in

ტური შვედი ბლოგერის ბინაში – ჩრდილოური სტილის მდიდრული ინტერპრეტაცია

Banner M2
Banner M2

ეს ულამაზესი ბინა სტოკჰოლმში მოდის შვედ ბლოგერს, სტილისტსა და მეწარმეს – პეტრა ტუნგორდენს, ეკუთვნის.

აღნიშნული ინტერიერი, რომელიც თანამედროვე ავეჯისა და არქიტექტურული დეტალების ჰარმონიული შერწყმის მაგალითია, რამდენიმე წლის წინ გაკეთდა.

მფლობელმა მთლიანად განაახლა სახლი, თუმცა მისი ორიგინალური ნაკვთები შეინარჩუნა. ერთ-ერთი ასეთი ძველი შტრიხია ულამაზესი კერამიკული ღუმელი. არაჩვეულებრივი ორნამენტები, თაბაშირის კარნიზები და ხელნაკეთი ნივთები ბინას განსაკუთრებულ შარმს სძენს.

პეტრამ ძირითად საცხოვრებელ სივრცეში ლურჯის მდიდრული ელფერი შეინარჩუნა, რაც მისი დათვალიერების დროს ერთგვარი დიდებულების განცდას ბადებს.

აღნიშნული ინტერიერი მესაკუთრის გლამურულ გემოვნებას უსვამს ხაზს. აქ უხვად არის გამოყენებული ხავერდი, მარმარილო და თითბერი. ასევე გვხვდება ისეთი დიზაინ ობიექტები, როგორიც არის „ლი ბრუმის“ თითბერის ჩამოსაკიდი სანათი-„Carousel“ , „Flos“ -ის სანათი „Snoopy“, „Tom Dixon“-ის  „Flash“ მაგიდები, „HANDVÄRK“-ის ტახტი, „Arne Jacobsen“ -ის „Series 7“ ტყავის შავი სავარძლები, „Michael Anastassiades“-ის ტორშერი „IC“, „Azucena“-ის ვარდისფერი სკამი და სხვა.

#სადვიცხოვრო: სახლი მთაწმინდაზე

ბინა დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე – Projector Studio-ს პროექტი