in ,

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები არქიტექტურის დარგში

QS – მა დაასახელა  2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები არქიტექტურის დარგში

ყოველი წლის მარტის თვეში „QS World University Rankings“ 51 პროფესიის საუკეთესო უნივერსიტეტების სიას აქვეყნებს. სკოლების გრადაცია აკადემიური შემადგენლობის რეპუტაციას, დამსაქმებლის რეპუტაციასა და კვლევის ხარისხს ეყრდნობა. ყოველწლიურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ უკვე მეორე წელია არქიტექტურის არსებულ გარემოში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) ლიდერობს.

ამ გამოცემაში „UCL“-ი მეორე პოზიციაზე ავიდა, ხოლო „დელფტის“ ნიდერლანდების ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. „ETH Zurich“-მა და „Harvard“-მა წინა წლის მსგავსად მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. გარდა ამისა, სინგაპურის ნაციონალურმა უნივერსიტეტმა (NUS) დიდი ნახტომი გააკეთა და ერთ წელიწადში მეთორმეტედან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

თუ კითხვას განაგრძობთ, 2021 წლის არქიტექტურის/ხელოვნების დარგში 50 უნივერსიტეტის გრადაციას შეიტყობთ.

  1. მასაჩუსეცის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) -აშშ
  2. UCL – დიდი ბრიტანეთი
  3. დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ნიდერლანდები
  4. ETH Zurich – შვეიცარიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი – შვეიცარია
  5. ჰარვარდის უნივერსიტეტი – აშშ
  6. სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტი (NUS) – სინგაპური
  7. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი (UCB) – აშშ
  8. ცინხუას უნივერსიტეტი – ჩინეთი
  9. კემბრიჯის უნივერსიტეტი -დიდი ბრიტანეთი
  10. მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი – იტალია
  11. მანჩესტერის არქიტექტურის სკოლა – დიდი ბრიტანეთი
  12. EPFL – შვეიცარია
  13. ტონგზის უნივერსიტეტი- ჩინეთი
  14. კოლუმბიის უნივერსიტეტი – აშშ
  15. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი – ჩინეთი
  16. ტოკიოს უნივერსიტეტი – იაპონია
  17. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი (UCLA) – აშშ
  18. ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი – ჩინეთი
  19. „KTH“ სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – შვედეთი
  20. კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი „BarcelonaTech“ – ესპანეთი
  21. სიდნეის უნივერსიტეტი – ავსტრალია
  22. ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი „TU Berlin“ – გერმანია
  23. ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – აშშ
  24. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი – გერმანია
  25. მელბურნის უნივერსიტეტი – ავსტრალია
  26. კორნელის უნივერსიტეტი – აშშ
  27. შეფფილდის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი
  28. „RMIT“ უნივერსიტეტი – ავსტრალია
  29. პენსილვანიის უნივერსიტეტი – აშშ
  30. ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტი – კანადა
  31. სეულის ნაციონალური უნივერსიტეტი – სამხრეთ კორეა
  32. მიჩიგანის უნივერსიტეტი „ანნ არბორი“ – აშშ
  33. ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი „UNSW Sydney“ – ავსტრალია
  34. ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი – იტალია
  35. სტენფორდის უნივერსიტეტი – აშშ
  36. „KU Leuven“ – ბელგია
  37. კარდიფის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი
  38. ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი – იაპონია
  39. მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი – ესპანეთი
  40. ტეხასის უნივერსიტეტი ოსტინში – აშშ
  41. ჩილეს კათოლიკური უნივერსიტეტი (UC) – ჩილე
  42. აალტოს უნივერსიტეტი – ფინეთი
  43. პეკინის უნივერსიტეტი – ჩინეთი
  44. ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – შვედეთი
  45. მაკგილის უნივერსიტეტი – კანადა
  46. ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – სინგაპური
  47. ტორონტოს უნივერსიტეტი – კანადა
  48. შსანხაის უნივერსიტეტი „ციაო ტონგ“ – ჩინეთი
  49. სან-პაულუს უნივერსიტეტი – ბრაზილია
  50. ტიან ცზინის უნივერსიტეტი – ჩინეთი

სახლი როგორც გალერეა – ელენე კაპანაძის ზღაპრული ინტერიერი

თანამედროვე და ახლებური სტილის შერწყმა ინდურ სახლში – Sudaiva Studio-ს ნამუშევარი