in

პიერ შარპენი – ფრანგი დიზაინერი გამორჩეული ხედვითა და ინოვაციური შემოქმედებით

პიერ შარპენი ფრანგი დიზაინერია, რომელიც პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს. გამორჩეული ხედვითა და სტილით ის მრავალფეროვანი დიზაინის მქონე ავეჯს ქმნის, რომელიც არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ფრანგი დიზაინერი იდეალურად ფლობს ფერების ხელოვნებას, ესმის საკუთარი მომხმარებლების და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Alessi, Zanotta, Venini, Maison Hermès, Ligne და სხვები.

შარპენის მამა მოქანდაკე იყო, დედა კი მხატვარი. ლოგიკურია, რომ თავად პიერმა ბურჟის ხელოვნების სკოლაში ჩააბარა. 1990 წელს პიერი ავეჯის დიზაინით დაინტერესდა და საბოლოოდ, გადაწყვიტა, ბედი ინტერიერის დიზაინში ეცადა. როგორც თავად ამბობს, შთაგონების წყარო მისთვის იტალიური სტილი იყო, რომლის მიხედვითაც საკუთარ პროექტებს ქმნიდა.

პირველი ნივთი, რომელიც პიერმა შექმნა, საშაქრე იყო. ეს იყო ნივთი ერთ-ერთი პატარა ფრანგული ბრენდისთვის, მაგრამ ის საკუთარ პორტფოლიოში არ შეუტანია, რადგან თვლიდა, რომ ბევრად უკეთესი დიზაინის შექმნაც შეეძლო. მისი ცხოვრების ამ ეტაპს შარპერი შემოქმედებითი ექსპერიმენტების პერიოდს უწოდებს, როდესაც ჯერ კიდევ საკუთარი თავისა და სტილის ძიებაში იყო.

1993 წელს ის მილანში, ჯორჯ სოუდენის სტუდიაში მიიწვიეს სამუშაოდ, სადაც პოსდმოდერნისტული დიზაინის იდეებს იზიარებენ და დიზაინერებს თვითგამოხატვის უშრეტ შესაძლებლობებს სთავაზობენ. სწორედ აქედან იწყება პიერის მრავალფეროვანი კარიერა, რომლის შესახებაც მთელს მსოფლიოში საუბრობენ.

შარპერის თქმით, ხატვის პროცესში მას შთაგონებაც კი არ სჭირდება, რადგან იდეები თავისთავად მოსდის. განსხვავებული და მრავალფეროვანი ესკიზების შესაქმნელად ის სხვადასხვა ფერის ფანქრებს იყენებს, რომელთა დახმარებითაც განსხვავებულ ნაწილებსა და განზომილებებს ქმნის.

მის მიერ შექმნილი ნივთებიდან გამორჩეულია ე.წ PC Lamp, რომელზეც ის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. თავდაპირველად ინგლისური ბრენდის, Wrong-ის დამფუძნებელმა პიერს ჩვეულებრივი სანათის შექმნა სთხოვა, თუმცა მუშაობის პროცესში პიერის იდეები შეიცვალა და მან ინოვაციური სამუშაო სანათის დიზაინი შემოგვთავაზა. დღეს ამ სანათების შეძენა დანიური ბრენდის, HAY- ს შოურუმებშია შესაძლებელი.

შარპერს ეკუთვნის ოვალური თეფშის დიზაინიც, რომელიც მან იტალიურ ბრენდთან, Arita-სთან თანამშრომლობის პერიოდში შექმნა. ამავე ბრენდის კოლექციაშია წარმოდგენილი პიერის მიერ შექმნილი ჩაის შესანახი ჭურჭელი, ლარნაკი ყვავილებისთვის და რამდენიმე ფინჯანი.

თუმცა ფრანგი დიზაინერის შემოქმედებაში კიდევ არაერთ საინტერესო ნივთს ვხვდებით, რომლებიც პიერმა ავეჯის ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნა.

Lampe Ignotus Nomen, 2011

A ’12/12′ dining table, 1998

A ’12/12′ dining table, 1998

“IGNOTUS NOMEN” BENCH, 2011

Prototype Small P Low Table, 2005

7 ნივთი, რომლებიც სახლში ყოფნის მოყვარულ ადამიანს შეიძლება აჩუქო

როგორ გავწმინდოთ გაზქურა? – 5 მარტივი მეთოდი