in

Papasan Chair – 1950-იანი წლების საკულტო დიზაინი

“Papasan Chair” 1950-იანი წლების საკულტო დიზაინიობიექტია, რომლის პოპულარობის პიკიც 1970 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო. სკამმა სახელი ამავე სახელწოდების ქარხნიდან მიიღო, სადაც ის პირველად დამზადდა.

თავდაპირველად, დიზაინი შესაფერისი იყო მხოლოდ ბოჰემური სტილისთვის და მომხმარებელს მისი გლუვი ხაზებითა და კომფორტით ხიბლავდა, თუმცა მისი უნიკალური დიზაინის წყალობით, სავარძელი დღეს გამოიყენება როგორც დასაჯდომად, ასევე დასასვენებლად, სამუშაოდ, წიგნის წასაკითხად და ა.შ.

თანამედროვე ავეჯის სახლები გვთავაზობენ სკამის ორიგინალურ დიზაინს, რომელსაც აქვს შთამბეჭდავი ზომები, მაღალი ხარისხი და გარეგნობა, რომელიც წლებია, პოპულარობას არ კარგავს.

სახელი “Papasan” ნიშნავს კომფორტულ ავეჯს, რომელიც ადგილს დაიმკვიდრებს ნებისმიერი სახის ინტერიერში, შეგიქმნით კომფორტს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს.

სკამი არის დიდი ზომის, რომელიც დგას მყარ ბაზაზე. თითოეული ელემენტი მზადდება განსაკუთრებით ხარისხიანი და გამძლე მასალისგან და მისი დაზიანება თითქმის შეუძლებელია. არსებობს რამდენიმე კლასიკური მოდელი, თუმცა, ძირითადად უპირატესობას დაწნული დიზაინის მქონე სავარძელს ანიჭებენ.

სავარძლის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი რბილი ნაწილის შეცვლა შესაძლებელია და თუ ის დაზიანდება, მთლიანი ნივთის გამოცვლის საჭიროება არ გექნებათ.

მისი სიგანე მერყეობს 85სმ-დან 125სმ-მდე და ყველაზე გავრცელებული ზომა 110სმ-ია. სავარძლის საშუალო ჩაღრმავება 80სმ-დან 100სმ-მდეა, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი სიღრმე 95სმ-ია. სიმაღლე დაახლოებით 45სმ-ია, ხოლო ზურგის სიმაღლე არ აღემატება 110სმ-ს. მისი მსუბუქი წონა, მკვეთრი კუთხეების არარსებობა და ლაკონიური დიზაინი ავეჯს ხდის პრაქტიკულსა და უსაფრთხოს ბავშვებისათვის.

Papasan Chair-ის ღირებულება განსხვავებულია და დამოკიდებულია მის ზომაზე, ფერსა და მასალის ხარისხზე, თუმცა,საშუალოდ, ამ ნივთის ფასი 60$-დან იწყება.

 

როგორ ავირიდოთ სანტექნიკის პრობლემები სახლში, სადაც მუდმივად არ ვცხოვრობთ?

ეზოთი გაერთიანებული სახლი იაპონიაში, რომელიც თაობებს აკავშირებს