in

რა იწვევს შენობის “ჯდომას” და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს პროცესი – ნამაის სტანდარტი

საკუთარი ბინის კედელზე ბზარის აღმოჩენა მეტად არასასიამოვნოა, თუმცა პანიკაში ჩავარდნა და ფიქრი, რომ შენობა ესესაა დაინგრევა, ნამდვილად არ ღირს. პირველ რიგში, ვიზუალური დათვალიერებაა ჩასატარებელი და დასადგენი, რა ფაქტორების ზეგავლენით გაჩდა აღნიშნული დეფექტი. თუ ვიზუალური დათვალიერებისას მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, უმჯობესია სპეციალისტის მოწვევა, რომელიც დაზიანების ხარისხს დაადგენს და შესაძლო რისკებსაც შეაფასებს.

რატომ ჩნდება ბზარები კედელზე ?

კედელზე ბზარების გაჩენის ძირითადი მიზეზი საძირკველის ე.წ. „ჯდომა“ და მისი დეფორმაციაა. ის გარე ფაქტორების ზეგავლენით (არამყარი ნიადაგი, მიწისქვეშა დინებები და ა.შ) ზიანდება და კედლებსაც ითრევს ამ პროცესში. შედეგად კი ვიღებთ დაბზარულ კედლებს. აღსანიშნავია, რომ ახალაშენებული სახლის საძირკვლის მცირე ძვრა პირველი 2 წლის განმავლობაში ბუნებრივ პროცესად მიიჩნევა და განსაკუთრებულ დაზიანებებს არ იწვევს. თუმცა, სიტუაცია საგანგაშოა მაშინ, როცა ეს „ჯდომა“ არ ჩერდება, ვინაიდან ასეთმა პროცესმა შესაძლოა შენობის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

ბზარის გაჩენის მეორე მიზეზი შენობის კონსტრუქციული შეცდომებია, რაც მისი არასწორი პროექტირებითაა გამოწვეული. შედეგად, კედლებზე განვითარებული ზედმეტი დატვირთვა ბზარების გაჩენას იწვევს. ამას გარდა, ბზარების წარმოშობა შესაძლებელია შენობის უხარისხო გადახურვის შედეგად. კედელზე ჩამოღვენთისას წვიმის წყალი მიკრობზარებში აღწევს. გაყინული წყალი კი უკანასკნელს აფართოებს და წყობის სტრუქტურას არღვევს. დროთა განმავლობაში ასეთი ბზარი შესაძლებელია გაიზარდოს და კრიტიკულ ნიშნულს მიაღწიოს.

კედლებზე ბზარების გაჩენის კიდევ ერთი მიზეზი მშენებლობის ტექნოლოგიის დარღვევა და ასევე უხარისხო სამშენებლო მასალების გამოყენებაა.

როგორ ხდება ბზარების დიაგნოსტირება ვიზუალური დათვალიერებით?

მიიჩნევა, რომ 1 მილიმეტრამდე სისქის ბზარი საშიშროებას არ წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში კი ბზარის გაჩენის მიზეზების პირველადი დიაგნოზირება გარეგნული დათვალიერებითაა შესაძლებელი:

იმ შეთხვევაში, თუ ბზარი ფუძესთან ვიწროა და ჭერის მიმართულებით ფართოვდება, ეს ფუნდამენტის ჯდომის შედეგია.

თუ პირიიქით – ბზარი ჭერთან ვიწროა და იატაკის მიმართულებით ფართოვდება, მაშინ მიზეზი კედლებზე ზენორმირებული ზეწოლის შედეგია.

ჰორიზონტალური და დიაგონალური ბზარები, როგორც წესი, მშენებლობის ტექნოლოგიის ან უხარისხო მასალების გამოყენების შედეგია.

გასათვალისწინებელია, რომ ბზარების ამოვსებამდე აუცილებლად უნდა დადგინდეს მისი ზრდის დინამიკა. ამისათვის ბზარზე ქაღალდის სანიშნულეს იყენებენ, რომელიც დამუშავებულ ზედაპირზე მაგრდება. თუ 2-3 კვირის განმავლობაში სანიშნულე არ გაიხა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი გაჩერებულია და თამამად შეგიძლიათ მოპირკეთების სამუშაოების დაწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა მოხდეს გაბზარვის მიზეზების დადგენა პროფესიონალების მიერ და ჩატარდეს შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები.

როგორ დავიზღვიოთ თავი ასეთი არასასიამოვნო სიურპრიზისგან?

ამ შეკითხვით ჩვენ “ნამაი ვაკეს” ექსპერტებს მივმართეთ. როგორც კომპანიაში გვირჩევენ, მომავალში შენობის დაბზარვის ასარიდებლად, პირველ რიგში, იმ გრუნტის საფუძვლიანი გამოკვლევა უნდა განხორციელდეს, სადაც ნაგებობა დაიდგმება. კონკრეტულად “ნამაი ვაკეს” კომპლექსის შემთხვევაში, კომპანიამ აღნიშნული კვლევა მშენებლობის დაწყებამდე განახორციელა და ის მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას დაუკვეთა. ამის შემდეგ კი მიღებული დასკვნის საფუძველზე, საძირკვლის შესაბამისი ტიპი შეარჩია.

მეორე ნაბიჯი შენობის კონსტრუქციის გაანგარიშება და ნორმატიული მაჩვენებების გადაჭარბებით შესრულებაა. როგორც “ნამაი ვაკეს” ექსპერტები განმარტავენ, უპასუხისმგებლო კომპანიები მასალების დაზოგვის მიზნით, ნორმატივების მხოლოდ ქვედა ზღვარს აკმაყოფილებენ, სოლიდური კომპანიები კი პირიიქით, შენობის ზენორმატიული სიმტკიცის  მიღწევას ცდილობენ.

მესამე ეტაპი კი მშენებლობის ტექნოლოგიის დაცვა და ხარისხიანი მასალების გამოყენებაა. ამ მაჩვენებლის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად “ნამაი ვაკეს” მშენებლობის ხარისხს ევროპელი სპეციალისტები აკონტროლებენ, რომლებიც მშენებლობის პროცესის ყოველ ეტაპს და აქ გამოყენებულ მასალებს დეტალურად ამოწმებენ, რაც “ნამაის სტანდარტის” სრულად დაცვის გარანტიას იძლევა.

რომ შევაჯამოთ, შენობის დაბზარვა სულაც არ არის ნორმალური მოვლენა ხარისხიანი მშენებლობის შემთხვევაში და ის შესაძლოა მოსალოდნელი სერიოზული პრობლემების შესახებ მიუთითებდეს. ასეთი შედეგის თავიდან აცილება კი მხოლოდ სანდო და ავტორიტეტულ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

Bosc d’en Pep Ferrer – სახლი სრულყოფილი მინიმალიზმით ფორმენტერას კუნძულზე

დამკვეთისა და არქიტექტორის გზამკვლევი პროექტირების პროცესში – გიორგი ზაუტაშვილის რჩევები