in

რა უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დროს? – რეკომენდაციები სამშენებლო მასალების აპლიკაცია „ბილდისგან“

მალე საქართველოს სამშენებლო და სარემონტო ბაზარზე პირველი ციფრული პლატფორმა BUILDY App ჩაეშვება, სადაც მასალების ონლაინ შეძენა იქნება  შესაძლებელი. ეს არის მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებით უმარტივესად შეძლებთ სასურველი სამშენებლო-სარემონტო მასალის შეძენას, დაზოგავთ დროს, ენერგიას და გაიმარტივებთ რემონტისა და მშენებლობის საკმაოდ რთულ და სტრესულ პროცესს.

BUILDY ზრუნავს მომხმარებელზე და გარდა იმისა, რომ სულ მალე აქ მარტივად შეგეძლებათ იპოვოთ და შეიძინოთ სასურველი პროდუქტი, ამ სტატიის მეშვეობით ის ასევე გაგიზიარებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც  რემონტის დროს გამოგადგებათ:

  1. აუცილებლად წინასწარ დაგეგმეთ სარემონტო პროექტი;
  2. გაწერეთ საჭირო ბიუჯეტის ოდენობა;
  3. გაწერეთ  რა ვადა გჭირდებათ საქმის შესასრულებლად;
  4. ბიუჯეტთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ რა თანხა გჭირდებათ და ამ პროცესში;
  5. აუცილებლად უნდა გქონდეთ გათვალისწინებული დაუგეგმავი ხარჯები, რაც რემონტის პროცესს თითქმის ყოველთვის ახლავს თან.

როდესაც არჩევთ კომპანიას ან გუნდს, რომელმაც უნდა შეასრულოს სარემონტო სამუშაოები, აქცენტი გააკეთეთ კონტრაქტორის რეპუტაციაზე, მოიძიეთ მათ მიერ შესრულებული წინა სამუშაო და გაეცანით მათ სანდოობას და საქმის შესრულების ხარისხსა.

ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ, როცა უშუალოდ პროდუქტს ყიდულობთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ პროდუქციის შედარების, ფასების მოკვლევის, პარამეტრების და აღწერების ნახვის საშუალება. შეამოწმეთ, ხომ არ არის რაიმე სამართლებრივი ნებართვა საჭირო კონკრეტულ ადგილას რემონტის დასაწყებად, ამით თავიდან აირიდებთ სამართლებრივ პრობლემებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის რემონტის ან მშენებლობის შემსრულებლებთან აქტიური და ხშირი კომუნიკაცია – აუცილებლად უნდა გქონდეთ წინასწარ განხილული სამუშაოს შესრულების ვადები. მოისმინეთ მათი შეფასებები და გაუზიარეთ, თუ რა მოლოდინი გაქვთ. როდესაც მსგავსი, უმნიშვნელოვანესი საკითხები შეთანხმებული გექნებათ, ამით თავიდან აირიდებთ არასწორ მოლოდინებს და სტრესს, თუმცა გაითვალისწინეთ და მზად იყავით, რომ ზოგჯერ, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენის გამო, რემონტს დათქმულ ვადაზე უფრო მეტი სჭირდება.

BUILDY ასევე გირჩევთ, რომ ენერგოეფექტური ფუნქციების პროდუქტებზე შეაჩეროთ არჩევანი, არ დაგენანოთ თანხა ხარისხიან იზოლაციაზე, ენერგოეფექტურ ფანჯრებსა და ტექნიკაზე, რადგან გვერწმუნეთ, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსებს დაგაზოგვინებთ.

აქცენტი გააკეთეთ ხარისხიანი მასალის შეძენაზე და სჯობს ინვესტიცია ამ მიმართულებით განახორციელოთ. ასე უზრუნველყოფთ რემონტის გამძლეობას. ეს თავიდან აგარიდებთ მოკლე ვადაში ახალი რემონტის, თუ ტექნიკის შეცვლის საჭიროებას. „ბილდის“ აპლიკაციაში კი ყველანაირი პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს ნახავთ.

პრიორიტეტად აქციეთ უსაფრთხოება და დაიცავით უსაფრთხოების წესები.

აპლიკაცია BUILDY სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია სიემსისა და მრავალპროფილური ტექნოლოგიური კომპანია ნოქსტონის ერთობლივი კოლაბორაციით იქმნება. პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

10 კომპანია საქართველოში, რომელიც სარემონტო მომსახურებას გთავაზობთ

7 ნივთი, რომლებიც სახლში ყოფნის მოყვარულ ადამიანს შეიძლება აჩუქო