in

ახალგაზრდა ოჯახის საზაფხულო სახლი დანიაში

Banner M2
Banner M2

როდესაც ლუისმა და ანდრეასმა მიწის ნაკვეთი შეიძინეს დანიის ერთ-ერთ სანაპირო ქალაქში, ისინი გეგმავდნენ პატარა საზაფხულო კოტეჯის აშენებას, სადაც მხოლოდ უქმეების გასატარებლად ივლიდნენ. თუმცა, როდესაც მშენებლობა დასრულდა, ახალგაზრდა წყვილმა აღმოაჩინა, რომ ამ შაბათ-კვირის სახლში იმაზე მეტ დროს ატარებენ, ვიდრე წარმოედგინათ.

ფიჭვის ხეების სურნელი, ზღვის ხმა, გადამუშავებული მასალებისგან დამზადებული ხელნაკეთი დეკორი – ეს ის დეტალებია, რაც ამ გარემოს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ის კლასიკურ სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი. სახლში დომინირებს თეთრი ფერი, რომელიც დაბალანსებულია ხის აქცენტებით და ლურჯი ფერის ტექსტილით, რაც ზღვის სანაპიროზე მდებარე სახლების განუყოფელი შტრიხია.

#Homeisინსპირაცია: კლასიკური სამზარეულოს დიზაინი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან

სახლი ბორბლებზე – ბეგი ბობოხიძის მიერ შექმნილი ქარავანი