in

Blum-ის ფურნიტურა — როგორ შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული სივრცე?

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით მსოფლიო მასშტაბით მომხმარებელთა საყვარელი ბრენდის — Blum-ის პროდუქციის შესახებ, რომელიც ნებისმიერ სივრცეს გაცილებით უფრო ფუნქციონალურს, მარტივად გამოსაყენებელს, კომფორტულს, ტევადსა და ესთეტიკურს ხდის.

ავსტრიული ბრენდი – Blum ავეჯის ფურნიტურის მწარმოებელი წამყვანი ბრენდია მსოფლიოს მასშტაბით. 1952 წელს ავსტრიელი მჭედლის, იულიუს ბლუმის მიერ დაარსებული ნალის ყაირების დამამზადებელი საწარმო დღეს პრემიუმ კლასის ასახდელ მექანიზმებს, ანჯამებს, სამზარეულოს აქსესუარებს, მიმმართველებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს. Blum-ის ყველა კომპონენტი შექმნილია მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სწორედ ამიტომ, ხელს უწყობს ავეჯის გამოყენების გამოცდილების მოდერნიზებას.

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ფურნიტურა მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად?!

მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ხარისხი — იმის ცოდნა, რომ თქვენი შეძენილი ავეჯის საექსპლუატაციო ვადა ხანგრძლივია და უახლოეს მომავალში აღარ იქნება საჭიროება, თავიდან გაიაროთ ავეჯის არჩევის, დაგეგმარებისა და აწყობის ძალიან დამღლელი პროცესი.

Blum-ის ხარისხის მაღალი სტანდარტები ეფუძნება მრავალწლიანი პრაქტიკული დაკვირვებით მიღებულ შედეგებს. გარდა იმისა, რომ ფურნიტურა ევროპული სტანდარტების შესაბამისობის დასადასტურებლად გადის სხვადასხვა ოფიციალურ ტესტირებებს, ბრენდი თავადაც ატარებს პროდუქციაზე შიდა კვლევებს, რაც გაღება-დახურვის ციკლსაც მოიაზრებს — მექანიზმები დღეში 80-ზე მეტჯერ იღება-იხურება და მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, იხვეწება ფურნიტურა. შედეგად, Blum-ი ბაზარზე პრემიუმ კლასის ბრენდის სახელითაა დამკვიდრებული.

Blum-ი მსოფლიოს მასშტაბით 2100-ზე მეტი პატენტის მფლობელია. ყოველი სისტემის დასამზადებლად საჭირო მასალები (პლასტმასა, ფოლადი და ა.შ.) გადის შესაბამის შემოწმებას (დაახ. 26 000 ტიპის კონტროლი), რაც სხვადასხვა კლიმატურ პირობებში პროდუქციის დატესტვას მოიცავს.

გარდა ამისა, სრული კომფორტისათვის გასათვალისწინებელია სხვა თავისებურებებიც, მაგალითად: ავეჯი, რომელიც ყოველდღიური გამოყენებისთვისაა შექმნილი, არა მხოლოდ ლამაზი, არამედ პრაქტიკულიც უნდა იყოს, რაც უშუალოდ ფურნიტურაზეა დამოკიდებული. ბრენდი წლების განმავლობაში მუდმივად აანალიზებს ავეჯის მომხმარებელთა საჭიროებებს და ეძებს ახალ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაამარტივებს ყოველდღიურ საქმიანობებს, ასე რომ, Blum-ის ფურნიტურით დაკომპლექტებულ ავეჯს შემდეგი მახასიათებლები აქვს: ეფექტიანი სამუშაო პროცესი, სივრცის ოპტიმალური გამოყენების ხელშეწყობა, ფასადის დახვეწილი, ელეგანტური, უხმაურო მოძრაობა და დიზაინის თავისუფლება.

ახლა განვიხილოთ ბრენდის პროდუქციის ხაზები, რომლებიც ხელს უწყობს სივრცის მოწყობის გამოცდილების მოდერნიზებას.

ასახდელი მექანიზმები — AVENTOS

Blum-ს ასახდელი მექანიზმების პროდუქციის ხაზი აქვს, რომელსაც AVENTOS-ი ეწოდება და მოიცავს რამდენიმე მექანიზმს, რომლებიც ერთმანეთისაგან ზომით, ფასადის მახასიათებლებით, სიმძლავრით, გაღების ტიპითა და სხვა მახასიათებლებით განსხვავდება.

AVENTOS-ის მექანიზმებს ფუნქციონალურობა და ესთეტიკური ვიზუალი ერთდროულად ახასიათებს. მექანიზმებისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ საფარი, რომელიც იდეალურად ერწყმის საკარკასე მასალას. AVENTOS-ის სისტემები შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებელმა სათავსოები მაქსიმალურად უხმაუროდ, სწრაფად და მარტივად გამოიყენოს.

AVENTOS-ის ყველა მოდელს ფასადის სასურველ დონეზე ფიქსაციის ინტეგრირებული ფუნქცია აქვს, რაც ხელს უშლის ფასადის ჭერთან შეჯახებას. ამასთან, შეგიძლიათ ნებისმიერ, თქვენთვის ხელსაყრელ პოზიციაზე ახადოთ ფასადი.

ინტერიერის დიზაინერები პრაქტიკულობის, ფუნქციონალურობისა და ვიზუალური ესთეტიკურობის გამო, მუდმივად ირჩევენ Blum-ის AVENTOS-ის ასახდელ მექანიზმებს:

„ინტერიერის დიზაინის სამყაროში, სადაც პროფესიონალები სულ უფრო ხშირად ეძებენ ფუნქციონალურ და მიმზიდველ გადაწყვეტილებებს, Blum-ის AVENTOS-ის ასორტიმენტი წარმოადგენს კარგ არჩევანს ორივე მიზნის მისაღწევად“, – ანდრეა ფედერიჩი, დიზაინერი, იტალია.

Blum-ის სხვადასხვა ასახდელი მექანიზმი განსხვავებულ უპირატესობებს გთავაზობთ, მაგალითად: AVENTOS HK-S-ის, HK-XS-ისა და HK top-ის დახმარებით, შეგიძლიათ სათავსოები სრულ სიმაღლეზე, იატაკიდან ჭერამდე განათავსოთ და შექმნათ დამატებითი სივრცე ნივთების შესანახად, რაც დიზაინის უსაზღვრო თავისუფლებას იძლევა.

საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო, ყოველთვის ვცდილობთ, არსებული სივრცე მაქსიმალურად კრეატიულად გამოვიყენოთ. ხშირად, საკმარისი ადგილი არ გვაქვს იმისათვის, რომ სახლში საოფისე ოთახი გამოვყოთ კომფორტული მუშაობისთვის, თუმცა Blum-ი აქაც გვთავაზობს გამოსავალს — შეგვიძლია, AVENTOS HL-ით აღჭურვილ სათავსოში განვათავსოთ ლეპტოპი, საწერი აღჭურვილობა, მუშაობის დასრულების შემდეგ უბრალოდ დავხუროთ და დავუბრუნოთ ოთახს ჩვეული მყუდროება.

უნიფიცირებული დიზაინი იძლევა სიმარტივის განცდას და მარტივად მიღწევადია, თუმცა სხვადასხვა ტიპის დეტალების, ფინიშებისა და ფერების შერწყმა დიზაინის გამორჩეულ მოდელს ქმნის. AVENTOS HF-ის გამოყენებით,  ორი სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული ფასადის ერთმანეთთან დაკავშირება შეგვიძლია, რის შედეგადაც, ინდივიდუალისტური, სასურველი დიზაინის შექმნა გაცილებით უფრო მარტივი ხდება.

მექანიზმების განსაკუთრებული პრაქტიკულობა, გარდა იმისა, რომ გამოირჩევა მედეგობით, იმაში ვლინდება, რომ მომხმარებელს უმარტივებს სათავსოების შიგთავსზე წვდომასა და ნივთების გადაადგილებას. AVENTOS-ის სისტემების გამოყენების უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ მზადებისას მომხმარებელს შეუძლია ფასადები დატოვოს გაღებული, რადგან არ ზღუდავს სივრცეს, არ უშლის ხელს მოძრაობაში, შესაბამისად, არ ქმნის დისკომფორტს.

Blum-ის ასახდელი მექანიზმები დიდი ფასადების დამონტაჟების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ, ხშირად გამოიყენება, როგორც ნივთების დასამალად, მაგალითად: სამზარეულოს ტექნიკის განსათავსებლად აღნიშნული მექანიზმების მქონე სათავსოებში; ასევე ვიტრაჟული ტიპის სათავსოებისთვის, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთებია შენახული, მაგალითად: მუსიკალური ინსტრუმენტები.

ანჯამები 

ბრენდის პროდუქციაში აღმოვაჩენთ ფასადის სტანდარტული გაღების სისტემებსაც. ბლუმის ანჯამები ფასადებს სრულიად უხმაუროდ, ძალდაუტანებლად აღებს და ხურავს.

Blum-ის ანჯამების მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი გამოყენებისა თუ მასალისათვის შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი მექანიზმი. არ აქვს მნიშვნელობა, რისგანაა სათავსოს ფასადი დამზადებული: მინა, ალუმინის პროფილები, მერქანბურბუშელოვანი (ე.წ. დსპ) თუ მერქანბოჭკოვანი (ე.წ. მდფ) ფილები, Blum-ის ანჯამები ნებისმიერი მათგანისთვის გთავაზობთ გამოსავალს.

გარდა ამისა, Blum-ის ასორტიმენტში იხილავთ სხვადასხვა ტიპის მონტაჟისათვის შექმნილ ანჯამებსაც. მაგალითად:

  • სწორი ანჯამა გამოიყენება მაშინ, როცა ფასადი გვერდს ფარავს ბოლომდე;
  • ნახევრადკუზიანი — საერთო ტიხარზე ორი ფასადის მონტაჟის შემთხვევაში;
  • ღრმა კუზიანი (სუპერ კუზიანი) — უზრუნველყოფს კარის დამონტაჟებას ისე, რომ ფასადი მოექცეს გვერდებს შორის (მიიღოს ჩარჩოსებური ფორმა), ასევე წარმოდგენილია +90°-იანი, +45°-იანი, +30°-იანი, +15°-იანი, -45°-იანი, -30°-იანი და -15°-იანი ანჯამებიც.

155°-იანი გაღების ანჯამებით კი შეგიძლიათ, სათავსოში თაროების ნაცვლად განათავსოთ უჯრები, რაც უფრო მკაფიო ხილვადობასა და ნივთებზე მარტივ წვდომას მოგცემთ.

გაღებისა და დახურვის სისტემები 

ბრენდი დინამიკურად ვითარდება, მუდმივად შეისწავლის ფურნიტურის მომხმარებელთა ქცევებს ბაზარზე და ცდილობს, კვლევებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განავითაროს საკუთარი წარმოება და მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შესთავაზოს. გაღებისა და დახურვის სისტემებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

Blum-ს გაღებისა და დახურვის მექანიკური თუ ელექტრო სისტემები აქვს:

  • SERVO-DRIVE — გაღებისა და დახურვის ელექტრო სისტემა, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელია სათავსოების თითის ერთი დაჭერით გაღება და სათავსოზე არსებულ ღილაკზე დაჭერით დახურვა;
  • TIP-ON — გამომგდები, რომელიც ფასადებსა და უჯრებს ერთი შეხებით აღებს;
  • BLUMOTION — რბილი დახურვის მექანიზმი, რომელიც ფასადებისა და უჯრების მარტივი, ძალდაუტანებელი დახურვის გარანტია;
  • TIP-ON BLUMOTION — ეს ინოვაციური ტექნოლოგია აერთიანებს უჯრების მექანიკურ გაღებას ერთი შეხებით, ხოლო BLUMOTION-ის დახმარებით, მათ რბილ, უხმაურო დახურვას.

უჯრის სისტემები

განვიხილოთ Blum-ის უჯრის სისტემები, რომლებიც გვეხმარება სამზარეულოსა თუ სხვა ოთახებში შევქმნათ ტევადი სათავსო სივრცე. აღნიშნულ მექანიზმებს გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ უჯრებს. უჯრების მთავარი მიზანია, სივრცეში შეიტანოს ერგონომიკა, ეს უჯრები არ ზღუდავს ფასადის სიმაღლესა და სიღრმეს.

Blum-ს უჯრების სამი ხაზი აქვს: LEGRABOX, MERIVOBOX, TANDEMBOX. სამივე განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა ყველა მოდელს აქვს საერთო მახასიათებლები: დახვეწილი, ელეგანტური დიზაინი, სრულყოფილი ფუნქციონირება და ფერების არჩევანი. პროდუქციის მინიმალისტური დიზაინი მკაფიო ხაზებსა და გლუვ ფერთა სქემას ეფუძნება. სწორედ ამ მინიმალიზმის დახმარებით, უჯრის სისტემის გამოყენება ნებისმიერი სტილის სივრცეშია შესაძლებელი.

Blum-ის უჯრის მექანიზმების პრაქტიკულობა აპრობირებული და მრავალგზის გამოცდილი მიმმართველების დამსახურებაა. ბუმბულივით მსუბუქი, სრიალა ზედაპირი ათწლეულების განმავლობაში ხიბლავს მომხმარებელს, ვინაიდან, გარდა უჯრის შიდა სივრცისა და შესაძლებლობებისა, გაღება-დახურვის პროცესიც მარტივი და ძალდაუტანებელია. ბრენდი ბევრს მუშაობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მარტივად გამოსაყენებელი ავეჯის დამზადებისთვის. გორგოლაჭები, რომლებიც Blum-ის მიმმართველებშია გამოყენებული, სპეციალურად შემუშავებული ტექნოლოგიითაა დამზადებული, რომელიც ხელს უშლის ლითონის ნაწილების ერთმანეთთან შეხებას, მინიმუმამდე დაჰყავს ხახუნის დონე და ლითონის აბრაზია, რის გამოც მრავალწლიანი ინტენსიური გამოყენების შემდეგაც კი უჯრა ბუმბულივით მსუბუქად სრიალებს. გარდა ამისა, მიმმართველი სისტემები დაფარულია თუთიით, რაც მექანიზმს კოროზიისგან იცავს. შედეგად, შესაძლებელი ხდება პროდუქციის აბაზანაში გამოყენებაც.

ელთიბი“-ში ექსკლუზიურად წარმოდგენილი Blum-ის ასორტიმენტი ასევე მოიცავს უჩინარ მიმმართველ სისტემასაც — TANDEM, რომელიც შეგიძლიათ სასურველი დიზაინისა და მასალის უჯრაზე დაამონტაჟოთ და მიიღოთ ბრენდის უმაღლესი ხარისხის მოძრაობა ნებისმიერ სივრცეში.

Blum-ის უჯრების დახრილობა დაბალია, რის გამოც, სისტემა მოსახერხებელია უჯრის, როგორც იატაკთან ახლოს, ასევე — ნებისმიერ თქვენთვის სასურველ სიმაღლეზე განსათავსებლად, მაშინაც კი, თუ სათავსოები მთლიანადაა დატვირთული.

გარდა ჩვეულებრივი სტანდარტული უჯრებისა, Blum-ი აწარმოებს უჯრებს, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი სივრცის ათვისებაც, რაზეც ვერც კი წარმოიდგენდით. მაგალითად: U-ფორმის უჯრა გამოიყენება ნიჟარის ქვეშ განსათავსებლად. ეს საუკეთესო გზაა, სარეცხის საშუალებები თვალისაგან დამალულ, ორგანიზებულ სათავსოში განათავსოთ. Blum-ს ასევე აქვს SPACE STEP-ი — პლინთუსის ადგილას განთავსებული უჯრა, რომელიც გარდა დამატებითი სათავსო სივრცისა, ქმნის საფეხურს, რისი მეშვეობითაც, ზედა თაროებზე დალაგებულ ნივთებს მარტივად მიწვდებით.

უჯრებისათვის Blum-ი თავად აწარმოებს შიდა გამყოფ სისტემებს, რომლებიც იდეალურია ჭურჭლის, მაისურების, წინდების, ჰალსტუხების, სათამაშოებისა თუ სხვა ნივთების მოწესრიგებულად შესანახად. უფრო მეტიც, მათი ადაპტირება ყოველთვის შესაძლებელია.

სივრცის სრული ათვისება ამარტივებს ნარჩენების გადაყრას, ნაგვის ურნების დაცლასა და გაწმენდას. პრაქტიკული შიდა გამყოფი სისტემები, როგორიცაა ORGA-LINE და AMBIA-LINE, უზრუნველყოფს ნივთების ორგანიზებულ განლაგებას უჯრებში.

გამყოფი სისტემები განაპირობებს ეფექტურ სამუშაო სივრცეს, სივრცის ოპტიმალურ გამოყენებას, გაუმჯობესებულ კომფორტსა და იდეების თავისუფლებას. გამყოფი სისტემების გამოყენება აუმჯობესებს ხილვადობას. ასევე, მათი დახმარებით, უფრო მარტივი წვდომა გაქვთ ნივთებზე, ვინაიდან, არ გიწევთ თქვენთვის სასურველი ნივთის არეულობაში მოძებნა.

ასე რომ, კომპანია Blum თანამედროვე მსოფლიოს ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე  მოთამაშეა ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალებისა და მექანიზმების წარმოებაში.  Blum-ის პროდუქცია ასოცირდება ხარისხსა და ინოვაციურ მიდგომასთან და გთავაზობთ ცხოვრების უკეთეს ხარისხს ნებისმიერ სივრცეში. საქართველოში ხარისხიანი ავეჯის წარმოების ტენდენციის ხელშესაწყობად, კომპანია „ელთიბი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ბრენდის პროდუქციას.

როგორ გადავაკეთოთ ტერასა ოთახად პერგოლის საშუალებით – პროფესიონალის რჩევები

ნოსარას ჩაის სახლი – LOOP Design Studio-ს პროექტი