულოთ და სახლი ახალი, საინტერესო და ხარისხიანი აქსესუარებით მოაწყოთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სკანდინავიური ბინა შიშველი აგურის კედლებითა და ფერადი აქცენტებით

იატაკის მოხვეწა – რა ღირს ეს მომსახურება საქართველოში?