in

Bosc d’en Pep Ferrer – სახლი სრულყოფილი მინიმალიზმით ფორმენტერას კუნძულზე

Alliance Group
Alliance Group

Bosc d’en Pep Ferrer – ასე ჰქვია სახლს, რომელიც კუნძულ ფორმენტერას სამხრეთ სანაპიროზე, მაიგორნის სანაპიროსთან მდებარეობს. სახლის ჰორიზონტზე მხოლოდ 1763 წელს აშენებული პი პი კატალას კოშკის ულამაზესი სილუეტი მოჩანს.

პროექტი ფოკუსირებულია ორმაგობის პრინციპზე. აქ ერთმანეთს უპირისპირდება მძიმე და მსუბუქი; დედამიწა და ჰაერი; ხელნაკეთი და ტექნოლოგიური; შეკუმშვის ძალისხმევა და წევის წინააღმდეგობა..

სახლს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ლანდშაფტში ჩაშენებული, რადგან მისი გარკვეული ნაწილი მართლაც მიწისქვეშ იმყოფება. შეიძლება ითქვას, რომ მისი ექსტერიერი იდეალურად ერწყმის ნახევრადუდაბნოს ლანდშაფტსა და ხედებს. შენობას აქვს ჰორიზონტალური განლაგება და მისი სივრცეები ერთმანეთთან სხვადასხვა ბილიკით კავშირდება. მასში ვხვდებით რამდენიმე მასშტაბურ, განივ ოთახს, რომელიც ასევე მასშტაბური ფანჯრებითაა გაჯერებული.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახლი ბეტონისა და ხის იდეალური შერწყმაა. აქ, ფაქტობრივად, ვერაფერს შევხვდებით ასიმეტრიულს. ექსტერიერი ანალოგიურად ემთხვევა ინტერიერს – თითქოს რასაც გარედან ვხედავთ, შიდა სივრცის იდენტურია.

სახლი, რეალურად, სამ ნაწილად იყოფა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ნაწილები ერთმანეთთან ბილიკებითაა დაკავშირებული. შენობის ქვედა სართული, რომელიც ნახევრად ნიადაგშია და რომლის ბეტონის კედლებიც თითქოს მიწიდანაა ამოყოფილი, ერთგვარ საყრდენს წარმოადგენს ზედა სართულისთვის, რომელსაც გარედან ხის გარსი აკრავს.

ამ პროექტში ერთგვარ კედლებს წარმოადგენს მინებიც, რომლებსაც აქ ჭარბად შევხვდებით. რეალურად, ეს სახლი ბეტონის, ხისა და მინის ნაზავად შეიძლება მოვიაზროთ. თუმცა, რეალურად, ეს პროექტი შექმნილია შემდეგი მასალებისგან: ხრეში, კაპრის კირქვა, ფიჭვისა და ნაძვის ხე, გადამუშავებული ბამბის პანელები, თეთრი მაკაელის მარმარილო, მაღალი გამტარიანობის სილიკატური საღებავი..

სახლის დათვალიერებისას გვიჩნდება განცდა, რომ ის ნახევრად-ცარიელია, თუმცა, დიზაინერების ამოცანა სწორედ მინიმალიზმი იყო. აქ ყველა საჭირო ნივთია, თუმცა, ინტერიერი, ძირითადად, თავისუფალ სივრცეებს უკავიათ.

არქიტექტურული სტუდია: Marià Castelló Martínez

ფოტოგრაფი: Marià Castelló Martínez

Me and Elvis – რარიტეტული ავეჯის ქართული ბრენდი

რა იწვევს შენობის “ჯდომას” და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს პროცესი – ნამაის სტანდარტი