in ,

ღია გეგმარების ბინა ბაგებში 100 კვ/მ ვერანდით – მეკა კოღუაშვილის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

მეკა კოღუაშვილი პროფესიით არქიტექტორია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ის სრულიად სხვა სფეროში მოღვაწეობს, მის საცხოვრებელს ნამდვილად ეტყობა მისი, როგორც პროფესიონალის, ხელი.

როგორც მეკა გვიამბობს, სარემონტო სამუშაოებში ძირითადად ის და დედა იყვნენ ჩართულები, ხოლო ინტერიერის დიზაინის შექმნაში ნინო ბაბუხადია დაეხმარათ.

ბინა ბაგებში, “მეტრა პარკის” კომპლექსში მდებარეობს და პირველი, რამაც მეკა და მისი ოჯახის წევრები მოხიბლა, იყო უზარმაზარი ვერანდა, რომლის ფართი 100 კვადრატული მეტრია.

არანაკლებ საინტერესოა შიდა საცხოვრებელი ზონა, რომლის ფართობი 120 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ეს არის სივრცე, რომელიც არ არის დანაწევრებული ცალკეულ ოთახებად და სრულიად არასტანდარტულ გეგმარებას გვთავაზობს.

“ინტერიერზე ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია. ჩვენი მთავარი სურვილი იყო, რომ ერთიანი სივრცე არ დარღვეულიყო. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ზონები სახლში ერთმანეთისგან განსხვავებული ფაქტურებით გამოვყავით,” – მეკა კოღუაშვილი

მართლაც, ინტერიერში ვხვდებით მინიმალური რაოდენობის კარებსა და ტიხრებს. თუმცა, სივრცეები ერთმანეთისგან მაინც მკაფიოდაა გამოყოფილი. მაგალითად, სამზარეულო და სასადილო ზონა მისაღებისგან მოზაიკის იატაკით არის ვიზუალურად განცალკევებული.

იქიდან გამომდინარე, რომ მეპატრონეებს არ სურდათ კედლების არსებობა ინტერიერში, საძინებლის ზონის შესაქმნელად მათ ორიგინალურ ხერხს მიმართეს და ის შუშის ვიტრაჟით გამოყვეს. აქ განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ფარდა ქმნის, რომლის გადაწევის შემთხვევაში, სივრცე კვლავ ერთიანი ხდება.

ყველაზე მთავარი, რაც გვინდოდა ამ ინტერიერით მიგვეღო, იყო სიმყუდროვე, რაც ვფიქრობ, რამდენიმე სტილის ბალანსითა და განსხვავებული ფაქტურების კომბინაციით გამოგვივიდა. ალბათ სწორედ ამიტომ უყვარს აქ მოსვლა ყველა ჩვენს მეგობარს,” – მეკა კოღუაშვილი

 

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

თანამედროვე და ახლებური სტილის შერწყმა ინდურ სახლში – Sudaiva Studio-ს ნამუშევარი

ქონების შეფასება არეას დახმარებით