in

როგორ ავირიდოთ სანტექნიკის პრობლემები სახლში, სადაც მუდმივად არ ვცხოვრობთ?

წყალი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ თუ ის სახლში ყურადღების გარეშე დარჩება, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც თავად სახლს, ასევე ჩვენს ჯანმრთელობასაც. დამდგარმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პრობლემები, მითუმეტეს, ზამთრის ცივ სეზონზე, როდესაც ჩვენ სახლიდან მოშორებით ვიმყოფებით.

როდესაც აგარაკზე ან ისეთ სახლში, სადაც მუდმივად არ ვცხოვრობთ, წყლის ნაკადი არ წყდება, იწყება სანტექნიკის დაზიანება, მილების დახეთქვა, დაბინძურება და სხვა მნიშვნელოვანი პროცესები.

ამას გარდა, დამდგარ წყალს შეუძლია ობის გაჩენა, კედლებსა და ჭერში შეღწევა, სახლის სტრუქტურის დაზიანება და მავნე ბაქტერიებად გარდაქმნა.

შესაბამისად, სახლის ხანგრძლივი პერიოდით დატოვების წინ აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება, სანტექნიკის სისტემის მონიტორინგი და წყლის გამოშრობის პროცესი.

ცივ ამინდში მილებში წყლის დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • წყლის მილის გახეთქვა და სახლის დატბორვა;
  • ნიჟარის, ონკანის, საშხაპეებისა და სხვა მოწყობილობების დაზიანება;
  • სანიაღვრეების ბლოკირება;
  • სადრენაჟე სისტემების დაზიანება;

როდესაც სახლში სანტექნიკის მილებს რეგულარულად იყენებთ, წყლის ნაკადი დაბალანსებულია, თუმცა, როდესაც მის გამოყენებას თვეების განმავლობაში წყვეტთ, მილებში ჰაერი გროვდება, რომელიც წყლის ნაკადის მოძრაობას უშლის ხელს.

სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასარიდებლად ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი სახლის დატოვების წინ „წყლის გამოშრობის“ პროცესის ჩატარებაა. ეს პროცესი განსაკუთრებით მართებულია მაშინ, როდესაც სახლს ზამთრის განმავლობაში ტოვებთ. გაყინულ მილებს შეუძლიათ რომ სახლს ათასობით ლარის ოდენობის ზიანი მიაყენონ.

გამოშრობის პროცესი ძირითადად სააბაზანოს ნაწილიდან იწყება. მას შემდეგ რაც წყლის მიწოდებას მთელს სახლში გათიშავთ, აუცილებელია სველ წერტილებში არსებულ მილებში წყლის დაშრობა. როგორც წესი, ამას რამდენიმე დღე სჭირდება და საჭიროა ონკანების მოშვება, უნიტაზის თავსახურის ახდა და ა.შ.

არ დაგავიწყდეთ არც ტრაპების ღია მდგომარეობაში დატოვება, საშხაპე კაბინებისა და სარეცხი მანქანის კარის გაღება და კარადების განიავება. ამ გზით მილებში მოხვედრილი ჰაერის ნაკადი დააჩქარებს წყლის დაშრობის პროცესს.

ამ მარტივი პროცესის დახმარებით შეძლებთ, რომ თქვენი სახლი თვეების განმავლობაში მშვიდად დატოვოთ ისე, რომ სანტექნიკის დაზიანების რისკები და დამატებითი ხარჯები თავიდან აირიდოთ.

როგორ ამცირებს ხარჯებს პრემიუმ-ხარისხის საწმენდი საშუალებების გამოყენება?

Papasan Chair – 1950-იანი წლების საკულტო დიზაინი