in

სადა ბინა ოსლოში საინტერესო აქცენტებით

Banner M2
Banner M2

დღეს ვესტუმრებით ოსლოში მდებარე ბინას ნათელი ოთახებით, ცოცხალი ფერების აქცენტებით და არქიტექტორის მიერ შემუშავებული ნივთების შენახვის გადაწყვეტებით, რომლებიც სახლს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

როდესაც სახლის მთავარ ეფექტურ ოთახზე ფიქრობთ, შეიძლება წარმოიდგინოთ ლამაზად დაპროექტებული მისაღები ან სამზარეულო, მაგრამ აქ ამ ფუნქციას დერეფანი ასრულებს. ოთახი, რომელიც, როგორც წესი, სახლის დეკორაციისას შეუმჩნეველი რჩება.

დერეფანი მდებარეობს ბინის ცენტრალურ ნაწილში. მის ერთ მხარეს მისაღები ოთახი და საძინებელია, ხოლო მეორე მხარეს — დიდი სამზარეულო. დერეფანი, რომლის ერთ-ერთი კედელში კარადებია ჩაშენებული, მყარი მუხის პანელებით არის მოპირკეთებული.

მისაღებ ოთახში განთავსებულია სივრცეზე იდეალურად მორგებული დივანი, რომლის ქვეშ სათავსოა. ყვითელი ბალიშები ოთახს თბილ ტონს მატებს.

მისაღებიდან მოხვდებით საძინებელში, რომელსაც თეთრი ჩაშენებული კარადები ამშვენებს.

მუხით მოპირკეთებული დერეფნის მეორე მხარეს განთავსებულია დიდი სამზარეულო და სასადილო ოთახი. სამზარეულოშიც გამოყენებულია თეთრი ფერის ჩაშენებული კარადები, რომლებიც საკმაოდ დიდ სათავსოს წარმოადგენს. ეს არის დიდი, ნათელი სივრცე ხის სასადილო მაგიდითა და ნათელი ვარდისფერი ხალიჩით.

ბინას აქვს მეორე, პატარა საძინებელი, რომელიც ბუნებრივ მწვანე ელფერშია შეღებილი. ოთახში გვხვდება ამავე ფერის კარადები. სათავსო გააჩნია შეკვეთით დამზადებულ საწოლსაც. ოთახის ერთ-ერთი კედელი გაფორმებულია მცენარეების გამოსახულების მქონე შპალერით.

10 ადგილი თბილისში, სადაც საშხაპეს ინდივიდუალური შეკვეთით დაგიმზადებენ

პატარა მყუდრო სახლი ავსტრალიაში — FIGR Architecture & Design-ის პროექტი