in

როგორ ცხოვრობენ რიგითი სკანდინავიელები: შვედური ინტერიერის რამდენიმე შთამაგონებელი მაგალითი – #Homeisინსპირაცია

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

თანამედროვე ინტერიერის დიზაინი საკმაოდ მრავალფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად იცვლება ტენდენციები, არსებობს რამდენიმე სტილი, რომელიც უკვდავია და ყველა ეპოქაში პოპულარობით სარგებლობს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ე.წ. სკანდინავიური (იგივე “ჩრდილოური”) სტილი, რომელიც მინიმალიზმის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს. სკანდინავიელები ახერხებენ შექმნან მსუბუქი და ჰაეროვანი ინტერიერები, თუმცა ამასთანავე, მათი სივრცეები მყუდრო და კომფორტულია. სწორედ ამ იდეალური ბალანსის დაცვაში მდგომარეობს “ჩრდილოური” სტილის წარმატების მთავარი საიდუმლო. მაინც როგორია ერთდროულად სადა და ეფექტური სტილი? ამის გასარკვევად დღეს ჩვენ რამდენიმე სახასიათო მაგალითს წარმოგიდგენთ. ნახეთ, როგორ გამოიყურება პროფესიონალების დახმარების გარეშე შექმნილი რიგითი შვედების ინტერიერები.

10 საკულტო სკამი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

როგორ გავაგრილოთ ბინა ცხელ ამინდში – რამდენიმე პრაქტიკული რჩევა