in

10 ადგილი თბილისში, სადაც საშხაპეს ინდივიდუალური შეკვეთით დაგიმზადებენ

სააბაზანო სივრცე სახლის განსაკუთრებული ზონაა, ამიტომ ნებისმიერი მაცხოვრებელი მას გამორჩეულ ყურადღებას უთმობს. მნიშვნელოვანია, რომ ის კომფორტული, ვიზუალურად მიმზიდველი და კომპაქტური იყოს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც აბაზანა სახლის ინტერიერიდან ამოვარდნილია და განსხვავებულ იერსახეს ქმნის, ასევე მცირე ზომის სააბაზანო ოთახის შემთხვევაში, რთული ხდება მისი სწორად დაგეგმარება და მოწყობა. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო გადაწყვეტილება, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული საშხაპეა, რომელიც თქვენთვის სასურველი დიზაინის, ფორმისა და ზომის იქნება და სახლის საერთო ხასიათსაც მოუხდება. ამ პროცესის გასამარტივებლად კი დღეს იმ ადგილების შესახებ გიყვებით, სადაც საშხაპეების დამზადებას თქვენი საჭიროებების მიხედვით შეძლებთ და კომფორტულ გარემოს მოაწყობთ.

1. უნიკომი 

იმისათვის, რომ საშხაპე ზონა თქვენს საჭიროებებს სრულად მოარგოთ და ზუსტად ისეთი დიზაინის მოდელი გქონდეთ, როგორიც თქვენ გსურთ, შეგიძლიათ სპეციალურ კომპანიებს მიმართოთ, რომლებიც ინდივიდუალური შეკვეთით დაგიმზადებენ მას. ერთ-ერთი ასეთი ადგილი “უნიკომია”, რომელიც სასურველი ზომისა და დიზაინის კაბინას თქვენს სურვილებს შეუსაბამებს და მის მონტაჟსაც უზრუნველყოფს.

2. მეგობრობა საწარმო

მეგობრობა საწარმო” ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა და ორიენტირებულია მომხმარებლისთვის განსხვავებული, ინოვაციური პროდუქციის შეთავაზებაზე, რომელიც ადამიანთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. კომპანია სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად, საშხაპე კაბინების დამზადების მრავალფეროვან არჩევანსაც გთავაზობთ. საშხაპეები – გამოსაღები კარით, სლაიდური მექანიზმითა და უძრავი ტიხრით, შეგიძლიათ „მეგობრობა საწარმოში“ შეუკვეთოთ.

3. მეტრიქსი

მეტრიქსი” ავეჯის დამზადებასთან ერთად, საშხაპეების ინდივიდუალურ შეკვეთასაც უზრუნველყოფს. კომპანიაში განსხვავებული დიზაინის, ფორმისა და ზომის პროდუქციის შერჩევაა შესაძლებელი, რომელიც სასურველი სახით,  3D განზომილებაში შექმნილი რენდერების მეშვეობითაც შეგიძლიათ იხილოთ და უკეთესად გაიგოთ რამდენად მოგწონთ და შეესაბამება აღნიშნული მოდელი თქვენს სააბაზანო სივრცეს.

4. სტანდარტი 

“სტანდარტი“ ორიენტირებულია მომხმარებლების კომფორტსა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამიტომ კომპანიაში მაქსიმალური სიზუსტით შეეცდებიან სასურველი დიზაინისა და ზომის საშხაპის დამზადებას. ინდივიდუალური შეკვეთით შექმნილი მოდელი, შეგიძლიათ ზუსტად მოარგოთ თქვენს ინტერიერს და ორიგინალური, ინდივიდუალური აქცენტები შექმნათ სივრცეში.

5. TATI Production

ინდივიდუალური შეკვეთის შემთხვევაში, შეგიძლიათ საშხაპე ზონის ზომა და ფორმა თავად განსაზღვროთ, რაც საშუალებას მოგცემთ, მცირე ფართის შემთხვევაში სივრცე სწორად გადაანაწილოთ, მაქსიმალურად აითვისოთ და საჭირო ადგილიც დაგრჩეთ აქსესუარების განსათავსებლად, რაც ბევრად მოსახერხებელს და კომპაქტურს ხდის ოთახს. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც თქვენთვის სასურველი მოდელის დამზადებას შეძლებს TATI Productio-ია.

6. Sandrex.ge

Sandrex.ge კიდევ ერთი სივრცეა, რომელიც თქვენთვის სასურველი საშხაპის შეკვეთის შემთხვევაში სრულ მომსახურებას გაგიწევთ. თქვენი ინტერესებისა და გემოვნების შესაბამისი მოდელის დამზადებით, შეგეძლებათ შექმნათ ელეგანტური და ფუნქციური სივრცე, რომელიც მაცხოვრებლის კომფორტს უზრუნველყოფს და  სახასიათო სტილს შექმნის. ამავდროულად, აღარ მოგიწევთ სასურველი პროდუქციის შესაძენად სხვადასხვა მაღაზიაში სიარული და დროს მნიშვნელოვნად დაზოგავთ.

7. ანარეკლი

თუ თქვენ მაქსიმალურ კომფორტზე და სასურველი ინტერიერის შექმნაზე ხართ ორიენტირებული, სადაც ყოველი დეტალი თქვენი გემოვნებისა და სურვილის მიხედვითაა მოწყობილი, მაშინ სასურველია საშხაპე ოთახიც თავად დაამზადოთ და ზუსტად მოარგოთ თქვენი სახლის ხასიათსა და სტილს. კიდევ ერთი ადგილი, რომელიც ამ პროცესში დაგეხმარებათ კომპანია “ანარეკლია”

8. G&T

G&T დიდი დროისა და ენერგიის დაზოგვის ხარჯე, შესაბამის მომსახურებას გაგიწევთ და საშხაპე ოთახებს დაგიმზადებთ, რომელსაც თქვენს სააბაზანო სივრცეს მარტივად მოარგებთ და ფართის სიმცირის მიუხედავად, სასურველ სახეს მისცემთ ოთახს. რაც მთავარია, ის სრულად თქვენს საჭიროებებსა და კომფორტზე იქნება მორგებული და მოსახერხებელ, სასიამოვნო გარემოს შექმნის.

9. გლას არტი

ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული საშხაპეების უპირატესობა ისიცაა, რომ მთლიანად ერგება თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს. უკვე არსებული პროდუქცია შესაძლოა არ ითვალისწინებდეს რიგ ფაქტორებს, როგორიცაა – ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. ინდივიდუალური შეკვეთის შემთხვევაში კი შესაძლებელია თქვენზე მორგებული, შესაბამისი მოდელის დამზადება, ამაში  ერთ-ერთი კომპანია, „გლას არტიც“ დაგეხმარებათ.

10. Glass office 

Glass office კიდევ ერთი სივრცეა, რომელიც სასურველი ზომის, ფორმისა და დიზაინის საშხაპეს დაგიმზადებთ, რათა მოდელი მიესადაგებოდეს სახლის საერთო ინტერიერის ესთეტიკას და სრულად აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს. ამასთანავე, გათვალისწინებული იყოს ყველა ის საჭიროება და სურვილი, რომლის მიხედვითაც კომფორტულ სააბაზანო სივრცეს შექმნით.

ბინა ბერძნული სტილის აბაზანით საირმის გორაზე – მელი ბაღდავაძისა და ლევან ლეფსვერიძის ინტერიერი

სადა ბინა ოსლოში საინტერესო აქცენტებით