in

საზღვაო კონტეინერებით აწყობილი სახლები მეოცნებე სულებისთვის

Alliance Group
Alliance Group

თუ გსურთ იაფად შეიძინოთ მოხერხებული და პრაქტიკული სახლი უმოკლეს ვადებში, გირჩევთ ყურადღება საზღვაო კონტეინერებისგან დამზადებულ სახლებზე შეაჩეროთ. მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდება.

მრავალი დამსახურების გამო მას მომავლის ტექნოლოგიას უწოდებენ. ის შეგიძლიათ ჰარმონიულად მიუსადაგოთ ასევე სხვა მოდულებსა და კონსტრუქციებს და თქვენი გემოვნებით ერთგვარი კომბინირებული ნაგებობა შექმნათ.

კონტეინერები სეისმურად მაღალი მედეგობისაა, ასევე მისგან შექმნილ სახლში არასდროს გაჩნდება მღრღნელები. ის ტექნიკური მახასიათებლებით არ ჩამოუვარდება კაპიტალურ შენობებს და რაც მთავარია, მისი ფასი გაცილებით დაბალია.

ამ ტიპის სახლის მშებებლობა არ საჭიროებს მიწის განსაკუთრებულ მომზადებას და საძირკვლის ჩასხმას. თუ თქვენ გაქვთ მიწა, ასეთი სახლი სულ რაღაც 2-3 თვეში დაამშვენებს მას.

საზღვაო კონტეინერები იმთავითვე მკაცრი კლიმატური პირობებისთვისაა შექმნილი. შესაბამისად, კარგი თბოიზოლაციის შემთხვევაში მისგან დამზადებული სახლი ნებისმიერ განედზე შეგიძლიათ მოათავსოთ.

თუმცა, სახლ-კონტეინერს რამდენიმე სუსტი მხარე აქვს, რაც აუცილებლად საყურადღებოა: მკაცრი კლიმატური პირობების ატანის მიზნით მას ქარხნულად სპეციალური საღებავით ფარავენ, რომელიც ტოქსიკურია და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენებამდე  კარგად უნდა მოსცილდეს. რკინისგან დამზადებული კონტეინერი კოროზიისკენაა მიდრეკილი და მიწასთან შეხების ადგილები მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა გქონდეთ, რათა კოროზია არ მოედოს სახლს.

რკინისგან დამზადებული კონტეინერის სტანდარტული ზომებია  12მX2.4მX2.35მ. ის ზაფხულში მზეზე ძალიან ცხელდება და ზამთაში ცივია. შესაბამისად, საჭიროებს კარგ თბოიზოლაციას. ეს არის საზღვაო კონტეინერის სუსტი მხარეები, მაგრამ თუ თქვენთვის ჩამოთვლილი მახასიათებლები მისაღებია, მაშინ ის თქვენთვის იდეალურ სახლად გამოდგება.

 

 

სახლი ბიბლიოთეკა – Atelier Branco Arquitetura

“არ მიყვარს რომელიმე სტილის ჩარჩოებში მოქცევა” – ინტერვიუ რუსუდან თუმანიშვილთან