in

7 ნივთი, რომლებიც სახლში ყოფნის მოყვარულ ადამიანს შეიძლება აჩუქო

ახალი წელი ახლოვდება და ყველა საჩუქრების შერჩევის პროცესშია, რათა საყვარელი ადამიანები გააბედნიერონ და დღესასწაული კიდევ უფრო საინტერესო გახადონ. ვისაც სახლში ყოფნა, სივრცეში მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ინტერიერის გამორჩეულად მოწყობა უყვარს, ავეჯის, სამზარეულოს ტექნიკისა თუ დეკორატიული ნივთების ჩუქება იდეალური გადაწყვეტილებაა. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ პროდუქტებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს გაახარებს, განსაკუთრებით კი მათ, რომელთათვის სახლი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია.

გამორჩეული ბრენდებისა და სასურველი პროდუქციის შეძენა დღესდღეობით ყველაზე მარტივად ციფრული საყიდლების ველზე — VELI.store-ზეა შესაძლებელი, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს და რაც მთავარია, საახალწლოდ დიდ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს გვპირდება. ამასთანავე, კომპანია გარდა იმისა, რომ უმოკლეს ვადაში მოგაწვდით შერჩეულ ნივთს, უფასო შეფუთვისა და მისალოცი ბარათის დაწერის სერვისსაც უზრუნველყოფს, რაც უფრო ამარტივებს საახალწლო სამზადისს და თქვენს დროსა და ენერგიასაც ზოგავს.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საინტერესო სასაჩუქრე იდეა, რომლებიც იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისთვისაც სახლის გარემო და კომფორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული პრიოტიტეტია.

1. „Ariete“-ს მულტიფუნქციური ღუმელი

მულტიფუნქციური ღუმელი, რომელიც მოსახერხებელი და მარტივი გამოსაყენებელია, კერძების სწრაფად და ჯანსაღად მომზადებაში დაგეხმარებათ. პროდუქტს — შეწოვის, გამოცხობის, გრილის, ელექტრო ქურისა და კონვექციის ფუნქციები აქვს. ასევე, შესაძლებელია ქურებისა და ღუმელის ერთდროულად მუშაობა, რის გამოც სხვადასხვა კერძის გაკეთებას პარალელურად შეძლებთ. სიმძლავრის, დროისა და ტემპერატურის რეგულირებით კი სადილს თქვენი გემოვნების მიხედვით მოამზადებთ. ამიტომ, კულინარიის მოყვარულებისთვის თანამედროვე, ხარისხიანი და მრავალფუნქციური ღუმელის ჩუქება იდეალური ვარიანტია.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. „OXO“-ს სახეხისა და საჭრელის ნაკრები

სახეხისა და საჭრელის ნაკრები ის პროდუქტია, რომელიც ნებისმიერ სამზარეულოში უნდა იყოს. ეს საჩუქარი განსაკუთრებით მათ გაახარებს, ვისაც სამზარეულოში ფუსფუსი და ოჯახის წევრებისთვის კერძების მომზადება უყვარს. კომპაქტური და მოსახერხებელი ნაკრები სხვადასხვა აქსესუარებს მოიცავს — სახეხს უხეში პირით, ბადეს, სწორ და დაკბილულ საჭრელსა და საკვების სათავსოს. პროდუქტი კომფორტული და მოსახერხებელი გამოსაყენებელია და რაც მთავარია, ხარისხით გამოირჩევა.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. „ზეზეწარის“ თეთრეული

საახალწლოდ თეთრეულის ჩუქება ან საკუთარი თავისთვის შეძენა არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. რბილი, ნაზი ტექსტურის, ხარისხიანი თეთრეული თქვენს ძილს უფრო სასიამოვნოს გახდის და თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ. ამასთანავე, საძინებლის ინტერიერში მომხიბვლელ აქცენტებს შექმნის და ოთახს გაგილამაზებთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

 4.BePureHome“-ის ყავის მაგიდა

თანამედროვე დიზაინის, ალუმინის შავი ფერის ყავის მაგიდა ინტერიერში გამორჩეულ შტრიხებს შეიტანს და გარდა პრაქტიკული გამოყენებისა, დეკორის ფუნქციასაც შეასრულებს. პროდუქტი ორიგინალური, განსხვავებული ფორმებით ხასიათდება და ნებისმიერი სტილის სივრცეს დაამშვენებს. ყავის მაგიდა იდეალური დანამატი იქნება ნებისმიერი ზონისთვის, რათა თქვენი სახლი კიდევ უფრო გამორჩეული და საინტერესო გახადოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. „WOOOD“-ის ტელევიზორის მაგიდა

ინტერიერის განახლებისა და გადახალისებისთვის ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდი მიმზიდველი ავეჯის დამატებაა.  საახალწლო პერიოდი კი ამისთვის შესაფერისი დროა. ტელევიზორის მაგიდა, რომელიც სახლის მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებს, დახვეწილი და სადა დიზაინით გამოირჩევა. პროდუქტი უმაღლესი ხარისხის ფიჭვის ხისგანაა დამზადებული, ფეხები კი მუხის აქვს. ამასთანავე, ავეჯი საკმაოდ ფუნქციურია და კარადებისა და თაროების დახმარებით ტევად სათავსოს ქმნის, რომელშიც თქვენთვის სასურველი ნივთები შეგიძლიათ მოათავსოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

6. „PYLONES“- ყავის ჭიქა

ცივ დღეებში სახლში თბილად ყოფნას და არომატული, გემრიელი ყავისა თუ ცხელი შოკოლადის დაგემოვნებას, ალბათ, არაფერი სჯობს. გამორჩეული დიზაინის ფაიფურის ჭიქა, თქვენს საყვარელ ადამიანს აუცილებლად გაახარებს და ახალი წლის ღამეს უფრო ჯადოსნურს გახდის. მიმზიდველი დიზაინის გამო, ჭიქა თქვენს სადღესასწაულო დეკორაციაშიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს და სახლს მყუდროებას შემატებს.

 

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

7. „Karcher“-ის ხელის მტვერსასრუტი

ადამიანებისთვის, რომლებსაც სახლში ყოფნა განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებთ, სისუფთავე და წესრიგი უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, მათთვის საახალწლოდ მტვერსასრუტის ჩუქება ძალიან კარგი არჩევანია. მსუბუქი და კომპაქტური ხელის მტვერსასრუტი ძლიერი შესრუტვით ხასიათდება და ეფექტურად ასუფთავებს სახლის სხვადასხვა ზონას, ავეჯსა თუ ავტომობილს. 2 საფეხურიანი ფილტრის დახმარებით, აპარატიდან ყოველთვის გაფილტრული და ჯანსაღი ჰაერი გამოედინება, რის გამოც, მისი მოხმარება სიმარტივესთან ერთად, ჯანსაღიცაა.

 

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ხარისხიანი, ფუნქციური და დახვეწილი პროდუქციის შეძენა თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის VELI.store-ზეა შესაძლებელი, სადაც სურვილის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ,  დამატებით, შეფუთვასა და მისალოც ბარათსაც მიიღებთ, რათა სადღესასწაულო განწყობა აიმაღლოთ და ახალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური გახადოთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დროს? – რეკომენდაციები სამშენებლო მასალების აპლიკაცია „ბილდისგან“

პიერ შარპენი – ფრანგი დიზაინერი გამორჩეული ხედვითა და ინოვაციური შემოქმედებით