in

ეზოთი გაერთიანებული სახლი იაპონიაში, რომელიც თაობებს აკავშირებს

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ, იაპონიის ქალაქ Okazaki-ში მდებარეობს. ეზოს მეპატრონეს არ სურდა, რომ მიწა, რომელზეც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, გაეყიდა ან დაკარგულიყო, ამიტომ ამ ადგილის შესყიდვას და საცხოვრებლის შენებას პერიოდულად აგრძელებდა. დღეს ის სამი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთის გვერდითაა აშენებული. მთავარ და შედარებით დიდი სივრცის მქონე შენობაში თავად ცხოვრობს, ხოლო დანარჩენ ორს მისი ნათესავები იკავებენ.

შენების პროცესში სახლის მეპატრონეს შვილიც კი შეეძინა და ახლა ერთ ეზოში მისი ბებია, მშობლები, ცოლი და შვილები არიან დასახლებულები. საცხოვრებელი 1960 წელს აშენდა და მას შემდეგ სამჯერ შეიცვალა, მისი არქიტექტურული სტილი და დიზაინი თაობების ცვლასთან ერთად იცვლებოდა, საბოლოო სახე კი 2022 წელს მიიღო.

მეპატრონეს სურდა ერთ ეზოში სამი დამოუკიდებელი სახლის აშენება. ეს უნდა ყოფილიყო ისეთი სახლები, რომლებიც ეზოში ჩრდილს არ შექმნიდნენ და ქალაქის ხედებს არ დაფარავდნენ. ამ პერიოდში სახლს მხოლოდ ერთი სართული ჰქონდა, რომელზეც მისაღები ოთახი, საძინებელი, აბაზანა და სამზარეულო იყო განთავსებული, შემდეგ კი, მთავარი შენობის სართულების რაოდენობა სამამდე გაიზარდა და მას კიდევ ორი შენობა მიემატა.

სართულებთან ერთად იცვლებოდა სახლის ექსტერიერიც, თუმცა პირვანდელი სახის დაცვას მეპატრონე მაქსიმალურად ცდილობდა. მაგალითად, პირველ სართულზე მან შეინარჩუნა პატარა ბაღი მანდარინის ხეებით, ხოლო მესამე სართულს არ დაუკარგა აივანი, რომელიც ქალაქისა და ეზოს ხედებს ზემოდან გადმოჰყურებს.

სახლი ისეა დაპროექტებული, რომ ეზოში შენობის, პარკინგისა და საწყობისთვის აშენებული სივრცით იქმნება პატარა წრე, სადაც ბაღია მოწყობილი და ოჯახი მას შეკრებებისა და დროის ერთად გასატარებლად იყენებს.

არქიტექტურული სტუდია: Studio Velocity

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

Papasan Chair – 1950-იანი წლების საკულტო დიზაინი

ინდივიდუალიზმის ძიება არქიტექტურასა და დიზაინში — ინტერვიუ ნინი ჭანტურიასთან