in

სკანდინავიური ბინა პასტელის ფერებით

Banner M2
Banner M2

სკანდინავიური დიზაინი ხშირად ასოცირდება მინიმალისტურ ინტერიერებთან, ნეიტრალური ფერის პალიტრით და ფუნქციური სიმარტივით.

ამ კონვენციური ნორმიდან გადახვევის გამორჩეული მაგალითია სტოკჰოლმში მდებარე ერთ-ერთი ბინა, სადაც დიზაინერებმა გადაწყვიტეს ნეიტრალური ტონების ნაცვლად გამოეყენებინათ პასტელური ფერები. ამ სტოკჰოლმური ბინის დიზაინი ნათლად გვაჩვენებს, როგორ შეუძლია ფერს შექმნას განწყობა, გაზარდოს სივრცის აღქმა, რომელიც  ახალი და უნიკალურია, მაგრამ ამავდროულად არ გადაუხვიოს სკანდინავიური დიზაინის ძირითად მახასიათებლებს.

პასტელური ფერების არჩევა ნამდვილად საინტერესო და ახალი მიდგომაა, რომელიც სივრცეს ხდის უფრო თბილს, რაც ადამიანებისთვის დადებითი განწყობის მომტანია. ფერები გემოვნებითაა შერჩეული და შეესაბამება ბინის განლაგებას და ბუნებრივ განათებას.

სკანდინავიური დიზაინის უპირატესობა მდგომარეობს  ფორმისა და ფუნქციის შერწყმაში. ამ ბინაში ეს ჰარმონია იდეალურადაა წარმოდგენილი.

სტოკჰოლმის ეს ბინა, რომლის ფართობი 87 კვადრატული მეტრია, გვაჩვენებს როგორ შეიძლება შექმნა ხალისიანი, დინამიური სახლი, თუნდაც ოდნავ გადაუხვიო სკანდინავიური დიზაინის პრინციპებს.

სასადილო ოთახი და სამზარეულო: თანამედროვე მინიმალიზმის იდეალური გამოხატულებ

სასადილო ოთახი, რომელიც ერთ სივრცეშია სამზარეულოსთან, წარმოადგენს თანამედროვე მინიმალისტური დიზაინის კარგ მაგალითს. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ფუნქციური სივრცე არ კარგავს ელეგანტურობას და სიმარტივეს.

 

ღია კრემისფერი კედლები სივრცეს უფრო კარგად წარმოაჩენს.  ონკანის გასწვრივ ღია ლავანდისფერი პალიტრა ინტერიერის თანამედროვეობას უსვამს ხაზს.   ამ ფერების ნაზავი ოთახს არა მხოლოდ მსუბუქ და ჰარმონიულ იერს აძლევს, არამედ ხელს უწყობს ყურადღების გადატანას სხვა ელემენტებზებ და აქსესუარებზე, რომლებიც ოთახში უხვადაა, თუმცა ისეა განლაგებული, რომ ინტერიერი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

ფართო ფანჯრები უზრუნველყოფს ოთახის ბუნებრივ განათებას დღის განმავლობაში. ამის შედეგად, ოთახში ყოველთვის არის თბილი და კომფორტული გარემო. ღია ფერის იატაკი კიდევ უფრო აძლიერებს განათების ეფექტს, რაც სივრცეს უფრო ნათელს და მყუდროს ხდის.

ფანჯარასთან ახლოს მდგომი მაგიდა თავისი მასიური მარმარილოს ფეხით სიმტკიცის და სიმყარის შეგრძნებას აჩენს. ავეჯი ხაზს უსვამს მინიმალისტურ სტილს, რომელიც თანამედროვე სკანდინავიური დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მაგიდის ირგვლივ განლაგებული სკამები ასევე მარტივი და ფუნქციურია, თუმცა თანამედროვე სტილში შექმნილი დიზაინის მახასიათებლებს კარგად ასახავს.

ფანჯრიდან იშლება გამწვანებული სკვერის ხედი და სიმშვიდის მომტან აურას ქმნის ოთახში.

 მისაღები ოთახი – კომფორტი და მინიმალიზმი ერთ სივრცეშ

სამზარეულოდან პირდაპირ გავდივართ მისაღებ ოთახში. კედლები ღია კრემისფრადაა შეღებილი, რაც თბილ გარემოს ქმნის. მისაღების მთავარი ელემენტებია ღია ყავისფერი, რბილი დივანი და  ლურჯი სავარძელი, რაც მაქსიმალურ კომფორტს ქმნის სახლის მაცხოვრებლებისთვის. ავეჯი ერთი მხრივ ელეგანტურად გამოიყურება, მეორეს მხრივ, კარგია მოსასვენებლად.

ოთახში ასევე გამორჩეულია ღია ფერის იატაკი და ხალიჩა, რაც არა მხოლოდ სიმარტივეს, სინათლის მაქსიმალურ შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს. იატაკი და ხალიჩა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის სივრცის უწყვეტ ნაკადს. აქ შემოსვლისას ჩნდება განცდა, რომ ოთახი უფრო ღია და ფართოა.

რეპროდუქციები კედლებზე მინიმალისტურ სტილშია განლაგებული. თითოეული მათგანი გააზრებულადაა შერჩეული. ჩნდება განცდა, რომ  ოთახში არც ერთი დეტალი ზედმეტი არ არის. დამატებითი ელემენტები კიდევ უფრო ამძაფრებს მთლიანობის შეგრძნებას, რომელსაც საბოლოოდ კრავს საკმაოდ მოზრდილი ქოთნის მცენარე. მინიმალისტური სტილი არც გათბობის რადიატორების შერჩევისას დავიწყებიათ ინტერიერის დიზაინერებს.

სანათი, რომელიც დივანს დაჰყურებს,  იმდენად ბუნებრივადაა შერწყმული მცენარესთან, ერთი შეხედვით შეიძლება მისი გაგრძელებაც კი გეგონოთ. მისაღები ოთახი ფართო ფანჯრებისა და აივნის ხარჯზე ინარჩუნებს ბუნებრივ განათებას და ამძაფრებს ბუნებასთან ახლოს ყოფნის შეგრძნებას.

აივანი კი ისეთია, ყველა რომ ინატრებდა. არც ისე დიდი, თუმცა ძალიან მყუდრო, მზის სხივებით უხვად განათებული. დილით ფინჯანი ყავით ხელში გარეთ გასვლას და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას რომ მოგანდომებს მთელი დღის დაგეგმვის პარალელურად.

საძინებელი, სადაც უბრალოება ყველაზე დიდი ფუფუნებაა

ამ საძინებელში არაფერია ზედმეტი — არის მხოლოდ ის, რაც ნამდვილად საჭიროა.

კედლების მშვიდი ტონალობა არჩეულია ერთიანი სტილისა და კომფორტის შესაქმნელად.

მთავარი აქცენტი კომფორტულ საწოლზე კეთდება, რომელიც თავისი ფორმით წარმოადგენს საძინებლის ცენტრალურ ელემენტს. კარადა,  თავისი მცირე ზომებით, ორგანულად ერწყმის ოთახის საერთო ფონს.  პატარა მაგიდა და სკამი ძალიან მარტივი და გასაგები ფორმებით ძირითად საჭიროებებზეა ორიენტირებული, რომელიც შეიძლება ადამიანს სამუშაოდ გამოადგეს.

მეორე საძინებელი შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა მყუდრო და კომფორტულია თავისი რბილი საწოლით, ნათელი ფანჯრით, ტელევიზორით და ოთახის, მწვანე ხასხასა მცენარით, რომელიც აცოცხლებს და ახალისებს ინტერიერს.

და, აი, მივადეგით ამ სახლის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან, საბავშვო ოთახსაც, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ მისმა ბინადარმა თავი ყველაზე კარგად და დაცულად იგრძნოს. მისთვის აქ ყველაფერია, რაც შეიძლება დასჭირდეს, თუმცა ოთახი არაა გადავსებული ავეჯით და დატოვებულია სივრცე, იმისთვის რომ ბავშვმა თავისუფლად და უსაფრთხოდ შეძლოს ოთახში გადაადგილება. აქაც, ისევე, როგორც მთელ სახლში თვალში საცემია მინიმალიზმი.

სახლს აქვს ერთი სააბაზანო ოთახი, სადაც თეთი ფერი ჭარბობს, რაც სისუფთავის და სინათლის შეგრძნებას აჩენს. არც თუ ისე დიდი ზომის აბაზანაში ყველა  საჭირო ნივთი და აქსესუარი სწორად და ფუნქციურადაა გადანაწილებული. კედლის კაფელზე გაკეთებული რამდენიმე პატარა ჩანართი სააბაზანოს უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.

დღეს ჩვენ ვიმოგზაურეთ ერთ მყუდრო, ადამიანების საჭიროებაზე და კომფორტზე მორგებულ, სკანდინავიურ სახლში. დიზაინერებმა ნამდვილად იფიქრეს და იზრუნეს, რომ ეს ყოფილიყო ადგილი, სადაც ყოველთვის მიეჩქარებათ.

ფაიფური: მასალა, რომელსაც არ აქვს საზღვრები. Bernardaud-ს სახლი

რას ცვლის განათება ინტერიერში? – დიზაინერ შორენა ოქროპირიძის გზამკვლევი