in

რა უნდა გავითვალისწინოთ ორგანიზებული, ფუნქციონალური სამზარეულოს შესაქმნელად

სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია ნებისმიერ სახლში. ამ სივრცეში ჩვენ ყოველდღიურად საათობით დროს ვატარებთ საკუთარი თავისა თუ საყვარელი ადამიანებისთვის კერძის მოსამზადებლად. შესაბამისად, სამზარეულოს დაგეგმარებისას მნიშვნელოვანია, ბევრი ვიფიქროთ ჩვენთვის კომფორტული სივრცის შესაქმნელად.

სამზარეულოს განახლებისას ეჭვგარეშეა, რომ ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ესთეტიკას, ვინაიდან, სწორედ ვიზუალური მხარე მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და დიდწილად ამარტივებს აქ გატარებულ დამღლელ დროს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, დიზაინის შექმნის პროცესში აუცილებელია ფუნქციონალურობაც არ დაგვავიწყდეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად გამოიყურება სამზარეულო თუ ის არ არის იმდენადვე ორგანიზებული და ფუნქციონალური, რომ საქმიანობა გაამარტივოს.

ფუნქციონალური სამზარეულო მაქსიმალურად უნდა იყოს თქვენსა და თქვენს საჭიროებებზე მორგებული. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ქმნის მთლიან სამზარეულოს, შესაბამისად — რისი გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ფუნქციონალური და ეფექტური სივრცის შესაქმნელად.

კომპანია „ელთიბის“ განახლებულ შოურუმში მომხმარებლები სამზარეულოს სწორედ იმ მაკომპლექტებელ დეტალებს იხილავენ, რაც სივრცეს გაცილებით უფრო ფუნქციონალურს, მოსავლელად მარტივს, ორგანიზებულს და ესთეტიკურს გახდის. სამზარეულოს კომპონენტები, რომლებიც მომხმარებლებს შოურუმში დახვდებათ, ისეთი მსოფლიო მასშტაბის ბრენდების სახითაა წარმოდგენილი, როგორებიცაა: Elleci, INOXA, VIBO, ARTINOX და NOBILI. ბლოგში ვისაუბრებთ აღნიშნული ბრენდების მექანიზმებსა თუ აქსესუარებზე, რომლებიც ესთეტიკურ ფუნქციონალურობას შემოიტანს თქვენს სამზარეულოში.

სამზარეულოს ნიჟარა

სამზარეულოს დაგეგმარებისას ან განახლებისას, შესაძლოა, ნიჟარა არ იყოს პირველი, რასაც ყურადღებას დაუთმობთ. მიუხედავად ამისა, ნიჟარა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან, სამზარეულოში ყოფნის უდიდეს ნაწილს სწორედ მასთან ვატარებთ. ამიტომ, გარდა ზომების გათვალისწინებისა, ისეთ მნიშვნელოვან დეტალებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორიცაა მასალა, ზედაპირი და ვიზუალური ესთეტიკა.

გამომდინარე იქიდან, რომ საკვების ინგრედიენტებს ხშირად ნიჟარაში ვაწყობთ გასარეცხად, მნიშვნელოვანია, მასალა, რომლისგანაც კომპონენტია დამზადებული იყოს საკვებისათვის უსაფრთხო, არ ჰქონდეს ფორები, სადაც საკვების ნარჩენები მოგროვდება, ამასთან, იყოს გამძლე და  ამარტივებდეს საქმიანობას სამზარეულოში.

ELLECI-ის სამზარეულოს ნიჟარები, რომლებიც მრავალ ჯილდოს ფლობს დიზაინის კუთხით და  „ელთიბის“ შოურუმშია წარმოდგენილი, სწორედ იმ მახასიათებლების მატარებელია, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. პრაქტიკული, ესთეტიკური ნიჟარები ორი, უნიკალური, ულტრაკომპაქტური მასალითაა დამზადებული:

  • Keratek Plus-ის მოდელები შექმნილია მოწინავე ნანოტექნოლოგიების გამოყენებით. შეიცავს კვარცს, კერამიკულ ნაწილაკებს და აკრილის ინოვაციური ფისების ნაზავს. ნულოვანი ფოროვანი ზედაპირის დახმარებით, აღნიშნული მასალით შექმნილი ნიჟარები მაქსიმალურ ჰიგიენას და გასაოცარ მედეგობას უზრუნველყოფს.
  • Granitek-ის ევოლუციური მასალა კი ზედაპირს ვიზუალურ ტექსტურას ანიჭებს და შეხებისას, ბუნებრივი ქვის ეფექტს ტოვებს, რასაც ფერების სიმრავლეც აძლიერებს. მასალა კვარცის საუკეთესო ტექნიკურ თვისებებს ავლენს, რაც ტემპერატურისა და ძლიერი დარტყმების მიმართ მედეგობას გულისხმობს.

ELLECI-ის ასორტიმენტში წარმოდგენილია ნიჟარების აქსესუარები: საჭრელი დაფები და საწურები, რაც ინგრედიენტების მომზადების პროცესს გაცილებით უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის მომხმარებლისთვის.

სამზარეულო სხვადასხვა ფუნქციურ არედაა დაყოფილი, მაგალითად: სახარჯო და არასახარჯო პროდუქციის სათავსოები, მზადებისა და დასუფთავების სივრცეები. ჭკვიანურად განლაგებული არეები უზრუნველყოფს ყოველი მოქმედების სიმარტივეს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მზადების არე არის სამზარეულოს ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის გარეშეც ამ სივრცეს მთლიანად შეეცვლებოდა კონცეფცია. თანამედროვე პროდუქციით ბრენდები ცდილობენ გაცილებით უფრო იოლი გახდეს კერძის მომზადების პროცესი, ამის ერთ-ერთი მაგალითია ARTINOX-ის სავაჭრო ნიშნით წარმოდგენილი ნიჟარების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. ეკომეგობრული ნიჟარები მზადდება პირველი კლასის უჟანგავი ფოლადისაგან, რაც 100%-ით გადამუშავებადი მასალაა.

დიზაინი, გამძლეობა, სიმარტივე, ფუნქციონალურობა — ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც  ARTINOX-ის ხელნაკეთ ნიჟარებს აქვს. გარდა იმისა, რომ მომრგვალებული R10 კიდეებით, სამონტაჟო სამაგრებითა და ხმის ჩამხშობი შუასადებით ნიჟარები სრულ კომფორტს ქმნის სამზარეულოში, ელეგანტური სატინისფერი დაფარვით ნებისმიერ სტილს უხდება.

ARTINOX-ის ნიჟარების მთელი ხიბლი მის კონცეფციაშია — თითოეული ნიჟარისათვის განკუთვნილი აქსესუარები თავად ნიჟარას აქცევს სამუშაო ზონად, სადაც მომხმარებელს ინგრედიენტების მომზადების შესაძლებლობა ეძლევა, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ აიოლებს სამზარეულოს მოწესრიგებას. ნებისმიერი მოდელისთვის მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მთელი რიგი აქსესუარებისა, რომლებიც ზუსტად ერგება ნიჟარაზე არსებულ შვერილებს და რბილად, ძალდაუტანებლად მოძრაობს.  შოურუმში მომხმარებელი იხილავს სხვადასხვა აქსესუარს:

  • საჭრელი დაფა;
  • საწური;
  • მეტალის კონტეინერების ნაკრები;
  • სახეხების ნაკრები.

შემრევი

სამზარეულოს ახალი დიზაინის შექმნისას, ძალიან მარტივია უგულებელვყოთ პატარა დეტალები, მაგალითად, როგორიცაა შემრევი. სინამდვილეში შემრევების ძალიან დიდი არჩევანი არსებობს, რომელიც განსხვავდება სტილისტურად და ფუნქციონალურად.

სამზარეულოს შემრევებსა და ტექნოლოგიას, ჩვეულებრივ, არავინ ვაკავშირებთ ერთმანეთთან. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ჩვენგანს სურს ნაკლები ძალისხმევა დაგვჭირდეს სამზარეულოს დასუფთავებისას. შემრევების შერჩევისას, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ ჩვენი სამზარეულოს სტილზე: ტრადიციულია თუ თანამედროვე, რომ ამ პატარა დეტალმა დისონანსი არ გამოიწვიოს. სიმარტივე, ესთეტიკა და პრაქტიკულობა განსაზღვრავს „ელთიბი“-ში წარმოდგენილი მსოფლიო მასშტაბის ბრენდის — NOBILI-ის, მთელ ასორტიმენტს, რომელშიც წარმოდგენილია სხვადასხვა სტილის შემრევები, რომელთაგან თითოეული მოდელი ფუნქციონალური ეფექტურობის გამოხატულებაა, შესაბამისად აერთიანებს ესთეტიკასა და კომფორტს. ამასთან, თითოეულ მოდელს წყლის ეკონომიისთვის აქვს ორსაფეხურიანი კარტრიჯი და 360°-იანი მობრუნება. „ელთიბის“ შოურუმებში წარმოდგენილია NOBILI-ის შემრევების რამდენიმე მოდელი:

  • LEVANTE და MOVE — მოდელებს ახასიათებს კარგად გამოკვეთილი წყლის ჭავლი, რომელიც მარტივად და რბილად იმართება ბერკეტით, გამოირჩევა უჟანგავი ფოლადის მოქნილი მილით, რომლის დახმარებითაც, შემრევი 360°-ით მოძრაობს და ამასთან, ნიჟარის ნებისმიერ წერტილს უპრობლემოდ სწვდება. შემრევებს ორი სხვადასხვა ტიპის თავი აქვს, რომელიც მაგნიტური საყრდენითაა დამაგრებული კორპუსზე.
  • LAMP — სცენის უდავო ვარსკვლავი, მოდელის ინოვაციური შავი რეზინის მილი უზრუნველყოფს შეუფერხებელ მოძრაობას. შემრევის თავი კორპუსზე პატარა მაგნიტით მაგრდება, რის გამოც, შემრევი განსხვავებული სტილით გამოირჩევა. მოდელს რეგულირებადი, ორნაკადიანი შხაპი აქვს, რაც თავზე არსებული ღილაკით ირთვება.
  • CHARLI და ANTICA — ვინტაჟური სტილის შემრევები, რომლებიც სიძველის, დახვეწილობისა და პრაქტიკულობის ნაზავს წარმოადგენს.

სათავსო მექანიზმები

პატარა თუ დიდი ბინების მფლობელებისათვის სამზარეულოში სათავსო სივრცეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ ოთახში საკმარისი სათავსო სივრცის არ არსებობა მუდმივად წარმოქმნის სირთულეებს ჭურჭლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა თუ ინგრედიენტების განთავსებისას. სამზარეულოს თანამედროვე მოთხოვნები დიდწილად განსაზღვრავს კომპონენტების განვითარების სტატისტიკას.

განვითარებისა და მაქსიმალურად პრაქტიკული, ტევადი სათავსოების დიზაინის შექმნის ტენდენციამ გამოიწვია კუთხის სათავსოების მექანიზმების გაჩენაც.

რა არის კუთხის სათავსო?

სამზარეულოს სათავსოების განლაგებას სხვადასხვა ფორმა აქვს, მაგალითად: ერთმწკრივიანი, სამზარეულო გალერეა, L – ფორმის ან U – ფორმის სამზარეულოები. აქედან L და U – ფორმის სამზარეულოებში სათავსოები ქმნის კუთხეს, რომელიც შესაბამისი მექანიზმების გარეშე ან უფუნქციოა ან დატვირთულია ისეთი ნივთებით, რომლებსაც ხშირად არ ვიყენებთ. კუთხის სათავსოს მექანიზმები გვეხმარება ასეთი სათავსო უფრო პრაქტიკული და ფუნქციონალური გავხადოთ. „ელთიბი“-ში წარმოდგენილია პრემიუმ კლასის ბრენდების — VIBO-სა და INOXA-ს ორი ტიპის კუთხის მექანიზმი. პირველი ლობიოს მარცვლის ფორმის ორსართულიან სათავსოს გულისხმობს, რომელიც მთლიანად გამოდის გარეთ, შესაბამისად მასში განსათავსებელი ნივთები ხილვადი და მარტივად ხელმისაწვდომია. მეორე ტიპის მექანიზმზე დამონტაჟებულია ოთხი უჯრა, რომელიც მიმმართველის დახმარებით გამოდის სათავსოდან და გთავაზობთ ანალოგიურ კომფორტს.

სახარჯო თუ არასახარჯო საქონლის განსათავსებლად ზემოთ აღნიშნული ბრენდები გვთავაზობენ გამოსაგორებელ სათავსოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მარტივ ხელმისაწვდომობასა და ხილვადობას. აღნიშნული სათავსოები სხვადასხვა ზომაშია წარმოდგენილი, მაგალითად: მაღალი სართულებიანი გამოსაგორებელი სათავსოები, რომლებიც საკმაოდ დიდ სათავსო ადგილს იძლევა. გარდა ამისა, შოურუმში მომხმარებელი იხილავს ვიწრო, დაბალი ღიობის მექანიზმებს, რომლებიც ხშირად, განთავსებულია ღუმელთან ან ქურასთან, ვინაიდან პატარა სიგანის გამო, სათავსოები ძირითადად ბოთლებითაა დატვირთული, ამ შემთხვევაში, მზადების პროცესში ხელთან ახლოს გექნებათ ზეთი, სოუსები და სხვა ინგრედიენტები. ასევე მათ, ვისაც სარეცხის მანქანა სამზარეულოში აქვთ განთავსებული, შეუძლიათ იხილონ INOXA-ს კალათა თავისი სადგამით.

ამრიგად, პრემიუმ კლასის ბრენდების VIBO-სა და INOXA-ს პროდუქცია გთავაზობთ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს და ტევად, ფუნქციურ სათავსოებს სამზარეულოში.

სამზარეულოს ზედაპირის აქსესუარები

დიდუბის ფილიალის განახლებულ შოურუმში კომპანია „ელთიბი“ გვთავაზობს სამზარეულოს ზედაპირის აქსესუარებსაც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ნიჟარასთანაა დამონტაჟებული. პროდუქცია გულისხმობს ზედაპირში ჩასმულ ბუდეს, სადაც საჭიროებისამებრ განთავსდება აქსესუარები. აღნიშნული სისტემა არის ელეგანტური და ინოვაციური პროდუქტი, რომელიც პრაქტიკულ, პერსონალიზებულ გადაწყვეტილებებს შემოიტანს სამზარეულოში.  აღსანიშნავია, რომ ზედაპირში დამონტაჟებული ბუდის დაკომპლექტება ინდივიდუალურადაა შესაძლებელი. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, დატვირთოს ბუდე თავისთვის საჭირო და პრაქტიკული აქსესუარებით, როგორებიცაა: ფოლგის შესანახი, კოვზებისა და ჩანგლების სათავსო, სასწორი, როზეტი, ტელეფონის ინდუქციური, უკონტაქტო დამტენი, დანების სათავსო, მცენარეების ქოთანი, სარეცხი საშუალებების სათავსო, საწური, შემრევის ძირი, თარო განათებით. კოლექცია მომხმარებელს გაუმარტივებს სამზარეულოს საქმიანობას, ვინაიდან, ყველაფრის ორგანიზებულად, ხელთან ახლოს განთავსებაა შესაძლებელი.

ამრიგად, სამზარეულოს განახლებისას საკმაოდ ბევრი დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი. ზემოთ ჩამოთვლილი მაკომპლექტებლები, თითქოს, ის წვრილმანი დეტალებია, რომლებზეც სამზარეულოს რემონტის რთული პროცესისას ყურადღების გამახვილება არც ღირს, თუმცა სინამდვილეში, ის კომპონენტებია, რომლებიც წარმოუდგენელ კომფორტს შემოიტანს სამზარეულოში და გაამარტივებს იმ დამღლელ საათებს, რასაც ამ სივრცეში ვატარებთ.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი სწორად ინტერიერის მოწყობისას – Spott Studio-ს გიდი

რატომ აკლია ინტერიერს ინდივიდუალიზმი და როგორ გამოვასწოროთ ეს პრობლემა?