in

თანამედროვე და ახლებური სტილის შერწყმა ინდურ სახლში – Sudaiva Studio-ს ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ ინდოეთში, კერძოდ, ბენგალორში მდებარეობს. არქიტექტურა, ინტერიერი თუ სხვადასხვა დეტალი უკვე თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ ეს სახლი სწორედ ამ ქვეყანაშია. მასზე ინდურმა არქიტექტურულმა სტუდიამ Sudaiva Studio-მ იმუშავა.

სახლი საკმაოდ დიდი მასშტაბისაა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ოთახებიც საკმაოდ დიდი იყოს. ამის კარგი მაგალითია მისაღები სივრცე, რომელიც ერთგვარად ძველებურ ინდურ სახლს მოგვაგონებს ავეჯის განლაგებითა და დიდი ფართობით. ამ ოთახში დომინანტურ როლს თამაშობს ლურჯი ფერის დივანი.

აქედან პირდაპირ გავდივართ მცირე ზომის შიდა ეზოში, რომელიც საკმაოდ კონფედენციალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სახლის არქიტექტურულმა განლაგებამ წარმოშვა რამდენიმე აივანი, რომლებიდანაც მწვანე ხედები იშლება.

სახლის თეთრი ტონალობა და ხის მასალა, მიუხედავად სივრცის მასშტაბურობისა, მაინც სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. აქვე უნდა აღინიშნოს ფანჯრების სიმრავლეც, რასაც დიდი კედლების მიღმა მდებარე სივრცეში სინათლე შეაქვს.

პროექტში დიდი ყურადღება ეთმობა არამხოლოდ გარე სივრცის, არამედ შიდა სივრცის გამწვანებასაც – აქ ყველგანაა მცენარეები, რაც თანამედროვე ინტერიერს აცოცხლებს.

არქიტექტურული სტუდია: Sudaiva Studio

ფოტოგრაფი: Shamanth J Patil, Geeth Gopinath

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები არქიტექტურის დარგში

ღია გეგმარების ბინა ბაგებში 100 კვ/მ ვერანდით – მეკა კოღუაშვილის ინტერიერი