in

სავაჭრო ცენტრებში მიდეას ბრენდ ზონები გელოდებათ!

მიდეამ გადაწყვიტა საახალწლოდ მომხმარებლებს სულ სხვანაირი გამოცდილება შესთავაზოს.

City Mall-სა და East Point-ში განთავსებულ Midea-ს ბრენდ ზონებში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ არამხოლოდ დაათვალიერონ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოდელები, არამედ დეტალურად გაეცნონ მისი მუშაობის ტექნოლოგიას.

ბრენდ ზონაში წარმოდგენილია გამჭვირვალე ჭურჭლის სარეცხი მანქანის ნიმუში, რომელიც რეცხვის პროცესს თვალსაჩინოდ აჩვენებს. წყლის მოძრაობა, ჭურჭლის ეფექტური გაწმენდა და ენერგიის რაციონალური გამოყენება – დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დააკვირდნენ რეცხვის თითოეულ ეტაპს, დასვან კითხვები ადგილზე მყოფ კონსულტანტებთან და შეარჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული მოდელი.

ამასთან ერთად, მომხმარებლებს სთავაზობს -10%-იან ფასდაკლების ვაუჩერებს შერჩეულ ჭურჭლის სარეცხი მანქანების მოდელებზე. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია წლის ბოლომდე, როგორც მიდეას შოურუმებში, ასევე პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში. ასე რომ, თუ გსურთ საახალწლო საჩუქარი ან უბრალოდ საკუთარი სახლის განახლება, ახლა იდეალური დროა.

შპს ემტექნიკსი ბრენდ მიდეას – „Midea Group”-ის გათბობა-გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიური დისტრიბუტორია 2007 წლიდან. 2013 წლიდან კომპანია ოპერირებს „ემტექნიკსი“-ის სახელით და ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორია ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია თბილისსა და ბათუმში წარმოდგენილია ახალი კონცეფციის შოურუმებით, რეგიონებში კი – ბრენდირებული მაღაზიებით. ამასთან, თბილისსა და ბათუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურებით.

მიდეა აგრძელებს მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებას. ახალი წელი კი სწორედ ის დროა, როდესაც საქმე ჭკვიან ტექნიკას უნდა გადავაბაროთ, ჩვენ კი სასიამოვნო მომენტები საყვარელ ადამიანებთან ერთად გავიზიაროთ.

[R]

„ალიანს ჯგუფი” 20 წლისაა