in ,

როგორ შევცვალოთ ბინაში სივრცის აღქმა

თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ სიცოცხლის 87 პროცენტს შენობაში ვატარებთ. სასიამოვნო გარემო დადებითად მოქმედებს მაცხოვრებლების განწყობასა და ხასიათზე, ხოლო ცუდად განათებულ და მოუხერხებელ ადგილებს შეუძლია ცხოვრების მუქი მომენტების გამძაფრება. სწორედ ამიტომ არის ინტერიერის დიზაინი ასეთი მნიშვნელოვანი, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი პროფესიონალი მას მეორეხარისხოვნად მიიჩნევს.

Tbc Insurance
Tbc Insurance

ინტერიერის დაპროექტებისას, არქიტექტორს მნიშვნელოვანი ცვლადებით ოპერირებს, იქნება ეს ხელოვნური განათება, ბუნებრივი შუქი, პროპორციები თუ მასალები. ეს ელემენტები მაცხოვრებლების მიერ შენობის აღქმაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.

სივრცეში სასურველი გარემოს მისაღწევად არსებობს ელემენტები, რომლებიც პირველის აღქმას კედლების გეომეტრიის ხელშეუხებლად ცვლის. ეს ზედაპირის შეღებვით, სხვადასხვა მასალების გამოყენებით ან სხვადასხვა საფარის მეშვეობით მიიღწევა. უფო ნათელი და ცივი ფერები სივრცეს ზრდის. უფრო მუქი კი სივრცეს ამცირებს. ფერების ან ტექსტურების განლაგება პერსპექტივას ცვლის, ამ გზით შესაძლებელია ოთახის ამაღლება, დაგრძელება, გაფართოება ან გარკვეული ელემენტების გამოყოფა.

ქვემოთ რამდენიმე ვარიანტი წარმოგიდგინეთ, რომელიც გარემოს მხოლოდ ფერებისა და კონტრასტული მასალების  მეშვეობით ცვლის:

სივრცის გაზრდა

სივრცის ვიზუალური გაზრდისთვის უმჯობესია ნათელი ტონების გამოყენება, რომლებიც ბუნებრივ სინათლეს ირეკლავს და თვალისთვის ზედაპირებს ზრდის.

სივრცის შეკუმშვა

მეორე მხრივ, როცა ოთახის უფრო კომპაქტურად, კომფორტულად და მყუდროდ წარმოჩენა გვსურს, უმჯობესია კედლები მუქი ფერით შეიღებოს. ის ბუნებრივი სინათლის უმეტეს ნაწილს შთანთქავს და ჩაკეტილობის განცდას ქმნის, რაც კონკრეტული მიზნებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს.

ჭერის დადაბლება

არსებობს შემთხვევები, როდესაც ჭერის ვიზუალური დაშვება სივრცეს უფრო სასიამოვნო და მყუდრო გარემოდ გადააქცევს. თუ მას კედლებთან შედარებით უფრო მუქ ტონალობაში შევღებავთ, ან მასალის ტექსტურას ხილულად დავტოვებთ, ჭერის ვიზუალური დადაბლების ეფექტს მივიღებთ.

ჭერის ამაღლება

სხვა შემთხვევებში პირიქით, არსებობს სივრცეები, რომელთა დაბალი ჭერი კლაუსტროფობიის განცდას ქმნის. კედლების მუქ და ჭერის თეთრ ფერში შეღებვა უკანასკნელს აამაღლებს.

სივრცის გაფართოება

უკანა კედლისა და ჭერის მუქად, ხოლო გვერდითა კედლების ღია ფერში შეღებვა სივრცეს უფრო ფართოსა და ვრცელს გამოაჩენს. ეს ხერხი კორიდორებისა და ვიწრო ოთახებისთვის ხშირად გამოიყენება.

სივრცის შევიწროება

ორი საპირისპირო ზედაპირის მუქ ფერში, ხოლო ფონისა და ჭერის ღია ტონებში შეღებვა სივრცეს ვიზუალურად ავიწროებს და დაუბალანსებელი ზომების მქონე ოთახების პროპორციებს ვიზუალურად აუმჯობესებს.

სივრცის შემცირება

თუ თქვენს სახლში ძალიან დიდი სივრცეა და თქვენ მისი უფრო მყუდრო და ინტიმურ გარემოდ გადაქცევა გსურთ, უკანა კედელი მუქ და დანარჩენი კედლები შედარებით ღია ფერებში შეღებეთ.

კედლის გამოყოფა

კედლის გამოსაყოფად რეკომენდებულია მისი უფრო ღია ფერში, ხოლო დანარჩენი კედლების მუქ ფერებში შეღებვა. ასეთი კედელი მზერას მიიზიდავს.

კედლების დამოკლება

თუ იდეა კედლების დამოკლებაში მდგომარეობს, შესაძლებელია უფრო მუქი ელფერის გამოყენება კედლის ქვედა ნაწილში.

Atelier 2+ – სტუდია ხელოვნებისა და დიზაინის მიჯნაზე

თანამედროვე ტიპის რანჩო ვაშინგტონში