SHARE Georgia-ს არქიტექტურის საერთაშორისო ფორუმი თბილისში მესამედ გაიმართება და მას კვლავ Pullman Tbilisi Axis Towers უმასპინძლებს. 2024 და 2025 წლების წარმატებული ღონისძიებების შემდეგ წლევანდელ ფორუმზე საქართველოსა და SHARE-ის საერთაშორისო ქსელის 350-ზე მეტი არქიტექტორი, ინჟინერი, ურბანისტი და უძრავი ქონების დეველოპერი შეიკრიბება.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი აქცენტი პრაქტიკულ, რეალურ გადაწყვეტებზე გაკეთდება: სცენაზე წარმოდგენილი თითოეული პროექტი დასრულებული და სრულად ფუნქციური შენობა იქნება და არა კონცეპტუალური რენდერი. SHARE Georgia 2026-ის პროგრამა, ასევე, ოთხ ძირითად თემატურ მიმართულებას გააერთიანებს: საცხოვრებელი არქიტექტურა, ურბანული განვითარება, მასშტაბური პროექტები და ფასადის დიზაინი.
პროგრამის მთავარი თემები
22 სექტემბრის პროგრამა მოიცავს სამ ინტერაქციულ მრგვალ მაგიდას, რომლებიც არსებულ აქტუალურ გამოწვევებს დაეთმობა:
- ხელოვნური ინტელექტი არქიტექტურაში – განხილული იქნება, როგორ ცვლის ახალი ტექნოლოგიები დიზაინსა და სამუშაო პროცესებს;
- საჯარო სივრცეების ტრანსფორმაცია – საუბარი იქნება ურბანულ რეგენერაციაზე, საჯარო ხელოვნებასა და საზოგადოების ინტეგრაციაზე;
- საგანმანათლებლო არქიტექტურა – განხილვის თემა იქნება ადაპტირებადი და სამომავლო საჭიროებებზე მორგებული სასწავლო სივრცეების შექმნა.
კონფერენციის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ტექნოლოგიებისა და მასალების გამოფენაც, რომელიც მომწოდებლებს, არქიტექტორებსა და დეველოპერებს შორის პირისპირ შეხვედრების შესაძლებლობას შექმნის.
მოწვეული სპიკერები და არქიტექტურული კომპანიები
SHARE Georgia 2026-ის სცენაზე მსოფლიოს ცნობილი არქიტექტურული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად წარდგებიან. მთავარი სპიკერები იქნებიან: ოლგა ბოლშანინა, Herzog & de Meuron-ის უფროსი პარტნიორი (შვეიცარია), პედრო არაუხო, Foster + Partners-ის პარტნიორი (დიდი ბრიტანეთი) და ვიგო ჰარემსტი, Henning Larsen-ის პარტნიორი და დიზაინის დირექტორი (დანია).
საერთაშორისო სტუმრებს შორის ასევე იქნება ტობიას ვალისერი, LAVA-ს აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი პარტნიორი (გერმანია).
საერთაშორისო მონაწილეებს საქართველოს წამყვანი არქიტექტურული კომპანიებიც შეუერთდებიან, მათ შორის X Architecture, ArtStudio, Architects of Invention, NS Studio, TIMM Architecture და teamtwo, ასევე, ადგილობრივი ექსპერტები – ზურა ჯიშკარიანი და გვანცა ნიკოლაიშვილი.
დღე დასრულდება სესიით „Aftertalks: Wine & Networking“, რომელიც არაფორმალური დიალოგისა და ხანგრძლივი პროფესიული პარტნიორობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების დეტალები
ენა: ფორუმი ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარდება.
ბილეთები და პროგრამა: არქიტექტორებისთვის ბილეთების ფასი 20 ევროდან იწყება. სრული პროგრამა, მოწვეული სპიკერების სია და რეგისტრაციის პირობები ხელმისაწვდომია SHARE Architects-ის ოფიციალურ გვერდზე.
მთავარი პარტნიორები: The Lake by Placemakers – მთავარი პარტნიორი; Fibrobeton – პარტნიორი; CMC – პარტნიორი.
SHARE Architects-ის შესახებ
ღონისძიება SHARE Architects-ის საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად 25-ზე მეტ კონფერენციას ატარებს ევროპის, კავკასიისა და სხვა რეგიონების 20-ზე მეტ ქვეყანაში.
SHARE Architects საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის მიზანიც არქიტექტურული სფეროს ხელშეწყობა და პროფესიული დიალოგის განვითარებაა. კონფერენციების, ფორუმებისა და ნეთვორქინგ-ღონისძიებების საშუალებით SHARE Architects მსოფლიოს ცნობილ არქიტექტორებს, ინდუსტრიის ლიდერებსა და AEC-პროფესიონალებს ცოდნის, ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად აერთიანებს.
წლების განმავლობაში პლატფორმა არქიტექტურული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროფესიულ ჰაბად ჩამოყალიბდა, ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და შექმნილი გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას.
[პარტნიორის კონტენტი]





