in

ხელოვნების ნიმუშებით დატვირთული სახლი მანჰეტენზე

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელზეც ამ სტატიაში უნდა გიამბოთ, ერთი მთავარი ნიშნით გამოირჩევა – ის დატვირთულია ფერადკანიანი ხელოვანების ნამუშევრებით. მაგალითად, შეგვიძლია გამოვყოთ, ლოს-ანჯელესელი მხატვრის, ჰენრი ტეილორის მდუმარე პორტრეტი, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მანჰეტენის ცენტრში მდებარე ბერნარდ ლუმპკინსა და კარმინ ბოკუზის სახლში.

ეს ორი ადამიანი ფერადკანიანი ამერიკელი მხატვრების ნამუშევრების კოლექციონერები არიან, რომელთა ძირითადი ობიექტივი ბოლო 25 წელში შესრულებული თანამედროვე ნამუშევრებისკენაა მიმართული. მეოცე საუკუნის განმავლობაში და დღესაც, ფერადკანიანი მხატვრების ნამუშევრები ამერიკული მუზეუმების მიერ ნაკლებად იყო წარმოდგენილი და მხარდაჭერილი, მაგრამ ფერადკანიანი კურატორების, აქტივისტების, მეცნიერებისა და კოლექციონერების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, (მაგალითად, ლუმპკინის) ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება. ლუმპკინი აღნიშნავს, რომ ეს მოძრაობა სწორედ რომ სახლში დაიწყო. ”იყო დრო, როდესაც მუზეუმები, გალერეები ან კოლექციონერები არ ინტერესდებოდნენ აფრო-ამერიკელი მხატვრებით და ამიტომ ხელოვნება საზოგადოებაში რჩებოდა”, – ამბობს ის.

მისი და ბოკუზის კოლექციაში ასევე შედის ისეთი ცნობილი პერსონების ნამუშევრები, როგორებიც არიან: კარა უოკერი, ტროი მიჩი და სხვა. ლუმპკინი, MTV News-ის ყოფილი პროდიუსერი და ბოკუზი, იურიდიული ფირმის Cleary Gottlieb-ის პარტნიორი, 2011 წელს გადავიდნენ Tribeca-ში; მათ დაიქირავეს არქიტექტურული ფირმა Bade Stageberg Cox, რათა მოეხდინათ ინტერიერის რეკონსტრუქცია. თეთრი კედელი ახლა ნაწილობრივ ყოფს ღია კონცეფციის საცხოვრებელ-სასადილო ადგილს, სადაც ტეილორის ნახატია ჩამოკიდებული.

სახლის კედლები თეთრ ტონშია გადაწყვეტილი. სასადილო ოთახს არამხოლოდ ხელოვნების ნიმუშები, არამედ ორიგინალური სარკე და გრძელი, ბრჭყვიალა ჭაღი ამშვენებს. ავეჯი მასიური ხისგანაა დამზადებული და ერთმანეთთან კარგადაა შერწყმული. როგორც ჩანს, ნამუშევრების სიჭრელის ფონზე წყვილმა სადა ავეჯის გამოყენება გადაწყვიტა.

წყვილს სამი შვილი ჰყავს და მათი ოთახებიც მსგავსადვეა გადაწყვეტილი – ოთახების თეთრ კედლებს ავსებს და ამშვენებს ფერადი დეტალები. აქვე ვხვდებით სათამაშო ოთახსაც, რომელიც სხვადასხვა გასართობი აქტივობისთვისაა გამოყოფილი.

მისაღები ოთახი რბილი ავეჯითა და თანამედროვე ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სკულპტურებით ხასიათდება. აქვე ვხვდებით დიდ ფანჯრებს ფარდის გარეშე, რაც მანჰეტენის ხედის დანახვის საშუალებას უხვად იძლევა.

ინტერიერის დიზაინი: Bade Stageberg Cox

ფოტოგრაფი: DAWN BLACKMAN

Ivano Redaelli – იტალიური ბრენდი, როგორც დახვეწილობის სიმბოლო

საკონდიტრო ორი კონტრასტული ფერით – “აუკის” ნამუშევარი